ავტორი:

"ანკესი მესაჭიროებოდა, რადგან საზღვრის გადაკვეთისას მასზე დამემაგრა რუსეთის დროშა" - რას ჰყვება გრიგოლ ნარსია ჩვენებაში?

"ანკესი მესაჭიროებოდა, რადგან საზღვრის გადაკვეთისას მასზე დამემაგრა რუსეთის დროშა" - რას ჰყვება გრიგოლ ნარსია ჩვენებაში?

ქუთაისში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის პირველადი ჩვენება ვრცელდება.

დაკავებული გრიგოლ ნარსია იხსენებს, როგორ შევიდა ბანკში და მოითხოვა თანხა. ასევე ადასტურებს, რომ ბანკში მძევლები აიყვანა და მას ასაფეთქებელი მოწყობილობის მულიაჟი ჰქონდა.

"ბანკში მყოფი ადამიანები ავიყვანე მძევლად. ამის შემდეგ ბანკში კარი დავკეტე და დავამაგრე ჩემ მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაკეტი-მულიაჟი. ამის შემდეგ ბანკის თანამშრომლებს მოვთხოვე ფული მოეცათ. მათ რაღაც ფული იატაკზე დაყარეს, მე ისინი მეცოტავა, ამიტომ ბანკის თანამშრომელ გოგონას ვუთხარი, რომ თავის უფროსისთვის დაერეკა და ჩემთვის ფული მოეტანათ.

იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე, რომ ჩემთვის მოეტანათ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მლნ აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. აღნიშნული საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. მე ასევე მოვითხოვე, ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი, რომლითაც მინდოდა დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის დროშა, ამისთვის მინდოდა ანკესი, რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას მასზე დამემაგრებინა.

მითხრეს, რომ ჩემთვის ფული ჰქონდათ მოტანილი და მკითხეს, მქონდა თუ არა ჩანთა, მე ვუპასუხე რომ მქონდა და შევძლებდი ფულის წაღებას. ამავე დროს უცებ შენობაში სწრაფად შემოვიდნენ სპეცრაზმელები, მათ გამაკავეს, გავუწიე ფიზიკური წინააღმდეგობა, თუმცა მოახერხეს ჩემი გაკავება. დანა, ხელყუმბარა და სხვა ნივთები არ გამომიყენებია, წამართვეს", - განაცხადა გრიგოლ ნარსიამ გამოკითხვის დროს.

ის ნანობს მომხდარს და აცხადებს, რომ თანამონაწილე არ ჰყავდა.

ნახეთ ასევე: