პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაბნეულობა აფხაზეთში: შეეხებათ თუ არა მობილიზაცია და რას ამბობენ პუტინის გადაწყვეტილებაზე - "ჯერ თავად გაუშვით ძმები და შვილები "ჰაიმერსების" პირისპირ და მერე გვასწავლეთ ჭკუა"
დაბნეულობა აფხაზეთში: შეეხებათ თუ არა მობილიზაცია და რას ამბობენ პუტინის გადაწყვეტილებაზე - "ჯერ თავად გაუშვით ძმები და შვილები "ჰაიმერსების" პირისპირ და მერე გვასწავლეთ ჭკუა"

მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში არ წყდე­ბა მსჯე­ლო­ბა და კა­მა­თი იმის შე­სა­ხებ, მო­უ­წევს თუ არა მას­ში სა­კუ­თა­რი ძა­ლით ჩარ­თვა აფხა­ზეთ­საც...

ე.წ. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოპო­ზი­ცია თე­სავს პა­ნი­კას, თით­ქოს რუ­სეთ­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცია მა­თაც შე­ე­ხე­ბათ, რაც არას­წო­რია, რად­გან მათ პირ­და­პი­რი და­ვა­ლე­ბა აქვთ, რუ­სულ-აფხა­ზუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ა­ფუ­ჭონ.

"ვთხოვთ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას, ნუ და­ი­ჯე­რებთ ყვე­ლას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ცნო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით..." - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი კრე­ბის ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა, ნა­ტა­ლი სმირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცია, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბი­სა და მო­კავ­ში­რე­ო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, აფხა­ზეთ­ზეც გავ­რცელ­დე­ბა.

ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში, სმი­რი ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც მო­კავ­ში­რე­ო­ბა­სა და სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას გუ­ლის­ხმობს, მე-6 მუხ­ლში წე­რია, რომ თუ ორი ქვეყ­ნი­დან ერთ-ერთი აგ­რე­სი­ის, ან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგას, ეს აღიქ­მე­ბა რო­გორც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა მო­კავ­ში­რე მე­ო­რე მხა­რე­ზეც.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ჩვენც გვე­ვა­ლე­ბა ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ეს ერთ-ერთი წი­ნა­პი­რო­ბაა. ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩვენ­თან ამოქ­მედ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც 27-ში დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკში რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ტარ­დე­ბა და ტე­რი­ტო­რია რუ­სე­თის ნა­წი­ლი გახ­დე­ბა" - ამ­ბობს ე.წ. ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი.

მისი თქმით, ახლა ძნე­ლია იმის პროგ­ნო­ზი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­დეს, მაგ­რამ ის, რომ კო­ლექ­ტი­ურ დაც­ვა­ში, აფხა­ზეთ­საც მო­უ­წევს ჩარ­თვა, ეს გარ­და­უ­ვა­ლია და ამის თქმა ზუს­ტად შე­უძ­ლია.

"რა თქმა უნდა, ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო, სა­ში­ში და ტრა­გი­კუ­ლია, იმავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან დიდი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია... ჩვე­ნი შე­თან­ხმე­ბი­სა და რუ­სე­თის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, აფხა­ზე­თი ამ ომის მო­ნა­წი­ლე გახ­დე­ბა..." - ამ­ბობს სმი­რი.

აფხა­ზურ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სმი­რის მო­საზ­რე­ბას მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

abkhaz-auto.ru-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის გან­ხილ­ვი­სას, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წე­რენ, რომ აფხა­ზე­თი არ არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ნა­წი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა ისი­ნი სხვის ომში ჩარ­თოს, რა­საც სხვე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან.

"რა სა­ინ­ტე­რე­სო ხალ­ხი ვართ, კაც­მა რომ გვკი­თხოს, მე­ომ­რე­ბი, მა­მა­ცე­ბი, მე­გობ­რე­ბის ჭი­რი­სა და ლხი­ნის გამ­ზი­ა­რებ­ლე­ბი. ამ­დე­ნი წელი გვარ­ჩენ­და რუ­სე­თი, ვი­ღებ­დით პენ­სი­ებ­სა და ხელ­ფა­სებს მისი ბი­უ­ჯე­ტი­დან, გვი­ცავ­და, მაგ­რამ ახლა რომ დაგ­ვჭირ­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ მხო­ლოდ ქორ­წი­ლებ­სა და ძე­ო­ბებ­ში შეგ­ვიძ­ლია ია­რა­ღის სრო­ლა. როცა გვჭირ­დე­ბა, ერ­თმა­ნეთ­საც მშვე­ნივ­რად ვეს­ვრით. ამა­ზე სტა­ტის­ტი­კაც მე­ტყვე­ლებს, მაგ­რამ მე­გო­ბარს გვერ­დში ვერ და­ვუდ­გე­ბით, თურ­მე ჩვე­ნი ომი არ ყო­ფი­ლა და მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერი ვერ შე­ვე­წი­რე­ბით. აბა რა, რუ­სე­თი იბ­რძვის, ჩვენ კი, აფხა­ზეთ­ში რუს ტუ­რის­ტებს ვემ­სა­ხუ­რე­ბით, რუ­სეთ­ში ხი­ლი­თა და ბოსტნე­უ­ლით ვვაჭ­რობთ, იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი, კი ბრე­ხა­ლოვ­კა­ზე ყა­ვას ვსვამთ, გან­სატ­ვირ­თად თევზს ვი­ჭერთ, ვჭო­რა­ობთ თუ რა კარ­გია ევ­რო­პა და რა შო­რია იქამ­დე..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვა­ლე­რი კო­მი­სა­რო­ვი.

"ყი­რიმ­ში, ვინც ომში წავა, ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა 200 ათას რუბლს ჰპირ­დე­ბა, ეს ერთჯე­რა­დად. ამის გარ­და ხელ­ფა­სიც ექ­ნე­ბათ. ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დიდ მე­ომ­რე­ბად რა­ტომ გა­მოგ­ვიყ­ვა­ნა, არ ვიცი..." - წერს რო­ბერტ ღარცკია.

"მე­გობ­რო­ბაც გვეს­მის და თა­ნად­გო­მაც, მად­ლობ­ლე­ბი ვართ. არა­ერ­თხელ გა­მოვ­ხა­ტეთ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მაგ­რამ ახ­ლა­ხან ვნა­ხეთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უფა­სო არ ყო­ფი­ლა და ლა­მის ნა­ხე­ვა­რი აფხა­ზე­თის ჩუ­ქე­ბა მოგვ­თხო­ვეს... ასე რომ, უმა­დუ­რო­ბა არა­ფერ შუ­ა­შია, რუ­სეთ­მა თა­ვად შეყო თავი ამ უბე­დუ­რე­ბა­ში, თა­ვად­ვე გა­უმკლავ­დეს. იმე­დია, ვინ­მეს მარ­თლა არ სჯე­რა, რომ იქ წას­ვლით გმი­რო­ბას ჩა­ი­დენს და თუ მსხვერ­პლად შე­ვე­წი­რე­ბით, ეს ღირ­სე­უ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა... ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­ბი გარ­ბი­ან ქვეყ­ნი­დან და რამ­დე­ნი­მე ათა­სი ვიბ­რა­გუ­ნებთ მუშ­ტებს გულ­ზე. ვკი­თხუ­ლობ კო­მენ­ტა­რებს და ვხვდე­ბი, რომ ზო­გი­ერ­თი მარ­თლა პრო­პა­გან­დის მსხვერ­პლია. ჯერ თა­ვად გა­უშ­ვით ძმე­ბი და შვი­ლე­ბი ჰა­ი­მერ­სე­ბის პი­რის­პირ და მერე გვას­წავ­ლეთ ჭკუა" - წერს ანა სა­ბუა.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

გაინტერესებთ შეგეხებათ თუ არა მობილიზაცია? პასუხია - ქანეშნა.

გურუ
0

აფხაზეთში უმეტესობას რუსული პასპორტები უდევთ ჯიბეში.

ხოდა გული როგორ უძლებთ? რუსულპასპორიანო სომხებო, რუსებო, აფხაზებო, ნაძირალა ქართველებო თქვენი დედა სამშობლოსკენ ნაბიჯით ....იარ

ავტორი:

დაბნეულობა აფხაზეთში: შეეხებათ თუ არა მობილიზაცია და რას ამბობენ პუტინის გადაწყვეტილებაზე - "ჯერ თავად გაუშვით ძმები და შვილები "ჰაიმერსების" პირისპირ და მერე გვასწავლეთ ჭკუა"

დაბნეულობა აფხაზეთში: შეეხებათ თუ არა მობილიზაცია და რას ამბობენ პუტინის გადაწყვეტილებაზე - "ჯერ თავად გაუშვით ძმები და შვილები "ჰაიმერსების" პირისპირ და მერე გვასწავლეთ ჭკუა"

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ოკუპირებულ აფხაზეთში არ წყდება მსჯელობა და კამათი იმის შესახებ, მოუწევს თუ არა მასში საკუთარი ძალით ჩართვა აფხაზეთსაც...

ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია თესავს პანიკას, თითქოს რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია მათაც შეეხებათ, რაც არასწორია, რადგან მათ პირდაპირი დავალება აქვთ, რუსულ-აფხაზური ურთიერთობები გააფუჭონ.

"ვთხოვთ ჩვენს მოსახლეობას, ნუ დაიჯერებთ ყველას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ასეთ მნიშვნელოვან ცნობებთან დაკავშირებით..." - წერს აფხაზური მედია.

რამდენიმე დღის წინ, ე.წ. პარლამენტის ეროვნული კრების ყოფილმა დეპუტატმა, ნატალი სმირმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია, სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულების შესაბამისად, აფხაზეთზეც გავრცელდება.

ekhokavkaza.com-თან საუბარში, სმირი ამბობს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მოკავშირეობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას გულისხმობს, მე-6 მუხლში წერია, რომ თუ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთი აგრესიის, ან შეიარაღებული თავდასხმის საშიშროების წინაშე დგას, ეს აღიქმება როგორც შეიარაღებული თავდასხმა მოკავშირე მეორე მხარეზეც.

"აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენც გვევალება ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება, ვინაიდან ეს ერთ-ერთი წინაპირობაა. ეს ვალდებულებები ჩვენთან ამოქმედდება მას შემდეგ, რაც 27-ში დონეცკსა და ლუგანსკში რეფერენდუმი ჩატარდება და ტერიტორია რუსეთის ნაწილი გახდება" - ამბობს ე.წ. ყოფილი დეპუტატი.

მისი თქმით, ახლა ძნელია იმის პროგნოზი, როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს, მაგრამ ის, რომ კოლექტიურ დაცვაში, აფხაზეთსაც მოუწევს ჩართვა, ეს გარდაუვალია და ამის თქმა ზუსტად შეუძლია.

"რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო, საშიში და ტრაგიკულია, იმავდროულად, ძალიან დიდი საფრთხის შემცველია... ჩვენი შეთანხმებისა და რუსეთის წინაშე არსებული ვალდებულებების ფარგლებში, აფხაზეთი ამ ომის მონაწილე გახდება..." - ამბობს სმირი.

აფხაზურ სოციალურ ქსელებში სმირის მოსაზრებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

abkhaz-auto.ru-ზე გამოქვეყნებული სტატიის განხილვისას, ადგილობრივები წერენ, რომ აფხაზეთი არ არის რუსეთის ფედერაციის ნაწილი და შესაბამისად, არავის აქვს უფლება ისინი სხვის ომში ჩართოს, რასაც სხვები ეწინააღმდეგებიან.

"რა საინტერესო ხალხი ვართ, კაცმა რომ გვკითხოს, მეომრები, მამაცები, მეგობრების ჭირისა და ლხინის გამზიარებლები. ამდენი წელი გვარჩენდა რუსეთი, ვიღებდით პენსიებსა და ხელფასებს მისი ბიუჯეტიდან, გვიცავდა, მაგრამ ახლა რომ დაგვჭირდა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ქორწილებსა და ძეობებში შეგვიძლია იარაღის სროლა. როცა გვჭირდება, ერთმანეთსაც მშვენივრად ვესვრით. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს, მაგრამ მეგობარს გვერდში ვერ დავუდგებით, თურმე ჩვენი ომი არ ყოფილა და მცირერიცხოვანი ერი ვერ შევეწირებით. აბა რა, რუსეთი იბრძვის, ჩვენ კი, აფხაზეთში რუს ტურისტებს ვემსახურებით, რუსეთში ხილითა და ბოსტნეულით ვვაჭრობთ, იქიდან დაბრუნებულები, კი ბრეხალოვკაზე ყავას ვსვამთ, განსატვირთად თევზს ვიჭერთ, ვჭორაობთ თუ რა კარგია ევროპა და რა შორია იქამდე..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ვალერი კომისაროვი.

"ყირიმში, ვინც ომში წავა, ადგილობრივი ხელმძღვანელობა 200 ათას რუბლს ჰპირდება, ეს ერთჯერადად. ამის გარდა ხელფასიც ექნებათ. ჩვენმა ხელისუფლებამ დიდ მეომრებად რატომ გამოგვიყვანა, არ ვიცი..." - წერს რობერტ ღარცკია.

"მეგობრობაც გვესმის და თანადგომაც, მადლობლები ვართ. არაერთხელ გამოვხატეთ ეს დამოკიდებულება, მაგრამ ახლახან ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი უფასო არ ყოფილა და ლამის ნახევარი აფხაზეთის ჩუქება მოგვთხოვეს... ასე რომ, უმადურობა არაფერ შუაშია, რუსეთმა თავად შეყო თავი ამ უბედურებაში, თავადვე გაუმკლავდეს. იმედია, ვინმეს მართლა არ სჯერა, რომ იქ წასვლით გმირობას ჩაიდენს და თუ მსხვერპლად შევეწირებით, ეს ღირსეული ნაბიჯი იქნება... ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსები გარბიან ქვეყნიდან და რამდენიმე ათასი ვიბრაგუნებთ მუშტებს გულზე. ვკითხულობ კომენტარებს და ვხვდები, რომ ზოგიერთი მართლა პროპაგანდის მსხვერპლია. ჯერ თავად გაუშვით ძმები და შვილები ჰაიმერსების პირისპირ და მერე გვასწავლეთ ჭკუა" - წერს ანა საბუა.