მსოფლიო
Faceამბები
სამართალი

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობენ, რომ კანიც კარგი მაქვს, ცელულიტი არასოდეს მქონია. შენ თავს პატივი უნდა სცე და მერე ღმერთიც გეხმარება" - ნანი ბრეგვაძე სილამაზეზე და შთამბეჭდავ კარიერაზე
"ამბობენ, რომ კანიც კარგი მაქვს, ცელულიტი არასოდეს მქონია. შენ თავს პატივი უნდა სცე და მერე ღმერთიც გეხმარება" - ნანი ბრეგვაძე სილამაზეზე და შთამბეჭდავ კარიერაზე

მის წი­ნა­შე ქედს იხ­რიდ­ნენ ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რე­ბი, მის ხე­ლოვ­ნე­ბას ეთაყ­ვა­ნე­ბოდ­ნენ, ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვებს შო­რის პირ­ველ­მა მი­ი­ღო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა, მაგ­რამ დღეს მოს­კოვ­თან აღა­რა­ფე­რი აკავ­ში­რებს და არც ენატ­რე­ბა. ამ­ბობს, რომ ვერ გაძ­ლებს იქ, სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლი არ იქ­ნე­ბა, მუდ­მი­ვად ცხოვ­რე­ბა კი თბი­ლი­სის გარ­და ვერ­სად წარ­მო­უდ­გე­ნია. "კვი­რის პა­ლიტ­რას" ქარ­თუ­ლი სცე­ნის დე­დო­ფა­ლი, ნანი ბრეგ­ვა­ძე ესა­უბ­რა.

- ახ­ლა­ხან გარ­და­იც­ვა­ლა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვი. ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, რომ ქარ­თველ ხე­ლო­ვან­თა­გან ის ყვე­ლა­ზე მე­ტად თქვენ გა­ფა­სებ­დათ...

- დიახ... მახ­სოვს, მე და მე­დეა გონ­გლი­აშ­ვი­ლი არ­გენ­ტი­ნა­ში ვი­ყა­ვით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყველ­გან რუ­სე­თის სა­ხე­ლით გვიშ­ვებ­დნენ, სულ ვამ­ბობ­დით, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. სამ­წუ­ხა­როდ, არ­გენ­ტი­ნა­ში წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ზე. გორ­ბა­ჩოვს იც­ნობ­დნენ და მას "გარ­ბის" ეძახ­დნენ, ამი­ტომ ვუ­თხა­რით, "გარ­ბის" გვერ­დით რომ შე­ვარ­დნა­ძეა, მისი ქვეყ­ნი­დან ვარ­თო. უნდა გე­ნა­ხათ, რო­გორ აღ­ფრთო­ვან­დნენ! გერ­მა­ნი­ა­ში ჩვენ­ზე დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს იღებ­დნენ, მაგ­რამ ვერ და­ას­რუ­ლეს. იქაც ვამ­ბობ­დით, შე­ვარ­დნა­ძის ქვეყ­ნი­დან ვარ­თო და ყვე­ლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო - ბერ­ლი­ნის კედ­ლის დან­გრე­ვის გამო მას უზო­მოდ ემად­ლი­ე­რე­ბოდ­ნენ.

ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბით უფრო გორ­ბა­ჩო­ვის ცოლი იყო მო­ხიბ­ლუ­ლი, მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვი კი მე­უღ­ლის აზრს დიდ პა­ტივს სცემ­და. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა 1983 წელს, სწო­რედ გორ­ბა­ჩო­ვის მმარ­თვე­ლო­ბის დროს მი­ვი­ღე. მა­შინ ესტრა­დის არ­ტის­ტებს შო­რის პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი ამ წო­დე­ბით. ჯერ არც იო­სებ კობ­ზონს ჰქონ­და ეს წო­დე­ბა, არც - ალა პუ­გა­ჩო­ვას... წარ­მოდ­გე­ნაც არ მქონ­და, ჩემს თავს რა ხდე­ბო­და. ვფიქ­რობ­დი, სი­ხა­რუ­ლით გული არ გა­მის­კდეს-მეთ­ქი. რა­ი­სა გორ­ბა­ჩო­ვა ჩემს კონ­ცერ­ტებს ხში­რად ვერ ეს­წრე­ბო­და, მაგ­რამ ვიცი, რომ სიმ­ღე­რებს ყო­ველ­თვის უს­მენ­და. ბიჭ­ვინ­თა­ში ზა­ფხუ­ლო­ბით კონ­ცერ­ტე­ბი იმარ­თე­ბო­და და რუ­სე­თი­დან მთე­ლი საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბა ჩა­მო­დი­ო­და. მათი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი იქ იყო და ჩემს კონ­ცერ­ტებ­ზეც მო­დი­ოდ­ნენ.

- არა­ერ­თხელ გით­ქვამთ, რომ თბი­ლი­სის გარ­და ვერ­სად იცხოვ­რებთ...

- თბი­ლი­სის გა­რე­შე ვე­რაფ­რით გავძლებ. ჩემი სა­ქარ­თვე­ლო ჩე­მია და ამა­ზე უკე­თე­სი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში არ მე­გუ­ლე­ბა! ცოტა ხნის წინ ზალცბურ­გში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ იქა­უ­რი სი­ლა­მა­ზე ოდ­ნა­ვაც არ მაკ­ვირ­ვებს. უბ­რა­ლოდ, იქ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მოვ­ლი­ლია. იქ სამ­სარ­თუ­ლი­ან სახლზე მეტს ვერ ნა­ხავ და აქ ბა­კუ­რი­ა­ნი რო­გორ გა­მი­ფუ­ჭეს! ლა­მის სულ ოც­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბია და რომ ვხე­დავ, გული მის­კდე­ბა. აი, ეს არის ჩემი ძა­ლი­ან დიდი დარ­დი!

ქვე­ყა­ნა მიყ­ვარს, ვგიჟ­დე­ბი ჩემს ქვე­ყა­ნა­ზე! ასე­თი სოფ­ლე­ბი გვაქვს და გული მწყდე­ბა, რომ იც­ლე­ბა. ასეთ სოფ­ლებს რო­გორ უნდა უღა­ლა­ტო და სა­ცხოვ­რებ­ლად სხვა­გან წახ­ვი­დე, სა­დღაც ბე­ტო­ნის ჯუნ­გლებ­ში?! თბი­ლი­სი ისეა შეც­ვლი­ლი მა­ხინ­ჯი შე­ნო­ბე­ბით, გა­რეთ ვე­ღარ გავ­დი­ვარ.

თბი­ლის­თან ახ­ლოს, სო­ფელ წვერ­ში, სახ­ლი გვაქვს, სა­დაც არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი არ არის - არც წყა­ლია, არც გაზი, არც შუქი, არც გზა, თუმ­ცა ისე­თი სი­ლა­მა­ზე და სი­წყნა­რეა, იმით ვსულ­დგმუ­ლობთ. და­სა­ლე­ვი წყა­ლიც კი თბი­ლი­სი­დან აგ­ვაქვს, მაგ­რამ თავს ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობთ.

- ცოტა ხნის წინ თქვე­ნი აუზ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გავ­რცელ­და, რო­მელ­მაც დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია... რო­გორ ახერ­ხებთ, ასე სა­ოც­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ?

- არ ვიცი, ჩემო საყ­ვა­რე­ლო. არ ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თავს არ უვ­ლის - დღე არ არის, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი არ ვიყო, მაგ­რამ მე­ტად არაფ­რით ვირ­ჯე­ბი. ამ ბოლო დროს სა­ში­ნე­ლი უმა­დო­ბა დამ­ჩემ­და, თო­რემ ჩემს სი­ცო­ცხლე­ში დი­ე­ტა არ და­მი­ცავს. ძი­ლის წი­ნაც კი გემ­რი­ე­ლად მი­ვახ­შმია. ზოგ­ჯერ გას­ტრო­ლებ­ზე "ორე­რას~ კონ­ცერ­ტე­ბი ყო­ველ­დღე იმარ­თე­ბო­და და კონ­ცერ­ტის წინ არა­სო­დეს ვჭამ­დი.

უკაც­რა­ვად, მაგ­რამ კონ­ცერ­ტზე მა­ძღა­რი სა­ხით გას­ვლა არ შე­მეძ­ლო. მუ­ცე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად შე­სუნ­თქუ­ლი­ვით უნდა ყო­ფი­ლი­ყო - ამას ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დი. სცე­ნა­ზე გა­მარ­თუ­ლი, ლა­მა­ზად უნდა იდგე, მოშ­ვე­ბუ­ლი კი არა! ჯან­მრთე­ლი ვარ და, ალ­ბათ, ეს აი­სა­ხე­ბა გა­რეგ­ნო­ბა­ზეც. ამ­ბო­ბენ, რომ კა­ნიც კარ­გი მაქვს, რაც, ალ­ბათ, გე­ნე­ტი­კუ­რია. ცე­ლუ­ლი­ტი არა­სო­დეს მქო­ნია. ერთი პე­რი­ო­დი იო­გა­თი ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი, თავ­ზეც კი ვდგე­ბო­დი... სა­ერ­თოდ, შენს თავს პა­ტი­ვი უნდა სცე და როცა ამას ცდი­ლობ, ღმერ­თიც გეხ­მა­რე­ბა - გა­ე­ცა­ნით ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
1

1983 წ. გორბაჩოვი არ იყო გენ. მდივანი

ეკკკ
4

ვაფასებ ძალიან ქალბატონ ნანის ,მაგრამ 84 წლის ქალის ბიკინებში ჩვენება რა აუცილებლობაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ამბობენ, რომ კანიც კარგი მაქვს, ცელულიტი არასოდეს მქონია. შენ თავს პატივი უნდა სცე და მერე ღმერთიც გეხმარება" - ნანი ბრეგვაძე სილამაზეზე და შთამბეჭდავ კარიერაზე

"ამბობენ, რომ კანიც კარგი მაქვს, ცელულიტი არასოდეს მქონია. შენ თავს პატივი უნდა სცე და მერე ღმერთიც გეხმარება" - ნანი ბრეგვაძე სილამაზეზე და შთამბეჭდავ კარიერაზე

მის წინაშე ქედს იხრიდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის მთავრობის მეთაურები, მის ხელოვნებას ეთაყვანებოდნენ, ესტრადის ვარსკვლავებს შორის პირველმა მიიღო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება, მაგრამ დღეს მოსკოვთან აღარაფერი აკავშირებს და არც ენატრება. ამბობს, რომ ვერ გაძლებს იქ, სადაც სიყვარული არ იქნება, მუდმივად ცხოვრება კი თბილისის გარდა ვერსად წარმოუდგენია. "კვირის პალიტრას" ქართული სცენის დედოფალი, ნანი ბრეგვაძე ესაუბრა.

- ახლახან გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი. ჯუმბერ პატიაშვილი იხსენებს, რომ ქართველ ხელოვანთაგან ის ყველაზე მეტად თქვენ გაფასებდათ...

- დიახ... მახსოვს, მე და მედეა გონგლიაშვილი არგენტინაში ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან რუსეთის სახელით გვიშვებდნენ, სულ ვამბობდით, რომ ქართველები ვიყავით. სამწუხაროდ, არგენტინაში წარმოდგენა არ ჰქონდათ საქართველოზე. გორბაჩოვს იცნობდნენ და მას "გარბის" ეძახდნენ, ამიტომ ვუთხარით, "გარბის" გვერდით რომ შევარდნაძეა, მისი ქვეყნიდან ვართო. უნდა გენახათ, როგორ აღფრთოვანდნენ! გერმანიაში ჩვენზე დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ, მაგრამ ვერ დაასრულეს. იქაც ვამბობდით, შევარდნაძის ქვეყნიდან ვართო და ყველა აღფრთოვანებული იყო - ბერლინის კედლის დანგრევის გამო მას უზომოდ ემადლიერებოდნენ.

ჩემი შემოქმედებით უფრო გორბაჩოვის ცოლი იყო მოხიბლული, მიხეილ გორბაჩოვი კი მეუღლის აზრს დიდ პატივს სცემდა. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება 1983 წელს, სწორედ გორბაჩოვის მმართველობის დროს მივიღე. მაშინ ესტრადის არტისტებს შორის პირველი ვიყავი ამ წოდებით. ჯერ არც იოსებ კობზონს ჰქონდა ეს წოდება, არც - ალა პუგაჩოვას... წარმოდგენაც არ მქონდა, ჩემს თავს რა ხდებოდა. ვფიქრობდი, სიხარულით გული არ გამისკდეს-მეთქი. რაისა გორბაჩოვა ჩემს კონცერტებს ხშირად ვერ ესწრებოდა, მაგრამ ვიცი, რომ სიმღერებს ყოველთვის უსმენდა. ბიჭვინთაში ზაფხულობით კონცერტები იმართებოდა და რუსეთიდან მთელი საბჭოთა მთავრობა ჩამოდიოდა. მათი დასასვენებელი ადგილი იქ იყო და ჩემს კონცერტებზეც მოდიოდნენ.

- არაერთხელ გითქვამთ, რომ თბილისის გარდა ვერსად იცხოვრებთ...

- თბილისის გარეშე ვერაფრით გავძლებ. ჩემი საქართველო ჩემია და ამაზე უკეთესი ქვეყანა მსოფლიოში არ მეგულება! ცოტა ხნის წინ ზალცბურგში ვიყავი, მაგრამ იქაური სილამაზე ოდნავაც არ მაკვირვებს. უბრალოდ, იქ ყველაფერი ძალიან მოვლილია. იქ სამსართულიან სახლზე მეტს ვერ ნახავ და აქ ბაკურიანი როგორ გამიფუჭეს! ლამის სულ ოცსართულიანი სახლებია და რომ ვხედავ, გული მისკდება. აი, ეს არის ჩემი ძალიან დიდი დარდი!

ქვეყანა მიყვარს, ვგიჟდები ჩემს ქვეყანაზე! ასეთი სოფლები გვაქვს და გული მწყდება, რომ იცლება. ასეთ სოფლებს როგორ უნდა უღალატო და საცხოვრებლად სხვაგან წახვიდე, სადღაც ბეტონის ჯუნგლებში?! თბილისი ისეა შეცვლილი მახინჯი შენობებით, გარეთ ვეღარ გავდივარ.

თბილისთან ახლოს, სოფელ წვერში, სახლი გვაქვს, სადაც არანაირი პირობები არ არის - არც წყალია, არც გაზი, არც შუქი, არც გზა, თუმცა ისეთი სილამაზე და სიწყნარეა, იმით ვსულდგმულობთ. დასალევი წყალიც კი თბილისიდან აგვაქვს, მაგრამ თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ.

- ცოტა ხნის წინ თქვენი აუზზე გადაღებული ფოტო გავრცელდა, რომელმაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია... როგორ ახერხებთ, ასე საოცრად გამოიყურებოდეთ?

- არ ვიცი, ჩემო საყვარელო. არ ვარ ადამიანი, რომელიც თავს არ უვლის - დღე არ არის, მოწესრიგებული არ ვიყო, მაგრამ მეტად არაფრით ვირჯები. ამ ბოლო დროს საშინელი უმადობა დამჩემდა, თორემ ჩემს სიცოცხლეში დიეტა არ დამიცავს. ძილის წინაც კი გემრიელად მივახშმია. ზოგჯერ გასტროლებზე "ორერას~ კონცერტები ყოველდღე იმართებოდა და კონცერტის წინ არასოდეს ვჭამდი.

უკაცრავად, მაგრამ კონცერტზე მაძღარი სახით გასვლა არ შემეძლო. მუცელიც აუცილებლად შესუნთქულივით უნდა ყოფილიყო - ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი. სცენაზე გამართული, ლამაზად უნდა იდგე, მოშვებული კი არა! ჯანმრთელი ვარ და, ალბათ, ეს აისახება გარეგნობაზეც. ამბობენ, რომ კანიც კარგი მაქვს, რაც, ალბათ, გენეტიკურია. ცელულიტი არასოდეს მქონია. ერთი პერიოდი იოგათი ვიყავი გატაცებული, თავზეც კი ვდგებოდი... საერთოდ, შენს თავს პატივი უნდა სცე და როცა ამას ცდილობ, ღმერთიც გეხმარება - გაეცანით ინტერვიუს სრულად