საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალები ჩადრის გარეშე და თავისუფლება - ფოტოები, რომლებიც ასახავს, როგორ იცვამდნენ ირანელი ქალები ისლამურ რევოლუციამდე
ქალები ჩადრის გარეშე და თავისუფლება - ფოტოები, რომლებიც ასახავს, როგორ იცვამდნენ ირანელი ქალები ისლამურ რევოლუციამდე

ირან­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ტალ­ღა არ წყდე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დე­მონ­სტან­ტებს ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბით უს­წორ­დე­ბა. ირა­ნე­ლი ქა­ლე­ბი მო­ი­თხო­ვენ უფ­ლე­ბას, რომ თა­ვად გა­და­წყვი­ტონ ჩადრს და­ი­ფა­რე­ბენ თუ არა, ისი­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ.

პრო­ტეს­ტი 22 წლის მაჰ­სა ამი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მოჰ­ყვა. გო­გო­ნა "მო­რა­ლის პო­ლი­ცი­ამ" ჩად­რის "არას­წო­რად ტა­რე­ბის" გამო და­ა­კა­ვა, და­კა­ვე­ბი­დან მა­ლე­ვე ის კო­მა­ში ჩა­ვარ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაჰ­სას სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ, სცე­მეს, რა დრო­საც ავ­ტო­მო­ბილ­ზე თავი მი­არ­ტყმე­ვი­ნეს, გო­გო­ნა კო­მა­ში ჩა­ვარ­და და მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. მას შემ­დეგ ირან­ში პრო­ტეს­ტმა მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ი­ღო.

ირა­ნელ ქა­ლებს ყო­ველ­თვის ასეთ შე­ზღუ­დულ გა­რე­მო­ში არ უწევ­დათ ცხოვ­რე­ბა.

  • ათწლე­უ­ლე­ბის წინ, ის­ლა­მურ რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე, ანუ 1979 წლამ­დე, ირანს შაჰი, მო­ჰა­მედ რეზა ფეჰლე­ვი გა­ნა­გებ­და. ფეჰლევს, რო­მე­ლიც ტახ­ტზე 1941 წელს ავი­და, სურ­და ირა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე, ცი­ვი­ლურ ქვეყ­ნად ექ­ცია, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად, თა­ვი­სუფ­ლად და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით იცხოვ­რებ­დნენ.
ირა­ნის შაჰი, მუ­ჰა­მედ რეზა ფეჰლე­ვი, მისი ცოლი, დე­დო­ფა­ლი ფავ­ზია და პრინ­ცე­სა შაჰნა­ზი - თე­ი­რა­ნი 1942 წელი.

1960 წელს შაჰი ე.წ. თეთ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და, რომ­ლის მი­ზა­ნიც სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა იყო, მათ შო­რის, ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. რე­ფორ­მის შე­დე­გად, ირა­ნელ ქა­ლებს ხმის მი­ცე­მის და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ.

რე­ფორ­მე­ბი მას­შტა­ბუ­რი იყო და ხში­რად არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბის შემ­ლა­ხა­ვი ფორ­მე­ბი­თა და მე­თო­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ქვე­ყა­ნას უბიძ­გებ­და და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის­კენ. ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ამ პე­რი­ოდ­ში კულ­ტუ­რუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვეს.

შა­ჰის მმარ­თვე­ლო­ბის დროს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­ვი­თარ­და ირა­ნის ეკო­ნო­მი­კა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა. დიდი ბრი­ტა­ნე­თი და აშშ მას შუა აღ­მო­სავ­ლეთ­ში მთა­ვარ მო­კავ­ში­რედ მი­იჩ­ნევ­დნენ.

ამ პე­რი­ო­დის ირა­ნი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვე­ყა­ნა იყო, რო­მე­ლიც მშვი­დო­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი პროგ­რე­სის თვალ­საზ­რი­სით, მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებს იკა­ვებ­და, თუმ­ცა კო­მუ­ნის­ტებ­სა და რე­ლი­გი­ურ ჯგუ­ფებს არ მოს­წონ­დათ შა­ჰის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია.

ყვე­ლა­ფე­რი 1979 წლის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა. რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ სა­მე­ფო ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ირა­ნი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მათ თავ­შე­სა­ფა­რი აშშ-ში მი­ი­ღეს. ირა­ნის შაჰი 1980 წელს, ეგ­ვიპ­ტე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას სამი ცოლი ჰყავ­და. მე­სა­მე ცოლი, ირა­ნის უკა­ნას­კნე­ლი დე­დო­ფა­ლი, ფა­რაჰ ფეჰლე­ვი იყო. ის ცხოვ­რე­ბის ნა­წილს აშშ-ში, ნა­წილს კი საფ­რან­გეთ­ში ატა­რებს და რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ირან­ში აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

ვნა­ხოთ ფო­ტო­ე­ბი, ძვე­ლი ჟურ­ნა­ლე­ბი­დან, სა­დაც ჩანს თუ რო­გო­რი სხვაგ­ვა­რი იყო ირა­ნე­ლი ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა ის­ლა­მურ რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე (წყა­რო).

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

ოჰოჰ, რავა ,,სულზე მიუსწრია"რევოლუციას, თორემ ხომ დაიღუპებოდა ქვეყანა😏 ძალიან სამწუხარო და დასანანია, ამის შემდეგ, რასაც ვკითხულობთ და ფოტოებზე ვხედავთ, რა ცხოვრებაცაა დღეს ირანში!ვისურვებ,. დაიბრუნოს. სულიერებით ძალიან მდიდარმა ქვეყანამ ის, რაც დაკარგა ისლამური რევოლუციით! ჩემი სოლიდარობა ირანელ ქალებს დ ყველა ქალს ყველგან, ვისაც და სადმე საფრთხეს უქმნიან!

ფარანი
17

ირანს აწი ერთი 60-70 წელი არაფერი ეშველება. ახლა მთავარია ჩვენი სელებრითები რას შვებიან მიკონოსებზე და ანალიაში, ფოტოები არ იდება ინსტაზე?

ავტორი:

ქალები ჩადრის გარეშე და თავისუფლება - ფოტოები, რომლებიც ასახავს, როგორ იცვამდნენ ირანელი ქალები ისლამურ რევოლუციამდე

ქალები ჩადრის გარეშე და თავისუფლება - ფოტოები, რომლებიც ასახავს, როგორ იცვამდნენ ირანელი ქალები ისლამურ რევოლუციამდე

ირანში საპროტესტო აქციების ტალღა არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დემონსტანტებს ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება. ირანელი ქალები მოითხოვენ უფლებას, რომ თავად გადაწყვიტონ ჩადრს დაიფარებენ თუ არა, ისინი თავისუფლებას ითხოვენ.

პროტესტი 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. გოგონა "მორალის პოლიციამ" ჩადრის "არასწორად ტარების" გამო დააკავა, დაკავებიდან მალევე ის კომაში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, მაჰსას სასტიკად გაუსწორდნენ, სცემეს, რა დროსაც ავტომობილზე თავი მიარტყმევინეს, გოგონა კომაში ჩავარდა და მალევე გარდაიცვალა. მას შემდეგ ირანში პროტესტმა მასშტაბური სახე მიიღო.

ირანელ ქალებს ყოველთვის ასეთ შეზღუდულ გარემოში არ უწევდათ ცხოვრება.

  • ათწლეულების წინ, ისლამურ რევოლუციამდე, ანუ 1979 წლამდე, ირანს შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი განაგებდა. ფეჰლევს, რომელიც ტახტზე 1941 წელს ავიდა, სურდა ირანი თანამედროვე, ცივილურ ქვეყნად ექცია, სადაც ადამიანები მშვიდობიანად, თავისუფლად და დემოკრატიული პრინციპების დაცვით იცხოვრებდნენ.
ირანის შაჰი, მუჰამედ რეზა ფეჰლევი, მისი ცოლი, დედოფალი ფავზია და პრინცესა შაჰნაზი - თეირანი 1942 წელი.

1960 წელს შაჰი ე.წ. თეთრი რევოლუციის ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიზანიც სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების გატარება იყო, მათ შორის, ქალების უფლებების თვალსაზრისითაც. რეფორმის შედეგად, ირანელ ქალებს ხმის მიცემის და განათლების მიღების უფლება მიეცათ.

რეფორმები მასშტაბური იყო და ხშირად არადემოკრატიული, ადამიანის უფლების შემლახავი ფორმებითა და მეთოდებით მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ქვეყანას უბიძგებდა დასავლური ორიენტაციისკენ. ირანის მოქალაქეებმა ამ პერიოდში კულტურული თავისუფლება მოიპოვეს.

შაჰის მმართველობის დროს მნიშვნელოვნად განვითარდა ირანის ეკონომიკა და საგანმანათლებლო სისტემა. დიდი ბრიტანეთი და აშშ მას შუა აღმოსავლეთში მთავარ მოკავშირედ მიიჩნევდნენ.

ამ პერიოდის ირანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა იყო, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური პროგრესის თვალსაზრისით, მოწინავე პოზიციებს იკავებდა, თუმცა კომუნისტებსა და რელიგიურ ჯგუფებს არ მოსწონდათ შაჰის მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტაცია.

ყველაფერი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ შეიცვალა. რევოლუციის შემდეგ სამეფო ოჯახი იძულებული გახდა ირანი დაეტოვებინა. მათ თავშესაფარი აშშ-ში მიიღეს. ირანის შაჰი 1980 წელს, ეგვიპტეში გარდაიცვალა. მას სამი ცოლი ჰყავდა. მესამე ცოლი, ირანის უკანასკნელი დედოფალი, ფარაჰ ფეჰლევი იყო. ის ცხოვრების ნაწილს აშშ-ში, ნაწილს კი საფრანგეთში ატარებს და რევოლუციის შემდეგ ირანში აღარ დაბრუნებულა.

ვნახოთ ფოტოები, ძველი ჟურნალებიდან, სადაც ჩანს თუ როგორი სხვაგვარი იყო ირანელი ქალების ცხოვრება ისლამურ რევოლუციამდე (წყარო).