სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენებაში დანაშაულის მოსამზადებლად 2 დღე ჰქონდა მითითებული... არანაირი თანამზრახველი არ ჰყოლია" - რას ამბობს გრიგოლ ნარსიას ადვოკატი გავრცელებულ ინფორმაციაზე?
"ჩვენებაში დანაშაულის მოსამზადებლად 2 დღე ჰქონდა მითითებული...  არანაირი თანამზრახველი არ ჰყოლია" - რას ამბობს გრიგოლ ნარსიას ადვოკატი გავრცელებულ ინფორმაციაზე?

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცია 50 წლის ქალს ეძებს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, გრი­გოლ ნარ­სი­ას თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქა­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის და­სად­გე­ნად სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ტვ პირ­ვე­ლის" ცნო­ბით, გრი­გოლ ნარ­სი­ას­თან ერ­თად სო­ფელ ბა­ნო­ჯა­ში ვინ­მე ეკა ცხოვ­რობ­და, რო­მელ­მაც სახ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე, ჩე­მოდ­ნე­ბით და­ტო­ვა.

გრი­გოლ ნარ­სი­ას ად­ვო­კა­ტი ცი­ცი­ნო ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ამ­ბობს, რომ საქ­მის მა­სა­ლებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ გრი­გოლ ნარ­სი­ას არა­ნა­ი­რი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი არ ჰყო­ლია.

"გრი­გოლ ნარ­სი­ას არ­სად არა­ნა­ი­რი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი არ ჰყო­ლია. ის ჩვე­ნე­ბა­ში აფიქ­სი­რებს, რომ მარ­ტო იყო და ძარ­ცვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არა­ვის ჰქონ­და. მან ჩვე­ნე­ბა­შიც და­წე­რა და შეხ­ვედ­რის დრო­საც ისა­უბ­რა და­ნა­შა­უ­ლის მო­ტივ­ზე - მისი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი გუ­ლის მან­კით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, მას შუნ­ტი­რე­ბა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ყო­ველ­წლი­უ­რად ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში გა­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, რაც დიდ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მან მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩა­ი­დი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. შე­ი­ა­რა­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გე­ტყვით, რომ ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბი არა ნამ­დვი­ლი, არა­მედ ბუ­ტა­ფო­რია იყო, მას ასე­ვე ჰქონ­და ია­რა­ღი ე.წ. სტარ­ტოვ­კა (სა­სიგ­ნა­ლო ია­რა­ღი), მხო­ლოდ გას­რო­ლის ხმას რომ გა­მოს­ცემს და ხელ­ყუმ­ბა­რა, რო­მე­ლიც მას სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი­დან აქვს წა­მო­ღე­ბუ­ლი. შე­საძ­ლოა, ისიც არ გა­მოდ­გეს ნამ­დვი­ლი.

ნარ­სია ნამ­დვი­ლად ნა­ნობს ამ ყვე­ლა­ფერს და ამ­ბობს, რომ მის­მა ეკო­ნო­მი­კურ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ მი­იყ­ვა­ნა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნამ­დე. გრი­გოლ ნარ­სი­ას და­კა­ვე­ბის დრო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვია, მაგ­რამ ძა­ლი­ან არის ნა­ცე­მი, იმი­ტომ გა­მო­იყ­ვა­ნეს ნიღ­ბით, რომ სა­ხე­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და. ჩემ­თვის საქ­მის მა­სა­ლე­ბი ჯერ არ გად­მო­უ­ცი­ათ და მძევ­ლე­ბი რას ამ­ბო­ბენ, ჩემ­თვის უც­ნო­ბია, თუმ­ცა მათ ტე­ლე­ე­თე­რე­ბი­თაც აქვთ ნათ­ქვა­მი, რომ ნარ­სი­ას მათ­თვის არა­ნა­ი­რი ზი­ა­ნი არ მი­უ­ყე­ნე­ბია.

თვი­თონ გრი­გო­ლიც ამ­ბობს, მძევ­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად მყავ­და, რაც უნ­დო­დათ, იმას აკე­თებ­დნენ და პი­რი­ქით, 3 ადა­მი­ა­ნი გა­მე­პა­რა უკა­ნა კა­რი­და­ნო. ნარ­სი­ას თქმით, მისი გან­ზრახ­ვის შე­სა­ხებ, არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და.

  • ჩვე­ნე­ბა­ში მას და­ნა­შა­უ­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლად 2 დღე აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი. დიდი არც არა­ფე­რი მომ­ზა­დე­ბა უნ­დო­და იმი­ტომ, რომ ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბი გა­დაჭ­რი­ლი პლასტმა­სის მი­ლე­ბი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი. გრი­გოლ ნარ­სი­ას წლე­ბია, არ­სად უმუ­შა­ვია. 2008-2010 წლებ­ში ის დაც­ვის პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და, ამის შემ­დეგ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბა­ში - გე­გუ­თის მე-14 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­ვი­და კონ­ტრო­ლი­ო­რად.

როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, 2012 წლი­დან და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს სამ­სა­ხუ­რი და მას მერე უმუ­შე­ვა­რია. გრი­გოლ ნარ­სი­ას ბრალს ხვალ წა­უ­ყე­ნე­ბენ. იმის ილუ­ზია არ გვაქვს, რომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ, მაგ­რამ აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად, სა­ვა­რა­უ­დოდ, წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბას შე­უ­ფარ­დე­ბენ, ხოლო მის ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს" - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

ნა­ხეთ ასე­ვე;

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
12

ვაი თქვენ პატრონს, ვისაც გჯერათ, რომ ეს ტერორისტია. დადგეს სპექტაკლი, რომ შსს ძლიერია და აუფ რა ქნეს :):):)

პლასტელინები და პლასტმასები რომ ჰქონდა ზედ მიკრული, ექსპერტებმა ვერ ნახეს, რომ ბლეფი იყო? ბეყესავით დადიოდა და ანკესს ითხოვდა :) გარტყმაში არ იყო ტიპი, რას აკეთებდა.

დასაჯელი რომაა ეგ თავისთვად, თუმცა ისინი უფრო მეტად უნდა დაისაჯონ, ვინც ეს სპექტაკლი დადგა. ამით რომაა დაკავებული მთავრობა, იმიტომ ვართ გაბრდღვიალებული ეკონომიკით და ფულით გამოტენილი ჯიბეებით. 

ერთი ხელი არ მოუქნევია, ისეთი დონდლო ტიპია, სათქმელსაც სხვას ათქმევინებდა. :) 

მასხარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასეთ მახსარებს კიდევ საიდან პოულობენ. ეს ან სულელია ან რაღაც ჰქონდა მიქარული და დაკერეს :) 

ავთო
0

"მიმინო" გამახსენდა, კარზე უნდა დაეკაკუნებინა პოლიციას და ეთქვა "Виходи я тоже хочу" - ო არა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ჩვენებაში დანაშაულის მოსამზადებლად 2 დღე ჰქონდა მითითებული... არანაირი თანამზრახველი არ ჰყოლია" - რას ამბობს გრიგოლ ნარსიას ადვოკატი გავრცელებულ ინფორმაციაზე?

"ჩვენებაში დანაშაულის მოსამზადებლად 2 დღე ჰქონდა მითითებული...  არანაირი თანამზრახველი არ ჰყოლია" - რას ამბობს გრიგოლ ნარსიას ადვოკატი გავრცელებულ ინფორმაციაზე?

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია 50 წლის ქალს ეძებს, რომელიც შესაძლოა, გრიგოლ ნარსიას თანამზრახველი ყოფილიყო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალის ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო ოპერაცია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

"ტვ პირველის" ცნობით, გრიგოლ ნარსიასთან ერთად სოფელ ბანოჯაში ვინმე ეკა ცხოვრობდა, რომელმაც სახლი სპეცოპერაციის დასრულებიდან მალევე, ჩემოდნებით დატოვა.

გრიგოლ ნარსიას ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი AMBEBI.GE-სთან უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ საქმის მასალებში მითითებულია, რომ გრიგოლ ნარსიას არანაირი თანამზრახველი არ ჰყოლია.

"გრიგოლ ნარსიას არსად არანაირი თანამზრახველი არ ჰყოლია. ის ჩვენებაში აფიქსირებს, რომ მარტო იყო და ძარცვის შესახებ ინფორმაცია არავის ჰქონდა. მან ჩვენებაშიც დაწერა და შეხვედრის დროსაც ისაუბრა დანაშაულის მოტივზე - მისი ერთადერთი შვილი გულის მანკით არის დაავადებული, მას შუნტირება აქვს გაკეთებული და ყოველწლიურად ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადის რეაბილიტაციას, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. შეიარაღებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ასაფეთქებლები არა ნამდვილი, არამედ ბუტაფორია იყო, მას ასევე ჰქონდა იარაღი ე.წ. სტარტოვკა (სასიგნალო იარაღი), მხოლოდ გასროლის ხმას რომ გამოსცემს და ხელყუმბარა, რომელიც მას სამხედრო ნაწილიდან აქვს წამოღებული. შესაძლოა, ისიც არ გამოდგეს ნამდვილი.

ნარსია ნამდვილად ნანობს ამ ყველაფერს და ამბობს, რომ მისმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ მიიყვანა დანაშაულის ჩადენამდე. გრიგოლ ნარსიას დაკავების დრო წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ ძალიან არის ნაცემი, იმიტომ გამოიყვანეს ნიღბით, რომ სახეზე მრავლობითი დაზიანება ჰქონდა. ჩემთვის საქმის მასალები ჯერ არ გადმოუციათ და მძევლები რას ამბობენ, ჩემთვის უცნობია, თუმცა მათ ტელეეთერებითაც აქვთ ნათქვამი, რომ ნარსიას მათთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია.

თვითონ გრიგოლიც ამბობს, მძევლები თავისუფლად მყავდა, რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ და პირიქით, 3 ადამიანი გამეპარა უკანა კარიდანო. ნარსიას თქმით, მისი განზრახვის შესახებ, არავინ არაფერი იცოდა.

  • ჩვენებაში მას დანაშაულის მოსამზადებლად 2 დღე აქვს მითითებული. დიდი არც არაფერი მომზადება უნდოდა იმიტომ, რომ ასაფეთქებლები გადაჭრილი პლასტმასის მილებითაა გაკეთებული. გრიგოლ ნარსიას წლებია, არსად უმუშავია. 2008-2010 წლებში ის დაცვის პოლიციაში მუშაობდა, ამის შემდეგ სასჯელაღსრულებაში - გეგუთის მე-14 დაწესებულებაში გადავიდა კონტროლიორად.

როცა ხელისუფლება შეიცვალა, 2012 წლიდან დაატოვებინეს სამსახური და მას მერე უმუშევარია. გრიგოლ ნარსიას ბრალს ხვალ წაუყენებენ. იმის ილუზია არ გვაქვს, რომ გაათავისუფლებენ, მაგრამ აღმკვეთ ღონისძიებად, სავარაუდოდ, წინასწარ პატიმრობას შეუფარდებენ, ხოლო მის ფსიქიკურ მდგომარეობას ექსპერტიზა დაადგენს" - ამბობს ადვოკატი.

ნახეთ ასევე;