მას შემდეგ, რაც 21 სექტემბერს, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქე მამაკაცები, მასობრივად ცდილობენ ქვეყნის დატოვებას.
პუტინის რეჟიმი მაქსიმალურად ცდილობს, მათ ქვეყნიდან გასასვლელი გზები ჩაუკეტოს.
რუსეთის საპატრიარქო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცდილობს, რუს მამაკაცებს ქვეყნის დატოვება გადააფიქრებინოს და ომში წასვლის სანაცვლოდ "ყველა ცოდვისგან განწმენდას" ჰპირდება.
"თუ ვინმეს მოვალეობის გრძნობა, ფიცის შესრულების აუცილებლობა ამოძრავებს, თავისი მოწოდების ერთგული რჩება და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდება, მაშინ ის უეჭველად ჩადის თავგანწირვის ტოლფას ქმედებას, ის თავს წირავს სხვებისთვის. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ეს მსხვერპლი განწმენდს ყველა ცოდვას, რაც ადამიანმა ჩაიდინა. ქრისტე აღსდგა და ჩვენც აღვსდგებით მასთან ერთად. სიცოცხლე მარადიულია და ამიტომ წადით თამამამდ, შეასრულეთ თქვენი სამხედრო მოვალეობა", - განაცხადა ქადაგებისას რუსეთის პატრიატრქმა კირილმა.
როგორ გაუმართლათ, პატრიარქიც რომ ასეთი "მოაზროვნე" ყავთ!
პატრიარქი, რომ ომში წადიო გეტყვის... ჰმ.