ირანმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს რუსეთს და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყანას უკრაინელების მკვლელობისთვის თანამედროვე დრონები მისცეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
"წლების განმავლობაში სანქციების, იზოლაციის, ამაზრზენი რეპუტაციის შემდეგ - ირანის ელიტამ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, როგორ ამაღლდეს ცივილიზაციის ფსკერიდან“, - წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა და უკრაინაში ირანის დიპლომატიური უწყების პერსონალის რაოდენობა შეამცირა.