სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორცპროდუქტები, რომლებიც მსოფლიოსა და საქართველოში ყველაზე პოპულარულია
ხორცპროდუქტები, რომლებიც მსოფლიოსა და საქართველოში ყველაზე პოპულარულია

გემ­რი­ე­ლი, ნოყი­ე­რი, სწრა­ფად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი - ასე შე­იძ­ლე­ბა და­ვა­ხა­სი­ა­თოთ მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. დღეს ბა­ზარ­ზე ასო­ბით და­სა­ხე­ლე­ბის სო­სი­სი, ძეხ­ვი თუ სხვა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი არ­სე­ბობს. მათი უძ­ვე­ლე­სი სა­ხე­ო­ბის რე­ცეპ­ტე­ბიც შე­მორ­ჩე­ნი­ლია და პა­რა­ლე­ლუ­რად, იქ­მნე­ბა ახა­ლი ვერ­სი­ე­ბი. სო­სი­სის სამ­შობ­ლოს სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა­ში ერ­თმა­ნეთს ავ­სტრია და გერ­მა­ნია ებ­რძვი­ან. სწო­რედ ამ ორ ქვე­ყა­ნა­ში იწარ­მო­ე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი.

პრო­დუქ­ტის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ვინ­ტე­რეს­დით, თუ რო­მე­ლია 3 ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ო­ბის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. მო­ნა­ცე­მე­ბი მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა. რე­ი­ტინ­გი სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად და­მო­კი­დე­ბუ­ლია სე­ზონ­ზეც. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა და მას თქვენც გა­გაც­ნობთ. პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის რე­ი­ტინ­გი www.tasteatlas.com-ს ეკუთ­ვნის.

ბრათ­ვურსტი

გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის ეს სო­სი­სი მუდ­მი­ვად მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს ხრო­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის სხავ­დას­ხვა რე­ი­ტინ­გში. ის გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბა­ში. გერ­მა­ნი­ა­ში ის ცნო­ბი­ლია, რო­გორც „ნი­ურ­ბერ­გუ­ლი ბრათ­ვურსტი“ (Nuremberg Bratwurst). ეს არის სო­სი­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი სა­ხე­ო­ბა, რომ­ლის რე­ცეპ­ტიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უც­ვლე­ლია. სო­სი­სის სიგ­რძე სტან­დარ­ტუ­ლად 8 სმ-ია. მის და­სამ­ზა­დებ­ლად სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ხორცს იყე­ნე­ბენ. ბრათ­ვურსტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სუ­ნე­ლე­ბი და სა­ნე­ლებ­ლე­ბი შე­დის. სწო­რედ ეს ხდის მას გან­სა­კუთ­რე­ბით გემ­რი­ელ­სა და არო­მა­ტულს. რო­გორც წესი, ბრათ­ვურსტს მი­ირ­თმე­ვენ გრილ­ზე შემ­წვარს მდოგ­ვსა და პირ­შუშ­ხას­თან ერ­თად.

ჩი­პო­ლა­ტა

ჩი­პო­ლა­ტა (chipolata) ფრან­გუ­ლი წარ­მო­შო­ბის სო­სი­სია. მისი სა­ხე­ლი პირ­ვე­ლად 1903 წლის ფრან­გულ კუ­ლი­ნა­რი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში გვხვდე­ბა. ის გახ­ლავთ პა­ტა­რა ზო­მის სო­სი­სი, რო­მელ­საც უფრო ხში­რად სა­უზ­მის­თვის იყე­ნე­ბენ. ჩი­პო­ლა­ტას მსხვი­ლად გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­რის ხორ­ცის­გან ამ­ზა­დე­ბენ. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი სუ­ნე­ლე­ბი და მწვა­ნი­ლი. მათ შო­რი­საა: ბე­გ­ქონ­და­რა, სალ­ბი, პაპ­რი­კა.

ჩი­პო­ლა­ტა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია დიდ ბრი­ტა­ნეთ­შიც. ბე­კონ­ში გახ­ვე­უ­ლი ჩი­პო­ლა­ტა ბრი­ტა­ნე­თის სა­შო­ბაო სა­დი­ლის ტრა­დი­ცი­უ­ლი ნა­წი­ლია.

ჩო­რი­ზო

ჩო­რი­ზო (Chorizo) ეს­პა­ნუ­რი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც ღო­რის ხორ­ცით მზად­დე­ბა. ჩო­რი­ზო თა­ვი­სი წი­თე­ლი ფე­რი­თაა ცნო­ბი­ლი. აღ­ნიშ­ნულ შე­ფე­რი­ლო­ბას მას აძ­ლევს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბის პაპ­რი­კა, რო­მე­ლიც ჩო­რი­ზოს უც­ვლე­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტია. სწო­რედ ეს გა­მო­არ­ჩევს სხვა სა­ხე­ო­ბის ძეხ­ვე­ყკუს­გან. ჩო­რი­ზოს კი­დევ ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტი ნი­ო­რია.

ის ეს­პა­ნე­თის გარ­და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია სხვა ქვეყ­ნებ­შიც. ჩო­რი­ზოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი იწარ­მო­ე­ბა მექ­სი­კა­ში, პუ­ერ­ტო რი­კო­ში, ეკ­ვა­დორ­ში, არ­გენ­ტი­ნა­ში, პე­რუ­ში, კო­ლუმ­ბი­ა­ში, ურუგ­ვა­ი­ში.

მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ქვე­ყა­ნა­ში იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, ად­გი­ლობ­რი­ვად ძეხ­ვი­სა და სო­სი­სის არა­ერ­თი სა­ხე­ო­ბა იწარ­მო­ე­ბა. მათ შო­რი­საა აღი­ა­რე­ბუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი, პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ანა­ლო­გი პრო­დუქ­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად „როს­ტე­რი“, „ბერ­ნე­რი“, „ფრან­კფურ­ტე­რი“. ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­ე­ბა, რომ მა­ღალ დო­ნე­ზეა, ამას ქარ­თულ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებ­ზე არ­სე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნაც ადას­ტუ­რებს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს, თუ რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამი­ტომ ქარ­თვე­ლე­ბის რჩე­უ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე მსხვილ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მოს „ნი­კო­რას“ მივ­მარ­თეთ. მათი სა­მე­უ­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

რძი­ა­ნი სო­სი­სი

რძი­ა­ნი სო­სი­სი ქარ­თუ­ლი მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ბა­ზარ­ზე პირ­ვე­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა იყო. 1999 წელს „ნი­კო­რა­ში“ გა­და­წყვი­ტეს, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი სო­სი­სე­ბის რო­გორც ვი­ზუ­ა­ლი ასე­ვე გე­მოც შე­ეც­ვა­ლათ. არ­სე­ბულ რე­ცეპ­ტუ­რას ცოტა რძის ფხვნი­ლი და­ე­მა­ტა, რა­მაც პრო­დუქ­ტის სტრუქ­ტუ­რა უფრო ჰა­ე­რო­ვა­ნი გა­ხა­და, გე­მოს კი მეტი სი­ნა­ზე შეს­ძი­ნა. სწო­რედ თა­ვი­სი ტექ­სტუ­რი­სა და გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის გამო რძი­ა­ნის სო­სი­სი იდე­ა­ლუ­რია რო­გორც სა­უზ­მის­თვის, ასე­ვე დღის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში „ნი­კო­რას“ მო­ნა­ცე­მე­ბით, ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი სწო­რედ რძი­ა­ნი სო­სი­სია.

ივე­რია

რძი­ა­ნი სო­სი­სის მსგავ­სად, ივე­რი­აც ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ტია ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ბა­ზარ­ზე. იგი „ფრან­კფურ­ტე­რი­სა“ და „ვე­ნუ­რი“ სო­სი­სე­ბის ერ­თგვარ ანა­ლო­გად შეგ­ვიძ­ლია მი­ვიჩ­ნი­ოთ და დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს პო­პუ­ლა­რო­ბას. კლა­სი­კუ­რი ივე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის: ღო­რის ხორ­ცი, სა­ქონ­ლის ხორ­ცი და შე­რე­უ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­იქ­მნა სპე­ცი­ვე­რია, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო დახ­ვე­წილ გე­მო­სა და არო­მატს სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს. ივე­რია და სპე­ცი­ვე­რია იდე­ა­ლუ­რია სა­უზ­მის­თვის, სხვა­დას­ხვა ტი­პის ღვე­ზე­ლე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად და ასე­ვე კერ­ძებ­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. რო­გორც „ნი­კო­რა­ში“ გა­ნა­ცხა­დეს, პო­პუ­ლა­რო­ბით ივე­რია ტოლს არ უდებს რძი­ან სო­სისს და მისი სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ტია.

მან­დო­ლი­ნა

„ნი­კო­რას“ მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, „მან­დო­ლი­ნა“ შაშ­ხის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დი სა­ხე­ო­ბაა. პრო­დუქ­ტის რე­ცეპ­ტუ­რა, ფორ­მა, სა­ხე­ლი თა­ვად ნი­კო­რა­ში შექ­მნეს. ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ხე­ლი მუ­სი­კა­ლურ საკ­რავ მან­დო­ლი­ნას­თან მსგავ­სე­ბის გამო და­ურ­ქმე­ვი­ათ. „მან­დო­ლი­ნას“ შე­მად­გენ­ლო­ბის 100% ღო­რის ხორ­ცია. მის და­სამ­ზა­დებ­ლად ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა შე­რე­უ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბი, რაც შაშხს მის­თვის და­მა­ხა­სა­ი­ა­თე­ბელ სა­სი­ა­მოვ­ნო გე­მო­სა და არო­მატს ანი­ჭებს. მან­დო­ლი­ნა იდე­ა­ლუ­რია სენდვი­ჩე­ბი­სა და ბურ­გე­რე­ბის­თვის. პრო­დუქ­ტი საკ­მა­ოდ და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლია, ამი­ტომ ხში­რად იყე­ნე­ბენ სხვა­დას­ხვა ტი­პის დი­ე­ტის დრო­საც.

თქვე­ნი რჩე­უ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი რო­მე­ლია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

ხორცპროდუქტები, რომლებიც მსოფლიოსა და საქართველოში ყველაზე პოპულარულია

ხორცპროდუქტები, რომლებიც მსოფლიოსა და საქართველოში ყველაზე პოპულარულია

გემრიელი, ნოყიერი, სწრაფად მოსამზადებელი - ასე შეიძლება დავახასიათოთ მზა ხორცპროდუქტები, რომლებიც მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს ბაზარზე ასობით დასახელების სოსისი, ძეხვი თუ სხვა ხორცპროდუქტი არსებობს. მათი უძველესი სახეობის რეცეპტებიც შემორჩენილია და პარალელურად, იქმნება ახალი ვერსიები. სოსისის სამშობლოს სტატუსის მოპოვებაში ერთმანეთს ავსტრია და გერმანია ებრძვიან. სწორედ ამ ორ ქვეყანაში იწარმოება ყველაზე დიდი რაოდენობით მზა ხორცპროდუქტები.

პროდუქტის განსაკუთრებული პოპულარობიდან გამომდინარე დავინტერესდით, თუ რომელია 3 ყველაზე პოპულარული სახეობის ხორცპროდუქტი მსოფლიო მასშტაბით. მონაცემები მუდმივად იცვლება. რეიტინგი სხვა ფაქტორებთან ერთად დამოკიდებულია სეზონზეც. ამ დროისთვის არსებული ჩამონათვალი საკმაოდ საინტერესოა და მას თქვენც გაგაცნობთ. პოპულარული სახეობების რეიტინგი www.tasteatlas.com-ს ეკუთვნის.

ბრათვურსტი

გერმანული წარმოშობის ეს სოსისი მუდმივად მოწინავე პოზიციას იკავებს ხროცპროდუქტების სხავდასხვა რეიტინგში. ის განსაკუთრებით პოპულარულია ევროპის ქვეყნებაში. გერმანიაში ის ცნობილია, როგორც „ნიურბერგული ბრათვურსტი“ (Nuremberg Bratwurst). ეს არის სოსისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახეობა, რომლის რეცეპტიც საუკუნეების განმავლობაში უცვლელია. სოსისის სიგრძე სტანდარტულად 8 სმ-ია. მის დასამზადებლად სხვადასხვა სახეობის ხორცს იყენებენ. ბრათვურსტის შემადგენლობაში მრავალფეროვანი სუნელები და სანელებლები შედის. სწორედ ეს ხდის მას განსაკუთრებით გემრიელსა და არომატულს. როგორც წესი, ბრათვურსტს მიირთმევენ გრილზე შემწვარს მდოგვსა და პირშუშხასთან ერთად.

ჩიპოლატა

ჩიპოლატა (chipolata) ფრანგული წარმოშობის სოსისია. მისი სახელი პირველად 1903 წლის ფრანგულ კულინარიის ენციკლოპედიაში გვხვდება. ის გახლავთ პატარა ზომის სოსისი, რომელსაც უფრო ხშირად საუზმისთვის იყენებენ. ჩიპოლატას მსხვილად გატარებული ღორის ხორცისგან ამზადებენ. მრავალფეროვანია მის შემადგენლობაში შემავალი სუნელები და მწვანილი. მათ შორისაა: ბეგქონდარა, სალბი, პაპრიკა.

ჩიპოლატა ძალიან პოპულარულია დიდ ბრიტანეთშიც. ბეკონში გახვეული ჩიპოლატა ბრიტანეთის საშობაო სადილის ტრადიციული ნაწილია.

ჩორიზო

ჩორიზო (Chorizo) ესპანური ხორცპროდუქტია, რომელიც ღორის ხორცით მზადდება. ჩორიზო თავისი წითელი ფერითაა ცნობილი. აღნიშნულ შეფერილობას მას აძლევს სპეციალური სახეობის პაპრიკა, რომელიც ჩორიზოს უცვლელი ინგრედიენტია. სწორედ ეს გამოარჩევს სხვა სახეობის ძეხვეყკუსგან. ჩორიზოს კიდევ ერთი აუცილებელი ინგრედიენტი ნიორია.

ის ესპანეთის გარდა ძალიან პოპულარულია სხვა ქვეყნებშიც. ჩორიზოს განსხვავებული სახეობები იწარმოება მექსიკაში, პუერტო რიკოში, ეკვადორში, არგენტინაში, პერუში, კოლუმბიაში, ურუგვაიში.

მზა ხორცპროდუქტები ძალიან პოპულარულია საქართველოშიც. ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის პარალელურად, ადგილობრივად ძეხვისა და სოსისის არაერთი სახეობა იწარმოება. მათ შორისაა აღიარებული, ევროპული, პრემიუმ ხარისხის ანალოგი პროდუქტები, მაგალითად „როსტერი“, „ბერნერი“, „ფრანკფურტერი“. ქვეყანაში წარმოება, რომ მაღალ დონეზეა, ამას ქართულ ხორცპროდუქტებზე არსებული მოთხოვნაც ადასტურებს. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუ რომელია ყველაზე პოპულარული სახეობები საქართველოში. ამიტომ ქართველების რჩეული სახეობების გამოსავლენად ქვეყნის ყველაზე მსხვილ ხორცპროდუქტების საწარმოს „ნიკორას“ მივმართეთ. მათი სამეული ასე გამოიყურება:

რძიანი სოსისი

რძიანი სოსისი ქართული მზა ხორცპროდუქტების ბაზარზე პირველი განსხვავებული შეთავაზება იყო. 1999 წელს „ნიკორაში“ გადაწყვიტეს, რომ ტრადიციული სოსისების როგორც ვიზუალი ასევე გემოც შეეცვალათ. არსებულ რეცეპტურას ცოტა რძის ფხვნილი დაემატა, რამაც პროდუქტის სტრუქტურა უფრო ჰაეროვანი გახადა, გემოს კი მეტი სინაზე შესძინა. სწორედ თავისი ტექსტურისა და გემოვნური თვისებების გამო რძიანის სოსისი იდეალურია როგორც საუზმისთვის, ასევე დღის ნებისმიერ მონაკვეთში. დღეს საქართველოში „ნიკორას“ მონაცემებით, ყველაზე მოთხოვნადი მზა ხორცპროდუქტი სწორედ რძიანი სოსისია.

ივერია

რძიანი სოსისის მსგავსად, ივერიაც ერთ-ერთი პირველი ქართული წარმოების პროდუქტია ხორცპროდუქტების ბაზარზე. იგი „ფრანკფურტერისა“ და „ვენური“ სოსისების ერთგვარ ანალოგად შეგვიძლია მივიჩნიოთ და დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. კლასიკური ივერიის შემადგენლობაში შედის: ღორის ხორცი, საქონლის ხორცი და შერეული სანელებლები. მოგვიანებით შეიქმნა სპეცივერია, რომელიც კიდევ უფრო დახვეწილ გემოსა და არომატს სთავაზობს მომხმარებელს. ივერია და სპეცივერია იდეალურია საუზმისთვის, სხვადასხვა ტიპის ღვეზელების დასამზადებლად და ასევე კერძებში გამოსაყენებლად. როგორც „ნიკორაში“ განაცხადეს, პოპულარობით ივერია ტოლს არ უდებს რძიან სოსისს და მისი სერიოზული კონკურენტია.

მანდოლინა

„ნიკორას“ მონაცემები მიხედვით, საქართველოში, „მანდოლინა“ შაშხის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სახეობაა. პროდუქტის რეცეპტურა, ფორმა, სახელი თავად ნიკორაში შექმნეს. ორიგინალური სახელი მუსიკალურ საკრავ მანდოლინასთან მსგავსების გამო დაურქმევიათ. „მანდოლინას“ შემადგენლობის 100% ღორის ხორცია. მის დასამზადებლად ასევე გამოიყენება შერეული სანელებლები, რაც შაშხს მისთვის დამახასაიათებელ სასიამოვნო გემოსა და არომატს ანიჭებს. მანდოლინა იდეალურია სენდვიჩებისა და ბურგერებისთვის. პროდუქტი საკმაოდ დაბალკალორიულია, ამიტომ ხშირად იყენებენ სხვადასხვა ტიპის დიეტის დროსაც.

თქვენი რჩეული ხორცპროდუქტი რომელია?