ავტორი:

"პროვოკატორი მიწოდა. ვუთხარი, მე და შენს შორის პროვოკატორის დედაც-მეთქი. ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება" - რას ჰყვება "ნაცმოძრაობაში" მომხდარი შეხლა-შემოხლის მონაწილე?

"პროვოკატორი მიწოდა. ვუთხარი, მე და შენს შორის პროვოკატორის დედაც-მეთქი. ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება" - რას ჰყვება "ნაცმოძრაობაში" მომხდარი შეხლა-შემოხლის მონაწილე?

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე ნიკა მელიასთან ფიზიკური დაპირისპირების სკანდალურ დეტალებს ასაჯაროებს. "მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრი, დეტალურად აღწერს თუ რას მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დაპირისპირება...

"ათი დღის წინ ტელევიზიით გავიდა ასეთი სიუჟეტი, რომელშიც ნოდარ მელაძე საუბრობდა პარტიაში ჩანერგილ აგენტებზე. ამ სიუჟეტიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ჩვენს თანამებრძოლზე პარტიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ის იყო სუს - ის აგენტი. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი და საკითხი, რის გამოც, გადავწყვიტეთ, პასუხი მოგვეთხოვა, რადგან ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ადამიანზე ავრცელებდა ასეთ ბინძურ ინფორმაციას.

ნოდარ მელაძესთან გადამოწმების შემდეგ, სიმართლე ის იყო, რომ ჩვენი მეგობარი არაფერ შუაში არ იყო იმ ფაილებთან, რაზეც სიუჟეტში იყო ლაპარაკი. ამის შემდეგ, მოვითხოვეთ, რომ ეს უბინძურესი საკითხი მოგვარებულიყო და იმ ადამიანებს, ვინც ამას ავრცელებდნენ, უნდა მოეხადათ ბოდიში. პირველ ეტაპზე ვერ მოხერხდა პარტიაში დაკონტაქტება ვერავისთან. შემდეგ გადაწყდა, რომ ნიკა მელიას თაოსნობით ორშაბათს პარტიაში იქნებოდა შეხვედრა, სადაც უნდა გვესაუბრა ამ თემაზე. ჩვენი საქმიანობა ტალახში ამოსვარეს.

ორშაბათს შედგა პარტიაში შეხვედრა, სადაც ჩვენ უნდა მივსულიყავით და გაგვერკვია ყველაფერი. ადამიანებს, რომლებიც გადამოწმების გარეშე სხვისი გაშავებით არიან დაკავებულები, სათანადო პასუხი უნდა გაეცეთ. ამ შეკრებაზე დაახლოებით 7-8 ადამიანი მივედით, რომლებიც "მოძრაობა საქართველოსთვის“ ფარგლებში ვსაქმიანობდით. ამ შეხვედრას უნდა დასწრებოდა პარტიის თავჯდომარე ნიკა მელია და გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი. ერთ-ერთ ოთახში შევხვდით, თავიდან ოთხი ადამიანი შევიდა, შემდეგ მეც შევედი და კარებში მომყვნენ დანარჩენები. მათ მიმართ ნიკა მელიამ თქვა, ამათ აქ რა უნდათო, - გამიკვირდა, - რას ნიშნავს, ჩვენი მეგობრები არიან, ვის თანამებრძოლზეც ხდება უბინძურესი ინფორმაციის გავრცელება-მეთქი. რაზეც მიპასუხა, რომ მას არ უნდა, რომ ეს ხალხი ამ შეხვედრას დაესწროს. გამიკვირდა... შემდეგ მითხრა, შენც არ მინდა, რომ აქ იყოო. როდესაც ვკითხე, რატომ...

კი მივხვდი, რატომაც მანამდე რამდენიმე ლაივში მე მას კითხვები დავუსვი და პასუხი მოვთხოვე, რის გამოც გაღიზიანებული იყო. ნიკა მელიამ მითხრა, რომ შენ რაღაც ცალკე გინდა პარტიის გაკეთებაო. ამ დროს ვკითხე, როდესაც დაგჭირდი რამეში გვერდით არ დაგიდექი-მეთქი? რაზეც მიპასუხა, - რა კითხვებს მისვამ, "ფეისბუქზე" რა დღეში ხარო. რამე არასწორი ვიკითხე რაზეც არ უნდა გამცე პასუხი-მეთქი?.. რის შემდეგაც პროვოკატორი მიწოდა. ვუთხარი, მე და შენს შორის პროვოკატორის დედაც-მეთქი.

ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. მისი დაცვის წევრების ნაწილი და მძღოლი ჩართულები იყვნენ ამაში. თავიდან დაიწყეს მათ და ჩვენც ვუპასუხეთ სათანადოდ. რამდენიმე ადამიანს აქვს დაზიანებებიც. რაც შეეხება ნიკა მელიას და მის როლს, მას შეეძლო, რომ ამ პროცესში მედიატორის როლი ეთამაშა და არ გააკეთა, პირიქით, რაღაც მომენტში წამახალისებელიც იყო. ჩემი "ფეისბუქაქტიურობის" გამო, პრაქტიკულად, ძალადობის მსხვერპლი აღმოვჩნდი", - განაცხადა მუმლაძემ "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

იხილეთ ასევე: