მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გამოჩნდნენ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროები და ჯავშანტექნიკა - რას აცხადებს ეფ-ეს-ბეს წარმომადგენელი?
რატომ გამოჩნდნენ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროები და ჯავშანტექნიკა  - რას აცხადებს ეფ-ეს-ბეს წარმომადგენელი?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია ზემო ლარ­სის სა­სა­ზღვრო-გამ­შვებ პუნ­ქტთან გა­მო­ჩე­ნი­ლი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი და ჯავ­შან­ტექ­ნი­კა.

ეფ-ეს-ბეს ცნო­ბით, BTR-ების სა­სა­ზღვრო პუნ­ქტთან გა­მო­ჩე­ნა უკავ­შირ­დე­ბა საფრ­თხეს, რომ სა­ზღვარ­თან, გრძელ რიგ­ში მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა არ გა­და­წყვი­ტონ მა­სობ­რი­ვად, კონ­ტრო­ლის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში შეღ­წე­ვა.

"ჯავ­შან­ტექ­ნი­კა იქ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან არა ბლოკ - პოს­ტის მო­სა­წყო­ბად, არა­მედ იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ ქვეყ­ნი­დან გას­ვლის მსურ­ვე­ლი რე­ზერ­ვის­ტე­ბი გა­და­წყვე­ტენ, სა­სა­ზღვრო პუნ­ქტის გარ­ღვე­ვას და დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბის გა­რე­შე, სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თას და რუ­სე­თის ასე და­ტო­ვე­ბას. მხო­ლოდ ეს მი­ზა­ნი გვაქვს, არა­ვი­თა­რი ბლოკ-პოს­ტე­ბი არ იქ­ნე­ბა. სა­სა­ზღვრო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბი მუ­შა­ობს სრუ­ლი დატ­ვირ­თვით და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ქვეყ­ნი­დან გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ მოქ­მე­დებს“, - აც­ნო­ბა რუ­სულ სა­ა­გენ­ტო РБК -ს ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის ეფ-ეს-ბეს სა­სა­ზღვრო გან­ყო­ფი­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მა­ნამ­დე თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ეწყო­ბო­და ზემო ლარსთან რუ­სე­თის მხა­რეს ბლოკ-პოს­ტი და რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლის მსურ­ველ მამ­რო­ბი­თი სქე­სის მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. ამ ეტაპ­ზე ეს ინ­ფორ­მა­ცია არ დას­ტურ­დე­ბა, თუმ­ცა სა­ზღვრის ჩა­კეტვის თა­ო­ბა­ზე ცნო­ბე­ბი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად კვლა­ვაც აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით67
4

ეს ჯარი სხვა მიზნებისთვის არ იყოს მანდ მობილიზებული. მაგალითად საქართველოში შემოსაჭრელად. ჩვენმა მხარემაც უნდა დააყენოს ჯარი აქეთა მხარეს. ვინ იცი რა აქვთ განზრახული..ამ ყველაფერს გარკვევა უნდა.მაგრან მთავრობას ამისთვის სცალია .ნეც ვთვქვი რა... ისე ზოგს რომ კითხო გეტყვის ,რუსი მართალიაო არ უნდა მის საზღვრებთან ნატოს ჯარებიო. ჩვენ გვინდა ეგენი ასე ახლოს?აფხაზეთში ეგენი დგანან აგერ თბილიშიდა 30კმ-ში.ახლა კიდევ მანდ

გია
6

მთავრობავ ნება იბოძეთ და გაგვეცით პასუხი , თუ მართლა ყიდით საქართველოს რატომ არ კეტავთ საზღვარს ასე გეშინიათ რუსების გაივსო საქართველო რუსებით მტრით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

რატომ გამოჩნდნენ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროები და ჯავშანტექნიკა - რას აცხადებს ეფ-ეს-ბეს წარმომადგენელი?

რატომ გამოჩნდნენ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროები და ჯავშანტექნიკა  - რას აცხადებს ეფ-ეს-ბეს წარმომადგენელი?

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ასახულია ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან გამოჩენილი რუსი სამხედროები და ჯავშანტექნიკა.

ეფ-ეს-ბეს ცნობით, BTR-ების სასაზღვრო პუნქტთან გამოჩენა უკავშირდება საფრთხეს, რომ საზღვართან, გრძელ რიგში მყოფმა ადამიანებმა არ გადაწყვიტონ მასობრივად, კონტროლის გარეშე საქართველოში შეღწევა.

"ჯავშანტექნიკა იქ გადაადგილდებიან არა ბლოკ - პოსტის მოსაწყობად, არამედ იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყნიდან გასვლის მსურველი რეზერვისტები გადაწყვეტენ, სასაზღვრო პუნქტის გარღვევას და დოკუმენტების გაფორმების გარეშე, საზღვრის გადაკვეთას და რუსეთის ასე დატოვებას. მხოლოდ ეს მიზანი გვაქვს, არავითარი ბლოკ-პოსტები არ იქნება. სასაზღვრო-გამშვები პუნქტები მუშაობს სრული დატვირთვით და რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში ჯერჯერობით არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს“, - აცნობა რუსულ სააგენტო РБК -ს ჩრდილოეთ ოსეთის ეფ-ეს-ბეს სასაზღვრო განყოფილების წარმომადგენელმა.

მანამდე თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ ეწყობოდა ზემო ლარსთან რუსეთის მხარეს ბლოკ-პოსტი და რომ საქართველოში წასვლის მსურველ მამრობითი სქესის მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევდნენ. ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია არ დასტურდება, თუმცა საზღვრის ჩაკეტვის თაობაზე ცნობები არაოფიციალურად კვლავაც აქტიურად ვრცელდება.

იხილეთ ასევე: