რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მედიასაშუალების ინფორმაციით, ცნობები მომიტინგეების დარბევის შესახებ ვრცელდება ირკუტსკიდან, ულან-უდიდან და ხაბაროვსკიდან.
ირკუტსკის ცენტრალურ მოედანზე 60-მდე ადამიანი მივიდა. არის დაპატიმრებები. ტომსკში ასევე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი გოგონაა, რომელიც აქციაზე პლაკატით მივიდა "არა [როსკომნადზორი]".
ბევრს ეკავა პლაკატები წარწერით - "არა მობილიზაციას". ნოვოსიბირსკში აქციის დასაშლელად პოლიციის სპეცრაზმი გამოვიდა.
ერთ-ერთი მედიასაშუალების, ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე რუსეთის 14 ქალაქში უკვე დაკავებულია 97-ზე მეტი ადამიანი.
"მინიმუმ 24 ადამიანი დაკავებულია ეკატერინბურგში, 17 - კრასნოიარსკში, 15 - პერმში, 11 - უფაში, 7 - ირკუტსკში, 5 - ნოვოსიბირსკში, 4 - ულან-უდეში, 3 - მოსკოვში, 3 - ჟელეზნოგორსკში, 2 - ტომსკში, 2 - იაკუტსკში, 2 - ჩელიაბინსკში, 1 - სურგუტში და 1 - ბელგოროდში" - ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია დღეისთვის დაანონსებული საპროტესტო აქციების საპასუხოდ ქვეყნდება.
"ინტერნეტში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, გამოქვეყნდა ინფორმაცია მოსკოვში საჯარო აქციებში მონაწილეობისა და სხვა უკანონო ქმედებების ჩადენის მოწოდებით. ეს მასობრივი ღონისძიებები აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან კანონით დადგენილი წესით არ იყო შეთანხმებული”, - წერია განცხადებაში.
მოსკოვის პროკურატურა აღნიშნავს, რომ სოცქსელებით, ფორუმებით და სხვა ვებგვერდებით “მსგავსი მასალების გავრცელება”, მოზარდების უკანონო ქმედებებში ჩართვა, ასევე უკანონო აქციების ორგანიზება ან მათში მონაწილეობა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ დასჯას, “მათ შორის თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთის სახით”.
ნახეთ ასევე:
ნახეთ ვიდეო: