პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნანუკა ჟორჟოლიანის როყიოდ მონაყოლი "ისტორია", უბრალოდ ტყუილია" - პეტრე ცისკარიშვილი განცხადებას ავრცელებს
"ნანუკა ჟორჟოლიანის როყიოდ მონაყოლი "ისტორია", უბრალოდ ტყუილია" - პეტრე ცისკარიშვილი განცხადებას ავრცელებს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს პა­სუ­ხობს და ბრალ­დე­ბებს მისი მი­სა­მარ­თით ტყუ­ილს უწო­დებს. ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის თქმით, სა­უ­ბა­რი ეხე­ბო­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­და­სა­ჭე­რი აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას, რომ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა­ზეც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" უარი თქვა. მი­სი­ვე ცნო­ბით პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილს სცე­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ესა­უბ­რე­ბო­და: "გვერ­დზე ფი­ცა­რი ეგდო, გა­ხე­და და მი­თხრა, ეს საკ­მა­რი­სი არ არი­სო?!" - აღ­ნიშ­ნავს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

  • რო­გორ პა­სუ­ხობს მას პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი:

"ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა, ამ­ჯე­რად უკვე სა­ჯა­რო ჭო­რა­ო­ბით და ტყუ­ი­ლე­ბის ფრქვე­ვით, მი­სი­ვე ტერ­მი­ნით თუ ვი­ტყვით, "გა­ა­ბედ­ნი­ე­რა" ყვე­ლა, ვი­საც გა­ა­ხა­რებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პარ­ტი­ის და­ზი­ა­ნე­ბა სა­ეჭ­ვოა მას ეს არ ეს­მო­დეს. ანუ შეგ­ნე­ბულ, მი­ზან­მი­მარ­თულ და ბო­როტ­გან­ზრა­ხულ კამ­პა­ნი­ას­თან გვაქვს საქ­მე.ამ ბინ­ძურ პრო­ვო­კა­ცი­ას არც ვუ­პა­სუ­ხებ­დი, რომ არა ჩვე­ნი პარ­ტი­ის წევ­რე­ბის და მი­შას ნამ­დვი­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ინ­ტე­რე­სი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად და რო­გორ იგეგ­მე­ბო­და აქ­ცი­ე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის, მისი სა­მო­ქა­ლა­ქო ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნით.

ჩვენ და­ვა­ორ­გა­ნი­ზეთ ათე­უ­ლო­ბით აქ­ცია, მსვლე­ლო­ბა, პი­კე­ტი რო­გორც რუს­თა­ვის ცი­ხეს­თან, ასე­ვე თბი­ლის­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში.სწო­რედ ამი­ტომ, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ეს გან­ცხა­დე­ბა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლი და უნა­მუ­სო­ბა! აქვე გე­ტყვით, რომ თით­ქმის ყვე­ლა აქ­ცია, მისი ლო­კა­ცია და ში­ნა­არ­სი შე­თან­ხმე­ბუ­ლი მქონ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან (ცხა­დია იყო გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც, რო­დე­საც მსვლე­ლო­ბე­ბი სპონ­ტა­ნუ­რად იგეგ­მე­ბო­და).იმ პე­რი­ოდ­შიც, რო­მელ­საც ეს სუ­ბი­ექ­ტი აღ­წერს, იგეგ­მე­ბო­და 8 ნო­მებ­რის მას­შტა­ბუ­რი დე­მონ­ტრა­ცია თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე; ამ აქ­ცი­ა­საც რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მი­შას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და კო­ორ­დი­ნა­ცია უძღო­და წინ.

შემ­დეგ კი იყო დიდი მსვლე­ლო­ბე­ბი ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ში და მა­გის­ტრა­ლე­ბის გა­და­კეტ­ვა/პა­რა­ლი­ზე­ბა. ასე­ვე რუს­თა­ვის ცი­ხის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის საკ­მა­ოდ ხში­რი ‘სტუმ­რე­ბიც’ ვი­ყა­ვით.ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებს ეს ყო­ვე­ლი­ვე ძა­ლი­ან კარ­გად ახ­სოვთ.ბო­დი­ში, თუ ქ-ნ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს წი­ნას­წარ არ ვუ­თან­ხმებ­დით ყო­ველ ჩვენს ნა­ბიჯ­სა და აქ­ტი­უ­რო­ბას იმ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­შიც, რა­საც აღ­წერს, ეს ქალ­ბა­ტო­ნი ად­გილ­ზე მო­ვი­და ცი­ნი­კუ­რი და ქედ­მაღ­ლუ­რი გან­წყო­ბით იმ გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც ცი­ხეს­თან შე­იკ­რი­ბა მი­შას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, თურ­მე არ მო­ე­წო­ნა მათი "ვი­ზუ­ა­ლი", "ფი­ცა­რი" უწო­და სა­ხელ­და­ხე­ლოდ ჩა­მო­ტა­ნილ მცი­რე ზო­მის სცე­ნას და ახლა უზ­ნე­ოდ მო­მა­წერს გა­მა­ოგ­ნე­ბელ ფრა­ზას, თით­ქოს მე მეთ­ქვას, რომ მი­შას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და "რუს­თა­ვის ციხე" ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი არ იყო.

ამით ყვე­ლა­ზე უღირ­სი, ცი­ნი­კუ­რი, შავ-ბნე­ლი და ბინ­ძუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით, ზუს­ტად იმას მაბ­რა­ლებს, რაც ჩემ­თვის ცხოვ­რე­ბა­ში, ადა­მი­ა­ნურ თუ პო­ლი­ტი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­უ­ღე­ბე­ლია: ღა­ლატს და ორ­პი­რო­ბას! მთე­ლი მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე, რაც პო­ლი­ტი­კა­ში ვარ, არა­ვის, თვით უბო­რო­ტეს მტრებ­საც კი, ათას სი­სა­ძაგ­ლეს რომ მწა­მებ­დნენ, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის­თვის ღა­ლა­ტი და ორ­პი­რო­ბა არ და­უბ­რა­ლე­ბია.

ცხა­დია, უშეც­დო­მო პო­ლი­ტი­კო­სი ამ­ქვეყ­ნად არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის რო­ყი­ოდ მო­ნა­ყო­ლი "ის­ტო­რია", უბ­რა­ლოდ ტყუ­ი­ლია მისი ფორ­მი­თაც და რაც მთა­ვა­რია, ში­ნა­არ­სით.კვლავ ვი­მე­ო­რებ: არც ერთი ნა­ბი­ჯი არც მა­შინ, არც შემ­დგომ­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბას­თან, რე­ა­ლუ­რად კი სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო მძევ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ გა­დაგ­ვიდ­გამს მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის და ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის შე­ჯე­რე­ბის გა­რე­შე.ქ-ნ ჟორ­ჟო­ლი­ანს კი ვურ­ჩევ, ებ­რძო­ლოს ბო­რო­ტე­ბას, ესე იგი "რუ­სულ ოც­ნე­ბა­სა"და ქვეყ­ნის მიმ­ტა­ცე­ბელ ოლი­გარქ ივა­ნიშ­ვილს, ნაც­ვლად იმი­სა, რომ ბო­რო­ტი ეჭ­ვის, უი­მე­დო­ბი­სა და ხელ­ჩაქ­ნე­უ­ლო­ბის გაღ­ვი­ვე­ბით ახა­რებ­დეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და მისი დამ­ფუძ­ნებ­ლის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­სის­ხლე მტრებს", - წერს პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პიტერს
0

პიტი,პოეტია,პიტერ,პეტრე,პიოტრ მიდი დავდე,თქვენ რომ გიყვართ ეს ქვეყანა ვხვდები.ორი ხისტავა დაეტაკა და მიდიიი.მესამეც გამოვა ასპარეზზე ალბათ

grisha
3

ნაცები იშლებიან მარტივ მამრავლებად. ბელადი გაფუჭებულია. დანარჩენი წვრიფეხობა ერთმანეთს დაერია. ბატონი ბიძინას და ქართული ოცნების დასრულებას აანონსებდნენ და თვითონ დაიშალენ და დასრულდებიან მალე

ავტორი:

"ნანუკა ჟორჟოლიანის როყიოდ მონაყოლი "ისტორია", უბრალოდ ტყუილია" - პეტრე ცისკარიშვილი განცხადებას ავრცელებს

"ნანუკა ჟორჟოლიანის როყიოდ მონაყოლი "ისტორია", უბრალოდ ტყუილია" - პეტრე ცისკარიშვილი განცხადებას ავრცელებს

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, პეტრე ცისკარიშვილი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს პასუხობს და ბრალდებებს მისი მისამართით ტყუილს უწოდებს. ჟორჟოლიანის თქმით, საუბარი ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციის ორგანიზებას, რომლის დაფინანსებაზეც "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვა. მისივე ცნობით პეტრე ცისკარიშვილს სცენის საჭიროებაზე ესაუბრებოდა: "გვერდზე ფიცარი ეგდო, გახედა და მითხრა, ეს საკმარისი არ არისო?!" - აღნიშნავს ტელეწამყვანი.

  • როგორ პასუხობს მას პეტრე ცისკარიშვილი:

"ნანუკა ჟორჟოლიანმა, ამჯერად უკვე საჯარო ჭორაობით და ტყუილების ფრქვევით, მისივე ტერმინით თუ ვიტყვით, "გააბედნიერა" ყველა, ვისაც გაახარებს მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის დაზიანება საეჭვოა მას ეს არ ესმოდეს. ანუ შეგნებულ, მიზანმიმართულ და ბოროტგანზრახულ კამპანიასთან გვაქვს საქმე.ამ ბინძურ პროვოკაციას არც ვუპასუხებდი, რომ არა ჩვენი პარტიის წევრების და მიშას ნამდვილი გულშემატკივრების ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად და როგორ იგეგმებოდა აქციები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, მისი სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანის მოთხოვნით.

ჩვენ დავაორგანიზეთ ათეულობით აქცია, მსვლელობა, პიკეტი როგორც რუსთავის ციხესთან, ასევე თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.სწორედ ამიტომ, ნანუკა ჟორჟოლიანის ეს განცხადება არის აბსოლუტური ტყუილი და უნამუსობა! აქვე გეტყვით, რომ თითქმის ყველა აქცია, მისი ლოკაცია და შინაარსი შეთანხმებული მქონდა მიხეილ სააკაშვილთან (ცხადია იყო გამონაკლისებიც, როდესაც მსვლელობები სპონტანურად იგეგმებოდა).იმ პერიოდშიც, რომელსაც ეს სუბიექტი აღწერს, იგეგმებოდა 8 ნომებრის მასშტაბური დემონტრაცია თავისუფლების მოედანზე; ამ აქციასაც რასაკვირველია, მიშასთან კომუნიკაცია და კოორდინაცია უძღოდა წინ.

შემდეგ კი იყო დიდი მსვლელობები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში და მაგისტრალების გადაკეტვა/პარალიზება. ასევე რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიის საკმაოდ ხშირი ‘სტუმრებიც’ ვიყავით.ჩვენს მხარდამჭერებს ეს ყოველივე ძალიან კარგად ახსოვთ.ბოდიში, თუ ქ-ნ ნანუკა ჟორჟოლიანს წინასწარ არ ვუთანხმებდით ყოველ ჩვენს ნაბიჯსა და აქტიურობას იმ კონკრეტულ შემთხვევაშიც, რასაც აღწერს, ეს ქალბატონი ადგილზე მოვიდა ცინიკური და ქედმაღლური განწყობით იმ გულწრფელი ადამიანების მიმართ, ვინც ციხესთან შეიკრიბა მიშას გათავისუფლების მოთხოვნით, თურმე არ მოეწონა მათი `ვიზუალი`, `ფიცარი` უწოდა სახელდახელოდ ჩამოტანილ მცირე ზომის სცენას და ახლა უზნეოდ მომაწერს გამაოგნებელ ფრაზას, თითქოს მე მეთქვას, რომ მიშას გათავისუფლება და `რუსთავის ციხე` ჩვენთვის პრიორიტეტი არ იყო.

ამით ყველაზე უღირსი, ცინიკური, შავ-ბნელი და ბინძური ტექნოლოგიით, ზუსტად იმას მაბრალებს, რაც ჩემთვის ცხოვრებაში, ადამიანურ თუ პოლიტიკურ ურთიერთობაში ყველაზე მეტად მიუღებელია: ღალატს და ორპირობას! მთელი მეოთხედი საუკუნის მანძილზე, რაც პოლიტიკაში ვარ, არავის, თვით უბოროტეს მტრებსაც კი, ათას სისაძაგლეს რომ მწამებდნენ, პეტრე ცისკარიშვილისთვის ღალატი და ორპირობა არ დაუბრალებია.

ცხადია, უშეცდომო პოლიტიკოსი ამქვეყნად არ არსებობს, მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანის როყიოდ მონაყოლი "ისტორია", უბრალოდ ტყუილია მისი ფორმითაც და რაც მთავარია, შინაარსით.კვლავ ვიმეორებ: არც ერთი ნაბიჯი არც მაშინ, არც შემდგომში, მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობასთან, რეალურად კი სამკვდრო-სასიცოცხლო მძევლობასთან დაკავშირებით, არ გადაგვიდგამს მასთან კონსულტაციის და ძირითადი პრინციპების შეჯერების გარეშე.ქ-ნ ჟორჟოლიანს კი ვურჩევ, ებრძოლოს ბოროტებას, ესე იგი `რუსულ ოცნებასა`და ქვეყნის მიმტაცებელ ოლიგარქ ივანიშვილს, ნაცვლად იმისა, რომ ბოროტი ეჭვის, უიმედობისა და ხელჩაქნეულობის გაღვივებით ახარებდეს ჩვენი ქვეყნის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მისი დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის მოსისხლე მტრებს", - წერს პეტრე ცისკარიშვილი.