სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში შემოსვლისას მანქანაზე Z სტიკერების მოცილება აუცილებელია?" - რას წერენ და რით ინტერესდებიან მობილიზაციას გამოქცეული რუსები
"საქართველოში შემოსვლისას მანქანაზე Z სტიკერების მოცილება აუცილებელია?" - რას წერენ და რით ინტერესდებიან მობილიზაციას გამოქცეული რუსები

რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ეხო კავ­კა­ზა“ აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, რო­მე­ლიც რუ­სეთ- სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას აღ­წერს. სტა­ტი­ა­ში მო­თხრო­ბი­ლია რუ­სე­თი­დან პუ­ტი­ნის ნა­წი­ლობ­რივ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას გა­მოქ­ცე­უ­ლი და კო­ლო­ნე­ბად დაძ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე, პრობ­ლე­მებ­სა და პრე­ტენ­ზი­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა­საც ისი­ნი "ტე­ლეგ­რამ­ჩათ­ში" - "ზემო ლარ­სი“ წე­რენ. გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ის თარ­გმანს.

"რამ­დე­ნი დრო გჭირ­დე­ბათ სა­ცობ­ში რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის­თვის? ნე­ბა­დარ­თუ­ლია თუ არა გაწ­ვე­უ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის შეს­ვლა? - რუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის გავ­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში გამ­გზავ­რე­ბას ცდი­ლო­ბენ, თე­მა­ტურ ჩა­თებ­ში ერ­თმა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას უც­ვლი­ან. მათ­ში მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე დღე­ში საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. ასე რომ, "ზემო ლარ­სის“ "ტე­ლეგ­რა­მის ჩათ­ში" მათ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ უკვე 90 ათასს გა­და­ა­ჭარ­ბა.

ჩათ­ში ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გროვ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი მო­ნა­წი­ლე ვი­თა­რე­ბას პირ­და­პირ რუ­სეთ- სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­თან შექ­მნი­ლი მრა­ვალ­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი სა­ცო­ბი­დან წერს:

"იქ­ნებ ვი­ღაც ბენ­ზი­ნის რიგ­ში დგას, 15-20 ლიტ­რი გვინ­და, გა­და­ვიხ­დით".

"კოს­წიკ!! სად ხარ? მი­პა­სუ­ხე! სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თე, თუ არა?

"ბი­ჭე­ბო, ური­გოდ გა­მა­ტა­რეთ, დღეს ფეხ­ბურ­თია, სა­ქარ­თვე­ლო თა­მა­შობს, მატჩზე უნდა წა­ვი­დე".

ზოგი კი უბ­რა­ლოდ მოგ­ზა­უ­რო­ბის და­გეგ­მვას ცდი­ლობს: არის საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბე­ბიც. რამ­დე­ნი­მე ასე­ულ დო­ლა­რად არა მარ­ტო ტრან­სპორ­ტს სთა­ვა­ზო­ბენ (ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი, მი­ნი­ვე­ნე­ბი, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი და სკუ­ტე­რე­ბიც კი), არა­მედ სა­ზღვრის ური­გოდ გა­დაკ­ვე­თა­საც.

”ვარ გა­დამ­ზი­და­ვი. რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მივ­დი­ვარ. მოგ­ზა­უ­რო­ბის თა­რი­ღი: 23/09/2022. ად­გი­ლე­ბი: 5+, ინ­ფორ­მა­ცია: 20 ათა­სი რუბ­ლი ადა­მი­ან­ზე, ჩვენ სწრა­ფად გა­ვივ­ლით“

"დღეს სატ­ვირ­თო მან­ქა­ნით მივ­დი­ვარ თბი­ლის­ში. სატ­ვირ­თო­ში დგას სკა­მე­ბი, 30 კა­ცამ­დე წა­ვიყ­ვან. ფასი 8 ათა­სი. ბიტ­კო­ი­ნით გა­დახ­და. დე­ტა­ლე­ბის­თვის PM-ში"

"ტაქ­სით ჩა­მოხ­ვე­დით სა­ზღვარ­ზე და არ იცით რა გა­ა­კე­თოთ? შე­ი­ძი­ნეთ ჩვენ­თან ვე­ლო­სი­პე­დი/სკუ­ტე­რი/სკე­იტ­ბორ­დი და უსაფრ­თხოდ გა­დაკ­ვე­თეთ სა­ზღვა­რი. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის მომ­წე­რეთ PM-ში. რიგი არ არის, არაა პრობ­ლე­მა. ბუ­გატ­ზე სწრა­ფია.

ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც უკვე გა­დაკ­ვე­თეს სა­ზღვა­რი, ინ­სტრუქ­ცი­ებს იძ­ლე­ვი­ან:

"ტაქ­სით მიხ­ვალთ სა­ცო­ბის ბო­ლომ­დე, მი­დი­ხართ სა­გუ­შა­გომ­დე და ეძებთ მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს / მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი სა­ზღვრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით - ცა­რი­ე­ლია, ისი­ნი წრე­ზე და­დი­ან ორ სა­ზღვარ­ზე. გუ­შინ 15-20 ათა­სი ად­გი­ლი იყო“.

"დღეს ჩვენ გა­დავკვე­თეთ სა­ზღვრე­ბი. სამ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ვართ ქმა­რის ჩათ­ვლით (34 წლი­საა). არა­ვის არა­ფე­რი უკი­თხავს. არც ჩვე­ნი მხრი­დან და არც ქარ­თუ­ლი მხრი­დან. სა­ცო­ბი ძა­ლი­ან დი­დია! გუ­შინ 17:00 სა­ათ­ზე მოვ­ხვდით სა­ცობ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში 11:00 სა­ათ­ზე შე­ვე­დით. იქო­ნი­ეთ საკ­ვე­ბი­სა და წყლის მა­რა­გი“."

"გუ­შინ 14:00 სა­ათ­ზე გა­ვი­ა­რეთ სა­ზღვა­რი მან­ქა­ნით, რო­მელ­შიც 5 წვე­ვამ­დე­ლი ვის­ხე­დით. ერთ ადა­მი­ანს და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთი სჭირ­დე­ბა. კი­თხვე­ბი ასე­თია:

1. სრუ­ლი სა­ხე­ლი 2. და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი და ად­გი­ლი 3. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი 4. სად, რამ­დენ ხანს და რა მიზ­ნით მი­დი­ხართ 5. მსა­ხუ­რობ­დით თუ არა და შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ხედ­რო ბი­ლე­თი 6. სა­მუ­შაო ად­გი­ლი 7. იცით თუ არა მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ?... შე­იძ­ლე­ბა იყოს და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბიც. ყვე­ლამ გა­ი­ა­რა, ჩვენც და ჩვენ­მა წი­ნა­მორ­ბე­დებ­მაც, არა­ვინ გა­უბ­რუ­ნე­ბი­ათ, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო“.

"დღეს დი­ლის 10 სა­ათ­ზე გა­დავკვე­თეთ სა­ზღვა­რი. მან­ქა­ნა­ში 3 ბიჭი ვი­ყა­ვით: მე თა­და­რი­გის ოფი­ცე­რი ვარ, გა­ვი­ა­რე სამ­ხედ­რო კა­თედ­რა (მე­ო­რემ - ანა­ლო­გი­უ­რად), მე­სა­მე - ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­და. ყვე­ლა გვე­უბ­ნე­ბო­და: "რა­ტომ მი­დი­ხართ, თქვენ ხომ რე­ზერ­ვის ოფიც­რე­ბი ხართ, ქვე­ყა­ნას უჭირს, ან რო­დის დაბ­რუნ­დე­ბით?…” მაგ­რამ უპ­რობ­ლე­მოდ გაგ­ვიშ­ვეს, ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად წა­ვი­და, ვი­სარ­გებ­ლეთ გი­დის მომ­სა­ხუ­რე­ბით. უბ­რა­ლოდ, რიგი ძა­ლი­ან დი­დია“.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზღვრე­ბის გავ­ლას, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია მათ­ზე, ვინც პას­პორ­ტებს აკონ­ტრო­ლებს. მე არა­ფე­რი მკი­თხეს, მე­ზო­ბელ ჯი­ხურ­ში კი ადა­მი­ა­ნებს უამ­რავ კი­თხვებს აძ­ლევ­დნენ და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ - "მძი­მე ჟამს სამ­შობ­ლოს და­ტო­ვე­ბის გამო“. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შემ­თხვე­ვით არ შე­უშ­ვეს (ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, ყო­ვე­ლი მე-20-ე უკან ბრუნ­დე­ბო­და).

ჩათ­ში ათი­ა­თა­სო­ბით კი­თხვაა: ხალ­ხს აინ­ტე­რე­სებს, ბავ­შვთან ერ­თად თუ მოგ­ზა­უ­რობთ, სა­ჭი­როა თუ არა მე­ო­რე მშობ­ლის თან­ხმო­ბა, ნაღ­დი ფუ­ლის ოდე­ნო­ბა, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ სა­ზღვარ­ზე გა­და­ი­ტა­ნოთ, ცხო­ვე­ლე­ბის გა­დაყ­ვა­ნა­ზე და სხვა:

"ხალ­ხო! რა უნდა ვქნა?! ზა­ზუ­ნას­თან ერ­თად მივ­დი­ვარ, რო­მე­ლიც იკ­ბი­ნე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა გამ­შვე­ბი პუნ­ქტის გავ­ლა ზა­ზუ­ნით, სკუ­ტერ­ში თუ სვა­მენ ძა­ლი­ან დიდი ზურგჩან­თით და ალ­კოჰო­ლით? ალ­კოჰო­ლი ხელ­ში მაქვს, ჩან­თით.".

მათ გარ­და, ვინც კარ­გად ერ­კვე­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი დღის წეს­რი­გით, არი­ან ისე­თე­ბიც, რო­მელ­თაც კარ­გად არც ეს­მით, სად მი­დი­ან:

"მაშ, აფხა­ზე­თის გავ­ლით უნდა წა­ვი­დეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში? ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ამიხ­სე­ნით, ორი შვი­ლით ვარ..."

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი რუ­სე­ბი მა­სობ­რი­ვად უჩი­ვი­ან სი­ვიწ­რო­ვეს და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის არ­ქო­ნას:

"ჩვენ­თვის აქ სი­ვიწ­რო­ვეა, კარ­გი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ფარ­თო­ე­ბა ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბით“.

ვი­ღა­ცამ იკი­თხა: "სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლი­სას მან­ქა­ნა­ზე Z სტი­კე­რე­ბის მო­ცი­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია?.."

ჩა­თის ზო­გი­ერ­თი მო­ნა­წი­ლე ეჭ­ვობს, რომ ეს ტრო­ლინ­გი იყო:

"გვტრო­ლავთ, თუ სე­რი­ო­ზუ­ლად ამ­ბობთ, შე­გიძ­ლი­ათ და­ი­ტო­ვოთ Z-სტი­კე­რი, ადე­ქით, გაბ­რუნ­დით უკან და მი­ა­კი­თხეთ კო­მი­სა­რი­ატს“.

"სტა­ლი­ნის და­ტო­ვე­ბა მა­ინც შე­იძ­ლე­ბა უკა­ნა მი­ნა­ზე? ისიც ხომ ქარ­თვე­ლია“.

"ყუ­რა­დღე­ბა!!! ყვე­ლა, ვი­საც Z სიმ­ბო­ლო აქვს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მოხ­სნათ! ჩა­მო­დით ბა­თუმ­ში, გე­ლო­დე­ბით“.

ჩათ­ში ცო­ტაა ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ძი­რი­თა­დად ისი­ნი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს თა­ვი­ანთ მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ - მძღო­ლო­ბას, სა­ცხოვ­რებ­ლის მი­ქი­რა­ვე­ბას, მე­ო­რე კა­ტე­გო­რია რუ­სებს სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ზე უა­რის თქმის გამო გმო­ბენ:

"არ უნდა მო­დი­ო­დეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში! წა­დით თქვენს რუ­სეთ­ში! ჩვენ­თან რას მო­დი­ხართ, მხდა­ლე­ბო“!

"მში­შა­რა რუ­სე­ბი გარ­ბი­ან!... თქვენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ბედი არ გა­ღელ­ვებთ, თქვენ მხო­ლოდ ის გა­დარ­დებთ უკ­რა­ი­ნა­ში სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩეთ. 7 თვე გქონ­დათ, უკ­რა­ი­ნა­ში ომის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად, მაგ­რამ პუ­ტინს უჭერ­დით მხარს, ვიდ­რე თქვენს კარ­ზე არ და­ა­კა­კუ­ნეს“.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
1

საქართველოს თავისი სტიკერი აქვს -- " აი ია " და " დედაენა"... არავინ შემოუშვათ, სანამ ამ ორივე სტიკერს არ დააკრავენ...

კატო
1

ეს შემოშვებული ხალხი, რომ მოგიბრუნდეთ და .............

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"საქართველოში შემოსვლისას მანქანაზე Z სტიკერების მოცილება აუცილებელია?" - რას წერენ და რით ინტერესდებიან მობილიზაციას გამოქცეული რუსები

"საქართველოში შემოსვლისას მანქანაზე Z სტიკერების მოცილება აუცილებელია?" - რას წერენ და რით ინტერესდებიან მობილიზაციას გამოქცეული რუსები

რუსული საინფორმაციო სააგენტო "ეხო კავკაზა“ აქვეყნებს სტატიას, რომელიც რუსეთ- საქართველოს საზღვარზე შექმნილ სიტუაციას აღწერს. სტატიაში მოთხრობილია რუსეთიდან პუტინის ნაწილობრივ მობილიზაციას გამოქცეული და კოლონებად დაძრული მოქალაქეების ინტერესებზე, პრობლემებსა და პრეტენზიებზე საქართველოში, რასაც ისინი "ტელეგრამჩათში" - "ზემო ლარსი“ წერენ. გთავაზობთ სტატიის თარგმანს.

"რამდენი დრო გჭირდებათ საცობში რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთისთვის? ნებადართულია თუ არა გაწვეული მამაკაცების შესვლა? - რუსები, რომლებიც სახმელეთო საზღვრის გავლით საქართველოში გამგზავრებას ცდილობენ, თემატურ ჩათებში ერთმანეთს გამოცდილებას უცვლიან. მათში მონაწილეთა რაოდენობა სულ რაღაც რამდენიმე დღეში საგრძნობლად გაიზარდა. ასე რომ, "ზემო ლარსის“ "ტელეგრამის ჩათში" მათმა რაოდენობამ უკვე 90 ათასს გადააჭარბა.

ჩათში ერთი საათის განმავლობაში რამდენიმე ათასი შეტყობინება გროვდება. ზოგიერთი მონაწილე ვითარებას პირდაპირ რუსეთ- საქართველოს საზღვართან შექმნილი მრავალკილომეტრიანი საცობიდან წერს:

"იქნებ ვიღაც ბენზინის რიგში დგას, 15-20 ლიტრი გვინდა, გადავიხდით".

"კოსწიკ!! სად ხარ? მიპასუხე! საზღვარი გადაკვეთე, თუ არა?

"ბიჭებო, ურიგოდ გამატარეთ, დღეს ფეხბურთია, საქართველო თამაშობს, მატჩზე უნდა წავიდე".

ზოგი კი უბრალოდ მოგზაურობის დაგეგმვას ცდილობს: არის საქმიანი წინადადებებიც. რამდენიმე ასეულ დოლარად არა მარტო ტრანსპორტს სთავაზობენ (ავტომანქანები, მინივენები, სატვირთო მანქანები და სკუტერებიც კი), არამედ საზღვრის ურიგოდ გადაკვეთასაც.

”ვარ გადამზიდავი. რუსეთიდან საქართველოში მივდივარ. მოგზაურობის თარიღი: 23/09/2022. ადგილები: 5+, ინფორმაცია: 20 ათასი რუბლი ადამიანზე, ჩვენ სწრაფად გავივლით“

"დღეს სატვირთო მანქანით მივდივარ თბილისში. სატვირთოში დგას სკამები, 30 კაცამდე წავიყვან. ფასი 8 ათასი. ბიტკოინით გადახდა. დეტალებისთვის PM-ში"

"ტაქსით ჩამოხვედით საზღვარზე და არ იცით რა გააკეთოთ? შეიძინეთ ჩვენთან ველოსიპედი/სკუტერი/სკეიტბორდი და უსაფრთხოდ გადაკვეთეთ საზღვარი. დამატებითი ინფორმაციისთვის მომწერეთ PM-ში. რიგი არ არის, არაა პრობლემა. ბუგატზე სწრაფია.

ადამიანები, რომლებმაც უკვე გადაკვეთეს საზღვარი, ინსტრუქციებს იძლევიან:

"ტაქსით მიხვალთ საცობის ბოლომდე, მიდიხართ საგუშაგომდე და ეძებთ მიკროავტობუსს / მიკროავტობუსი საზღვრიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით - ცარიელია, ისინი წრეზე დადიან ორ საზღვარზე. გუშინ 15-20 ათასი ადგილი იყო“.

"დღეს ჩვენ გადავკვეთეთ საზღვრები. სამსულიანი ოჯახი ვართ ქმარის ჩათვლით (34 წლისაა). არავის არაფერი უკითხავს. არც ჩვენი მხრიდან და არც ქართული მხრიდან. საცობი ძალიან დიდია! გუშინ 17:00 საათზე მოვხვდით საცობში, საქართველოში 11:00 საათზე შევედით. იქონიეთ საკვებისა და წყლის მარაგი“."

"გუშინ 14:00 საათზე გავიარეთ საზღვარი მანქანით, რომელშიც 5 წვევამდელი ვისხედით. ერთ ადამიანს დაახლოებით 20 წუთი სჭირდება. კითხვები ასეთია:

1. სრული სახელი 2. დაბადების თარიღი და ადგილი 3. საცხოვრებელი ადგილი 4. სად, რამდენ ხანს და რა მიზნით მიდიხართ 5. მსახურობდით თუ არა და შესაბამისად, სამხედრო ბილეთი 6. სამუშაო ადგილი 7. იცით თუ არა მობილიზაციის შესახებ?... შეიძლება იყოს დამატებითი კითხვებიც. ყველამ გაიარა, ჩვენც და ჩვენმა წინამორბედებმაც, არავინ გაუბრუნებიათ, უამრავი ადამიანი იყო“.

"დღეს დილის 10 საათზე გადავკვეთეთ საზღვარი. მანქანაში 3 ბიჭი ვიყავით: მე თადარიგის ოფიცერი ვარ, გავიარე სამხედრო კათედრა (მეორემ - ანალოგიურად), მესამე - ჯარში მსახურობდა. ყველა გვეუბნებოდა: "რატომ მიდიხართ, თქვენ ხომ რეზერვის ოფიცრები ხართ, ქვეყანას უჭირს, ან როდის დაბრუნდებით?…” მაგრამ უპრობლემოდ გაგვიშვეს, ყველაფერი სწრაფად წავიდა, ვისარგებლეთ გიდის მომსახურებით. უბრალოდ, რიგი ძალიან დიდია“.

"რაც შეეხება საზღვრების გავლას, ეს დამოკიდებულია მათზე, ვინც პასპორტებს აკონტროლებს. მე არაფერი მკითხეს, მეზობელ ჯიხურში კი ადამიანებს უამრავ კითხვებს აძლევდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ - "მძიმე ჟამს სამშობლოს დატოვების გამო“. საქართველოს საზღვარზე რამდენიმე ადამიანი შემთხვევით არ შეუშვეს (ჩემი დაკვირვებით, ყოველი მე-20-ე უკან ბრუნდებოდა).

ჩათში ათიათასობით კითხვაა: ხალხს აინტერესებს, ბავშვთან ერთად თუ მოგზაურობთ, საჭიროა თუ არა მეორე მშობლის თანხმობა, ნაღდი ფულის ოდენობა, რომელიც შეგიძლიათ საზღვარზე გადაიტანოთ, ცხოველების გადაყვანაზე და სხვა:

"ხალხო! რა უნდა ვქნა?! ზაზუნასთან ერთად მივდივარ, რომელიც იკბინება. შესაძლებელია თუ არა გამშვები პუნქტის გავლა ზაზუნით, სკუტერში თუ სვამენ ძალიან დიდი ზურგჩანთით და ალკოჰოლით? ალკოჰოლი ხელში მაქვს, ჩანთით.".

მათ გარდა, ვინც კარგად ერკვევა ადგილობრივი დღის წესრიგით, არიან ისეთებიც, რომელთაც კარგად არც ესმით, სად მიდიან:

"მაშ, აფხაზეთის გავლით უნდა წავიდეთ საქართველოში? ყველაფერი კარგად ამიხსენით, ორი შვილით ვარ..."

საქართველოში ჩამოსული რუსები მასობრივად უჩივიან სივიწროვეს და თავისუფალი საცხოვრებელი ფართის არქონას:

"ჩვენთვის აქ სივიწროვეა, კარგი იქნება საქართველოს გაფართოება ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების დაბრუნებით“.

ვიღაცამ იკითხა: "საქართველოში შემოსვლისას მანქანაზე Z სტიკერების მოცილება აუცილებელია?.."

ჩათის ზოგიერთი მონაწილე ეჭვობს, რომ ეს ტროლინგი იყო:

"გვტროლავთ, თუ სერიოზულად ამბობთ, შეგიძლიათ დაიტოვოთ Z-სტიკერი, ადექით, გაბრუნდით უკან და მიაკითხეთ კომისარიატს“.

"სტალინის დატოვება მაინც შეიძლება უკანა მინაზე? ისიც ხომ ქართველია“.

"ყურადღება!!! ყველა, ვისაც Z სიმბოლო აქვს, არავითარ შემთხვევაში არ მოხსნათ! ჩამოდით ბათუმში, გელოდებით“.

ჩათში ცოტაა ქართველი მომხმარებელი, ძირითადად ისინი, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს თავიანთ მომსახურებას სთავაზობენ - მძღოლობას, საცხოვრებლის მიქირავებას, მეორე კატეგორია რუსებს სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარის თქმის გამო გმობენ:

"არ უნდა მოდიოდეთ საქართველოში! წადით თქვენს რუსეთში! ჩვენთან რას მოდიხართ, მხდალებო“!

"მშიშარა რუსები გარბიან!... თქვენ უკრაინელების ბედი არ გაღელვებთ, თქვენ მხოლოდ ის გადარდებთ უკრაინაში სიკვდილს გადაურჩეთ. 7 თვე გქონდათ, უკრაინაში ომის გასაპროტესტებლად, მაგრამ პუტინს უჭერდით მხარს, ვიდრე თქვენს კარზე არ დააკაკუნეს“.