მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ბრედ პიტის აზრით მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცი - ჰოლივუდის ვარსკვლავი კანის მოვლაზე და ქალზე, რომელმაც "თავის მოვლა ასწავლა"
ვინ არის ბრედ პიტის აზრით მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცი - ჰოლივუდის ვარსკვლავი კანის მოვლაზე და ქალზე, რომელმაც "თავის მოვლა ასწავლა"

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­მა და ბევ­რის აზ­რით, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლელ­მა მა­მა­კაც­მა ბრედ პიტ­მა და­ა­სა­ხე­ლა მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც მისი აზ­რით ყვე­ლა­ზე სიმ­პა­თი­უ­რე­ბი არი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ბრედ­მა Vogue-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

ბრედ პი­ტის აზ­რით, ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლე­ლი მა­მა­კა­ცი პოლ ნი­უ­მე­ნი იყო. თა­ნა­მედ­რო­ვე­თა­გან კი მსა­ხი­ო­ბი თვლის, რომ ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლე­ლის სტა­ტუსს ჯორჯ კლუ­ნი იმ­სა­ხუ­რებს.

"პირ­ვე­ლი ვინც მახ­სენ­დე­ბა, პოლ ნი­უ­მე­ნია. ის სი­ბე­რე­შიც კი ისე­თი მოხ­დე­ნი­ლი იყო.. თა­ნაც, ყვე­ლას­თვი­საა ცნო­ბი­ლი თუ რო­გო­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, კე­თი­ლი, თბი­ლი და გუ­ლახ­დი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო ის.

თუ ვინ­მე თა­ნა­მედ­რო­ვე უნდა და­ვა­სა­ხე­ლო, მა­შინ ჯორჯ კლუ­ნის ვი­ტყო­დი", - ამ­ბობს პიტი.

გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­მა კა­ნის მოვ­ლის სა­კუ­თარ ბრენ­დზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც სულ ახ­ლა­ხან და­ა­ფუძნა.

პი­ტის კა­ნის მოვ­ლის ხაზს Le Domaine Skincare ჰქვია და მათი ონ­ლა­ინ შე­ძე­ნა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია. პიტი იმა­შიც გა­მო­ტყდა, თუ რო­მელ­მა ყო­ფილ­მა პარტნი­ორ­მა იქო­ნია მის ახალ ბრენ­დზე გავ­ლე­ნა. მსა­ხი­ო­ბის თქმით, გვი­ნეტ პელტროუ, მისი ყო­ფი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იყო ის, ვინც კან­ზე ზრუნ­ვა ას­წავ­ლა: "ის ალ­ბათ პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც სა­ხის დღე­ში ორ­ჯერ და­ბა­ნას მი­მაჩ­ვია",- ამ­ბობს ვარ­სკვლა­ვი.

ბრედ პი­ტის კა­ნის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის კომ­პა­ნია პრო­დუქ­ტის და­სამ­ზა­დებ­ლად "შატო მი­რა­ვა­ლის" ვე­ნა­ხე­ბის ყუ­რძენს იყე­ნებს, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობ­მა 2008 წელს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის­თან ერ­თად შე­ი­ძი­ნა:

"ვიცი, რომ თით­ქმის ყო­ველ­დღე ჩნდე­ბა ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, მაგ­რამ ვი­ზუ­ა­ლუ­რად რომ არ და­მე­ნა­ხა ჩემს კან­ზე სხვა­ო­ბა, ამ ხა­ზის გა­მოშ­ვე­ბით თავს არც შე­ვი­წუ­ხებ­დით", - აცხა­დებს მსა­ხი­ო­ბი.

წყა­რო: people

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალისა
4

გაინტერესებთ ბრედ პიტი კაბაში? დაგუგლეთ და ისიამოვნეთ.

მიმოზა
4

რა ჯორჯ კლუნი, კარგი რა ბრედ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვინ არის ბრედ პიტის აზრით მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცი - ჰოლივუდის ვარსკვლავი კანის მოვლაზე და ქალზე, რომელმაც "თავის მოვლა ასწავლა"

ვინ არის ბრედ პიტის აზრით მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცი - ჰოლივუდის ვარსკვლავი კანის მოვლაზე და ქალზე, რომელმაც "თავის მოვლა ასწავლა"

ჰოლივუდის ვარსკვლავმა და ბევრის აზრით, მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელმა მამაკაცმა ბრედ პიტმა დაასახელა მამაკაცები, რომლებიც მისი აზრით ყველაზე სიმპათიურები არიან. აღნიშნულის შესახებ ბრედმა Vogue-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ბრედ პიტის აზრით, ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცი პოლ ნიუმენი იყო. თანამედროვეთაგან კი მსახიობი თვლის, რომ ყველაზე მომხიბვლელის სტატუსს ჯორჯ კლუნი იმსახურებს.

"პირველი ვინც მახსენდება, პოლ ნიუმენია. ის სიბერეშიც კი ისეთი მოხდენილი იყო.. თანაც, ყველასთვისაა ცნობილი თუ როგორი განსაკუთრებული, კეთილი, თბილი და გულახდილი ადამიანი იყო ის.

თუ ვინმე თანამედროვე უნდა დავასახელო, მაშინ ჯორჯ კლუნის ვიტყოდი", - ამბობს პიტი.

გამოცემასთან საუბრისას, ჰოლივუდის ვარსკვლავმა კანის მოვლის საკუთარ ბრენდზე ისაუბრა, რომელიც სულ ახლახან დააფუძნა.

პიტის კანის მოვლის ხაზს Le Domaine Skincare ჰქვია და მათი ონლაინ შეძენა უკვე შესაძლებელია. პიტი იმაშიც გამოტყდა, თუ რომელმა ყოფილმა პარტნიორმა იქონია მის ახალ ბრენდზე გავლენა. მსახიობის თქმით, გვინეტ პელტროუ, მისი ყოფილი სიყვარული იყო ის, ვინც კანზე ზრუნვა ასწავლა: "ის ალბათ პირველი ადამიანი იყო, ვინც სახის დღეში ორჯერ დაბანას მიმაჩვია",- ამბობს ვარსკვლავი.

ბრედ პიტის კანის მოვლის საშუალებების კომპანია პროდუქტის დასამზადებლად "შატო მირავალის" ვენახების ყურძენს იყენებს, რომელიც მსახიობმა 2008 წელს ყოფილ მეუღლესთან, ანჯელინა ჯოლისთან ერთად შეიძინა:

"ვიცი, რომ თითქმის ყოველდღე ჩნდება ახალი პროდუქტები, მაგრამ ვიზუალურად რომ არ დამენახა ჩემს კანზე სხვაობა, ამ ხაზის გამოშვებით თავს არც შევიწუხებდით", - აცხადებს მსახიობი.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა