კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წყაროსგან შევიტყე, რომ იგეგმებოდა მამაჩემის გლდანის ციხეში გადაყვანა, სადაც არ იქნებოდა საკანში მარტო და მე დაუყოვნებლივ შევატყობინე სახალხო დამცველს" - ნინი გოგაშვილი
"წყაროსგან შევიტყე, რომ იგეგმებოდა მამაჩემის გლდანის ციხეში გადაყვანა, სადაც არ იქნებოდა საკანში მარტო და მე დაუყოვნებლივ შევატყობინე სახალხო დამცველს" - ნინი გოგაშვილი

სუს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის სოსო გო­გოშ­ვი­ლის შვი­ლის ნინი გო­გაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სოსო გო­გაშ­ვი­ლი რუს­თა­ვის მე-12 სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა. რო­გორც ნინი გო­გაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტა, ოჯახ­მა სან­დო წყა­როს­გან მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგეგ­მე­ბო­და სოსო გო­გაშ­ვი­ლის გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა, რის შემ­დე­გაც ოჯახ­მა პრო­ცეს­ში ჩარ­თვა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატს სთხო­ვა.

ნინი გო­გაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სოსო გო­გაშ­ვილს ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აპი­რე­ბენ თუ არა რუს­თა­ვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან მის სად­მე გა­დაყ­ვა­ნას.

"მას შემ­დეგ, რაც ჩვენ შე­ვი­ტყვეთ ინ­ფორ­მა­ცია სან­დო წყა­როს­გან, რომ იგეგ­მე­ბო­და მა­მა­ჩე­მის გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა, სა­დაც არ იქ­ნე­ბო­და სა­კან­ში მარ­ტო, მე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ვა­ტყო­ბი­ნე სა­ხალ­ხო დამ­ცველს ამის შე­სა­ხებ და ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რე­ა­გი­რე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა. მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ნე­ბის­მი­ერ პრო­ვო­კა­ცი­ას შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს ად­გი­ლი. მა­მა­ჩემ­მა თა­ვი­დან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მას სა­სა­მარ­თლო­ზე დას­წრე­ბაც კი არ სურს, ვი­ნა­ი­დან გზა­ში შე­საძ­ლოა, რა­ი­მე პრო­ვო­კა­ცი­ას ჰქონ­დეს ად­გი­ლი. ამი­ტომ თა­ვი­დან­ვე ოჯა­ხი წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვით და ასე­ვე მა­მა­ჩე­მიც, რომ იგი შე­საძ­ლოა, გა­და­იყ­ვა­ნონ და სა­ერ­თოდ სა­კა­ნი და­ა­ტო­ვე­ბი­ნონ, ეს იქ­ნე­ბა საშ­ხა­პე­ში გას­ვლა, იმის გამო, რომ და­ურ­ე­კოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ისევ და და­ე­მუქ­როს თუ ა.შ. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გენლ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა მა­მა­ჩე­მი, ის თავს კარ­გად გრძნობს. მა­მა­ჩემს არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა იგეგ­მე­ბო­დეს მისი გა­დაყ­ვა­ნა. იმე­დია, ამ რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე არ აღ­მოვ­ჩნდე­ბით და არ დად­გე­ბა ეს ფაქ­ტი. მა­მა­ჩე­მი ასე­ვე იმის შე­სა­ხებ არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რომ თუ დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში მისი სად­მე გა­დაყ­ვა­ნა, მისი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ის აუ­ცი­ლებ­ლად სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელს შე­სა­ბა­მის ნო­მერ­ზე და­უ­კავ­შირ­დე­ბა, რის უფ­ლე­ბაც აქვს პა­ტი­მარს და ჩვენც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ვაპ­რო­ტეს­ტე­ბტთ ამ ფაქტს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი პე­რი­ო­დუ­ლად ისე­დაც ინა­ხუ­ლებს პა­ტი­მარს, მისი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი თუ არის ეჭვქვეშ და ამ შემ­თხვე­ვა­ში მა­მა­ჩე­მის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი ეჭვქვეშ არის. რო­გორც იცით, უკვე გა­ა­ნად­გუ­რეს ერთი კვი­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, რატი ბრე­გა­ძემ მოგ­ვახ­სე­ნა, რომ თით­ქოს გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზი და­ფიქ­სირ­და და ეს ფიქ­სირ­დე­ბა ხოლ­მეო - მო­მა­ვალ­შიც შე­იძ­ლე­ბა, ეს ხარ­ვე­ზი და­ფიქ­სირ­დეს და მა­მა­ჩე­მის უსაფრ­თხო­ე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის და­ცუ­ლი რუს­თა­ვის მე­თორ­მე­ტე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. შე­საძ­ლოა კი­დევ გა­ა­ნად­გუ­რონ ჩა­ნა­წე­რე­ბი და მა­მა­ჩე­მის სი­ცო­ცხლეს და უსაფრ­თხო­ე­ბას და­ე­მუქ­როს საფრ­თხე. ამი­ტომ მე სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან მაქვს მუდ­მი­ვი კავ­ში­რი და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე მათ შო­რის მა­მა­ჩემ­ზეც“,- გა­ნა­ცხა­და ნინი გო­გაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
0

შენს მამაზე ნაკლები ხალხი ზის გლდანის საპატიმროში , რამდენი უკეთესი მორალის მქონე იქნება იქ. სახალხო დამცველი ვერ აღგიდგენს იმ რეპუტაციას, რომელიც დაკარგეთ. ქურდების დაცვა კარგად ეხერხება ჩვენს "პატივცემულ " სახალხო დამცველს.

აბა ჰეეეე
1

სახალხო დამცველს იქნებ სთხოვოთ რომ რომელიმე კურორტზე დაასვენოს მამაშენი ძალები მოიკრიბოს ზღაპრების ახალი ტომის დასაწერად......იმის მაგივრად რომ ის მოინანიოთ რასაც ჩადიოდა ამდენი წლის განმავლობაში( თუ ასე არ მოწონდა რატომ მაშინვე არ ამოიღო ხმა?რომ ამოკრეს ეხლა რომ გაიგრძელა ენა უსირცხვილო) დგეხართ და ათას სისულელეს ლაქლაქებთ რით ვერ გაიგეთ რომ საზოგადოებას კიდიხართ.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"წყაროსგან შევიტყე, რომ იგეგმებოდა მამაჩემის გლდანის ციხეში გადაყვანა, სადაც არ იქნებოდა საკანში მარტო და მე დაუყოვნებლივ შევატყობინე სახალხო დამცველს" - ნინი გოგაშვილი

"წყაროსგან შევიტყე, რომ იგეგმებოდა მამაჩემის გლდანის ციხეში გადაყვანა, სადაც არ იქნებოდა საკანში მარტო და მე დაუყოვნებლივ შევატყობინე სახალხო დამცველს" - ნინი გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგოშვილის შვილის ნინი გოგაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულებაში მოინახულა. როგორც ნინი გოგაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტა, ოჯახმა სანდო წყაროსგან მიიღო ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა სოსო გოგაშვილის გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაყვანა, რის შემდეგაც ოჯახმა პროცესში ჩართვა სახალხო დამცველის აპარატს სთხოვა.

ნინი გოგაშვილის განცხადებით, სოსო გოგაშვილს ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, აპირებენ თუ არა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მის სადმე გადაყვანას.

"მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიტყვეთ ინფორმაცია სანდო წყაროსგან, რომ იგეგმებოდა მამაჩემის გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც არ იქნებოდა საკანში მარტო, მე დაუყოვნებლივ შევატყობინე სახალხო დამცველს ამის შესახებ და ოპერატიულად განახორციელა რეაგირება სახალხო დამცველის აპარატმა. მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ნებისმიერ პროვოკაციას შესაძლოა ჰქონდეს ადგილი. მამაჩემმა თავიდანვე აღნიშნა, რომ მას სასამართლოზე დასწრებაც კი არ სურს, ვინაიდან გზაში შესაძლოა, რაიმე პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი. ამიტომ თავიდანვე ოჯახი წინააღმდეგი ვიყავით და ასევე მამაჩემიც, რომ იგი შესაძლოა, გადაიყვანონ და საერთოდ საკანი დაატოვებინონ, ეს იქნება საშხაპეში გასვლა, იმის გამო, რომ დაურეკოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ისევ და დაემუქროს თუ ა.შ. სახალხო დამცველის წარმომადგენლმა მოინახულა მამაჩემი, ის თავს კარგად გრძნობს. მამაჩემს არ აქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა იგეგმებოდეს მისი გადაყვანა. იმედია, ამ რეალობის წინაშე არ აღმოვჩნდებით და არ დადგება ეს ფაქტი. მამაჩემი ასევე იმის შესახებ არის ინფორმირებული, რომ თუ დადგება დღის წესრიგში მისი სადმე გადაყვანა, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ის აუცილებლად სახალხო დამცველის წარმომადგენელს შესაბამის ნომერზე დაუკავშირდება, რის უფლებაც აქვს პატიმარს და ჩვენც დაუყოვნებლივ გავაპროტესტებტთ ამ ფაქტს.

სახალხო დამცველი პერიოდულად ისედაც ინახულებს პატიმარს, მისი უსაფრთხოების საკითხი თუ არის ეჭვქვეშ და ამ შემთხვევაში მამაჩემის უსაფრთხოების საკითხი ეჭვქვეშ არის. როგორც იცით, უკვე გაანადგურეს ერთი კვირის ჩანაწერები და იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მოგვახსენა, რომ თითქოს გარკვეული ხარვეზი დაფიქსირდა და ეს ფიქსირდება ხოლმეო - მომავალშიც შეიძლება, ეს ხარვეზი დაფიქსირდეს და მამაჩემის უსაფრთხოება ნამდვილად არ არის დაცული რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში. შესაძლოა კიდევ გაანადგურონ ჩანაწერები და მამაჩემის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას დაემუქროს საფრთხე. ამიტომ მე სახალხო დამცველთან მაქვს მუდმივი კავშირი და სახალხო დამცველი მუდმივად ზრუნავს ადამიანების უფლებების დაცვაზე მათ შორის მამაჩემზეც“,- განაცხადა ნინი გოგაშვილმა.