ავტორი:

"მათ არ სურთ ბრძოლა და ომში წასვლა“ - ატირებული ქალები და დამშვიდობება - რუსეთი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ: მედიაში გავრცელებული ფოტოები

"მათ არ სურთ ბრძოლა და ომში წასვლა“ - ატირებული ქალები და დამშვიდობება - რუსეთი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ: მედიაში გავრცელებული ფოტოები

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ათასობით ადამიანს უკრაინაში საბრძოლველად გზავნიან. მედიაში კი ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ემშვიდობებიან ომში მიმავალ კაცებს ქალები.

მატარებლის სადგურები და არმიის საგუშაგოები ახალგაზრდა წყვილების გამოსამშვიდობებელ ადგილებად იქცა. "ამ მამაკაცებს არ სურთ ბრძოლა და ომში წასვლა“, - წერს დასავლური მედია.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მობილიზაციის ფარგლებში, ფარგლებში, 300 000 რეზერვისტი გამოიძახეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რაც ასობით ადამიანის დაკავებით დასრულდა. რუსების ნაწილი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს. ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს რუსეთის მოქალაქეების რიგი მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს საზღვართან.

(წყარო)