მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარაცხა და "ერთა ლიგის" B დივიზიონში გადავიდა
საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარაცხა და "ერთა ლიგის" B დივიზიონში გადავიდა
  • ფოტო: სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა "ერთა ლი­გის" ბო­ლოს­წი­ნა ტუ­რის შეხ­ვედ­რა­ში, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის ნაკ­რებს უმას­პინ­ძლა და 2:0 და­ა­მარ­ცხა. მატ­ჩის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი იყო და ამას ისიც მოწ­მობ­და, რომ ეროვ­ნუ­ლი სტა­დი­ო­ნის ყვე­ლა ბი­ლე­თი ერთ დღე­ში გა­ი­ყი­და. ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარს იმე­დი არ გა­უც­რუ­ეს და გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ო­რე ტა­იმ­ში სა­ინ­ტე­რე­სო თა­მა­ში აჩ­ვე­ნეს.

ამ გა­მარ­ჯვე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი "ერთა ლი­გის" B დი­ვი­ზი­ონ­ში გა­და­ვი­და და პლეი-ოფში გა­ვი­და.

С4 ჯგუფ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლის და­სა­კა­ვებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ გუნდს 1 ქუ­ლაც ჰყოფ­ნი­და, მაგ­რამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­სას­ვლე­ლი პლეი-ოფის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში უკე­თე­სი პო­ზი­ცი­ის და­სა­კა­ვებ­ლად ქუ­ლა­თა მაქ­სი­მუ­მი და ბურ­თე­ბის სა­უ­კე­თე­სო შე­ფარ­დე­ბა სჭირ­დე­ბა. მე­ტო­ქე რამ­დე­ნი­მე წამ­ყვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის გა­რე­შე გვეს­ტუმ­რა, მაგ­რამ ცხა­დი იყო, თე­ო­რი­უ­ლი შან­სის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად თავს არ და­ზო­გავ­და, მთე­ლი 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში დაც­ვა­ში ვერ ჩად­გე­ბო­და და იმი­სათ­ვის, რათა ის არ გან­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო, რაც გა­სულ ტურ­ში თბი­ლის­ში ბულ­გა­რეთ­თან მოხ­და (0:0), სა­სურ­ვე­ლი დე­ბი­უ­ტში­ვე და­წი­ნა­უ­რე­ბა გახ­ლდათ.

შეხ­ვედ­რა ნელ ტემპში და­ი­წყო, ორი­ვე გუნ­დი ფრთხი­ლობ­და, მე­ტო­ქე სივ­რცე­ებს გვი­კე­ტავ­და, იე­რი­შე­ბის მი­ტა­ნა გვი­ჭირ­და. პირ­ვე­ლი მო­მენ­ტი მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ შექ­მნა, რო­დე­საც შო­რი­დან სპი­როვ­სკის ძლი­ე­რად დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მა­მარ­დაშ­ვილ­მა მო­ი­გე­რია. შემ­დეგ აბურ­ჯა­ნი­ას გა­ტა­ნა მე­კა­რემ არ და­ა­ნე­ბა, მო­რი­გი შე­ტე­ვი­სას კი კვა­რა­ცხე­ლი­ას ჩა­წო­დე­ბუ­ლი ბურ­თი სა­კუ­თარ კარ­ში მი­ოვ­სკიმ ჩაჭ­რა. შემ­დეგ ზივ­ზი­ვა­ძემ ვერ უწია მი­ზანს და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი 1:0 მო­ვი­გეთ.

მე­ო­რე ტა­ი­მი მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო, მი­ოვ­სკი მა­მარ­დაშ­ვილ­თან პი­რის­პირ გა­ვი­და და მე­კა­რემ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. ამას ჩვე­ნი გუნ­დის კონ­ტრშე­ტე­ვა მოჰ­ყვა და ხვი­ჩამ ოდ­ნავ აა­ცი­ლა ბურ­თი მი­ზანს. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ბევრ შეც­დო­მებს უშ­ვებ­და, არ გვყავ­და მო­ედ­ნის ცენ­ტრში ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მე­ლიც ბურ­თის და­ჭე­რას, ტემ­პის და­რე­გუ­ლი­რე­ბას და თა­მა­შის და­ლა­გე­ბას შეძ­ლებ­და. თუმ­ცა, 64-ე წუთ­ზე ზივ­ზი­ვა­ძემ მე­ტო­ქეს ბურ­თი აარ­თვა, კვა­რა­ცხე­ლი­ას დი­დე­ბუ­ლი გა­და­ცე­მა გა­უ­კე­თა და მან ან­გა­რი­ში გა­ზარ­და. ცოტა ხან­ში ბუ­დუმ ისევ მოჰ­პა­რა მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ბურ­თი, მე­კა­რეს­თან ერთი ერ­თზე გა­ვი­და, მაგ­რამ კარს აა­ცი­ლა. მა­კე­დო­ნი­ე­ლებ­მა სა­პა­სუ­ხოდ დიდი ძა­ლე­ბით შე­მოგ­ვი­ტი­ეს, ბარ­დის სა­ჯა­რი­მო­დან დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მა­მარ­დაშ­ვილ­მა ლა­მაზ ნახ­ტომ­ში მო­ი­გე­რია, დარ­ჩე­ნილ დრო­ში ან­გა­რი­ში არ შე­იც­ვა­ლა და გა­ვი­მარ­ჯვეთ.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ბოლო 10 მატ­ჩი­დან 8 მო­ი­გო, 2 ფრედ და­ას­რუ­ლა და შემ­დეგ შეხ­ვედ­რას 26 სექ­ტემ­ბერს გას­ვლა­ზე გიბ­რალ­ტარ­თან გა­მარ­თავს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
19

გუშინ მეტი კრიტიკა უნდა ყოფილიყო ნაკრების მიმართ

იმერიკელი
2

მარადგოლა 

კვარაგოლა 

კვარადონა 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარაცხა და "ერთა ლიგის" B დივიზიონში გადავიდა

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარაცხა და "ერთა ლიგის" B დივიზიონში გადავიდა
  • ფოტო: საქართველოს ეროვნული ნაკრების "ფეისბუქის" გვერდი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა "ერთა ლიგის" ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის მიმართ საზოგადოებაში განსაკუთრებული მოლოდინი იყო და ამას ისიც მოწმობდა, რომ ეროვნული სტადიონის ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა გულშემატკივარს იმედი არ გაუცრუეს და განსაკუთრებით მეორე ტაიმში საინტერესო თამაში აჩვენეს.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგის" B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0), სასურველი დებიუტშივე დაწინაურება გახლდათ.

შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. შემდეგ ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მოწინააღმდეგემ აქტიურად დაიწყო, მიოვსკი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. ამას ჩვენი გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა და ხვიჩამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ გვყავდა მოედნის ცენტრში ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერას, ტემპის დარეგულირებას და თამაშის დალაგებას შეძლებდა. თუმცა, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, კვარაცხელიას დიდებული გადაცემა გაუკეთა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ბუდუმ ისევ მოჰპარა მოწინააღმდეგეს ბურთი, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ კარს ააცილა. მაკედონიელებმა საპასუხოდ დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ბარდის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და გავიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტართან გამართავს.