ავტორი:

სროლა რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში - სასწავლო დაწესებულებაში შეჭრილმა თავდამსხმელმა ცეცხლი მოსწავლეებს გაუხსნა: მოკლულია, სულ ცოტა, 6 ბავშვი

სროლა რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში - სასწავლო დაწესებულებაში შეჭრილმა თავდამსხმელმა ცეცხლი მოსწავლეებს გაუხსნა: მოკლულია, სულ ცოტა, 6 ბავშვი

რუსეთში, იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლის ხმა ისმოდა. bbc-ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 6 ბავშვი დაიღუპა, 20 კი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლულია დაცვის 2 თანამშრომელიც, რომელსაც თავდამსხმელმა სკოლის შენობაში შეჭრამდე ესროლა. ამჟამად მიმდინარეობს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია.

სროლა გაკვეთილზე დაიწყო. შავ ტანსაცმელში ჩაცმული უცნობი პირი კლასში შეიჭრა და ბავშვების მიმართულებით სროლა ატეხა. ზოგიერთმა მათგანმა დამალვა მოახერხა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ეროვნული გვარდია.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="ru" dir="ltr">6 человек погибли,20 пострадали. Ижевск,школа #88 <a href="https://t.co/HQvCF552Zw">pic.twitter.com/HQvCF552Zw</a></p>&mdash; Aysel Sayyakh (@AyselSayyakh) <a href="https://twitter.com/AyselSayyakh/status/1574314067904593920?ref_src=twsrc%5Etfw">September 26, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

რუსეთის შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ამ მომენტისთვის პოლიციელებმა აღმოაჩინეს მამაკაცის ცხედარი.

"არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა", - აცხადებენ უწყებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უსტ-ილიმსკში მამაკაცმა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიჭრა სამხედრო კომისარიატის უფროსი ალექსანდრე ელისეევი. ირკუტსკის ოლქის ხელმძღვანელმა იგორ კობზევმა განაცხადა, რომ სამხედრო კომისარი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ის ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია, ექიმები მისი გადარჩენისთვის ბრძვიან. წყარო