ავტორი:

"კილომეტრიანი რიგები წასასვლელად, პროტესტი, სროლა გაწვევის ოფისში, მხოლოდ მე-5 დღეს - ათასობით კუბოს დაბრუნების დაწყებამდე" - პოდოლიაკი რუსეთზე

"კილომეტრიანი რიგები წასასვლელად, პროტესტი, სროლა გაწვევის ოფისში, მხოლოდ მე-5 დღეს - ათასობით კუბოს დაბრუნების დაწყებამდე" - პოდოლიაკი რუსეთზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

"კილომეტრიანი რიგები გასასვლელად. 2. საპროტესტო აქციები ნაციონალურ რესპუბლიკებში. 3. სროლა სამხედრო სამსახურში გაწვევის ოფისში 4. ათასობით საჩივარი უკანონო გაწვევაზე, ტექნიკის ნაკლებობაზე. მხოლოდ მე-5 დღეს. ათასობით კუბოს დაბრუნების დაწყებამდე“, - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში "ნაწილობრივი მობილიზაცია“ 21 სექტემბერს გამოაცხადა.