საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა
სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა

სო­ხუ­მის და­ცე­მი­დან დღეს 29 წელი შეს­რულ­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, აფხა­ზე­თის ომში და­ღუ­პულ­თა ახ­ლობ­ლე­ბი და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გმირ­თა მე­მო­რი­ალ­თან შე­იკ­რი­ბე­ბი­ან და და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნას პა­ტივს მი­ა­გე­ბენ.

სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა აფხა­ზეთ­ში 1992 წლის 14 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო. სოჭი-ინ­გი­რის სარ­კი­ნიგ­ზო მო­ნაკ­ვე­თის და­სა­ცა­ვად აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­სულ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნულ გვარ­დი­ას აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას გან­კარ­გუ­ლე­ბით შექ­მნილ­მა „აფხა­ზურ­მა გვარ­დი­ამ“, ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოხუ­რე­ის­თან ცე­ცხლი გა­უხ­სნა.

სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭომ სოჭი-ინ­გი­რის რკი­ნიგ­ზის მო­ნაკ­ვე­თის და­სა­ცა­ვად აფხა­ზეთ­ში ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის შეყ­ვა­ნა 11 აგ­ვის­ტოს, ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას­თან შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა. შე­თან­ხმე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, „აფხა­ზურ­მა გვარ­დი­ამ“ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ გვარ­დი­ას აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ოჩამ­ჩი­რი­სა და გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნებ­ში და ქა­ლაქ სო­ხუმ­ში გა­უ­წია, რა­საც აფხა­ზეთ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბა მოჰ­ყვა.

აფხა­ზეთ­ში სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა 13 თვეს და 13 დღეს გაგ­რძელ­და და 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, სო­ხუ­მის და­ცე­მით და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მარ­ცხით დას­რულ­და.

1993 წლის 16 სექ­ტემ­რებს აფხა­ზურ­მა მხა­რემ და­არ­ღვია 27 ივ­ლი­სის სო­ჭის შე­თან­ხმე­ბა „ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და ძალ­თა და­შო­რი­შო­რე­ბის შე­სა­ხებ“ და და­ი­წყო შტურ­მი სო­ხუ­მის ასა­ღე­ბად. სო­ხუ­მის­თვის ბრძო­ლა 11 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აფხა­ზურ-რუ­სულ­მა, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ელ­თა და კა­ზაკ­თა შე­ნა­ერ­თებ­მა აფხა­ზე­თის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს შე­ნო­ბა­ზე შტურ­მი 27 სექ­ტემ­ბერს დი­ლი­დან­ვე და­ი­წყეს და ტყვედ აიყ­ვა­ნეს აფხა­ზე­თის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, ქა­ლაქ სო­ხუ­მის მერი გუ­რამ გა­ბეს­კი­რია და მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს 27 თა­ნამ­შრო­მე­ლი და შემ­დეგ ყვე­ლა მათ­გა­ნი დახ­ვრი­ტეს.

რუ­სულ-აფხა­ზურ­მა შე­ნა­ერ­თებ­მა მდი­ნა­რე ენ­გუ­რის გას­წვრივ პო­ზი­ცი­ე­ბი 1993 წლის 30 სექ­ტემ­ბერს და­ი­კა­ვეს. აფხა­ზე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა „სა­ქარ­თვე­ლო­ზე გა­მარ­ჯვე­ბი­სა და აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს“ ყო­ვე­ლი წლის 30 სექ­ტემ­ბერს აღ­ნიშ­ნავს.

ქარ­თუ­ლი მხა­რის ამ დრომ­დე და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, აფხა­ზეთ­ში 1992-1993 წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, ქარ­თუ­ლი მხრი­დან 10 ათას­ზე მეტი ჯა­რის­კა­ცი და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა. 300 ათა­სი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ქარ­თვე­ლი კი უსახ­ლკა­როდ დარ­ჩა. აფხა­ზუ­რი მხა­რის მო­ნა­ცე­მე­ბით კი, და­ი­ღუ­პა 3 500 და და­იჭ­რა 2 ათა­სამ­დე აფხა­ზი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:(((
0

ბედის ირონიაც ამას ქვია 29 წლის შემდეგ რუსები გამორბიან ლტოლვილებად საქართველოში.კი არიან ღირსები მოხვეტო და სვანეთის უღელტეხილით გაუშვა ყველა აფხაზეთში.ვნახოთ თუ რომელიმე შეადგავს ფეხს რუსეთისგან "განტავისუფლებულ" აფხაზეთში და თუნდაც "სამხრეთ ოსეთში"

Ღმერთმა აცხონოს ყველა ქართველი და არაქართველი ვინც იმ უთანასწორო ბრძოლებში საქართველოს მიწის დასაცავად იბრძოდა.ყველა იმ მოქალაქის რომლებიც რუსი და კავკასიელი სადისტების ხელით მოკვდა.

ვეტერენი
0

ძირს რუსი ოკუპანტები!!!

გაუმარჯოს ჩვენს ნათელ მომავალს!!

შინ ევროპისკენ!

ავტორი:

სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა

სოხუმის დაცემიდან დღეს 29 წელი შესრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ახლობლები და რიგითი მოქალაქეები გმირთა მემორიალთან შეიკრიბებიან და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების მიუხედავად, „აფხაზურმა გვარდიამ“ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

1993 წლის 16 სექტემრებს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს.

რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება „საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს“ ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს.

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.