პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნარსიას შვილი სარეაბილიტაციო კურსს ჟვანიას კლინიკაში გადის, მას სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ აქვს - ახლა დაკავებული სტრესულ მდგომარეობაშია" - ადვოკატი
"ნარსიას შვილი სარეაბილიტაციო კურსს ჟვანიას კლინიკაში გადის, მას სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ აქვს - ახლა დაკავებული სტრესულ მდგომარეობაშია" - ადვოკატი

ქუ­თა­ის­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ გრი­გოლ ნარ­სი­ას სა­ხის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ნარ­სი­ას ად­ვო­კატ­მა ცი­ცი­ნო ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ად­ვო­კა­ტე­ბი გრი­გოლ ნარ­სი­ას და­ზი­ა­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის და­ნიშ­ვნას მო­ი­თხო­ვენ. ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ კი­დევ ერთი - ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის და­ნიშ­ვნა მო­ი­თხო­ვოს.

"და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­აჟ­ღე­რეს, რომ ნარ­სი­ამ და­კა­ვე­ბი­სას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, ეს ასე არ ყო­ფი­ლა, ნარ­სი­ას და­კა­ვე­ბი­სას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვია, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი კი სწო­რედ და­კა­ვე­ბი­სას მი­ი­ღო. ჩვენ, დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან და­ზი­ა­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რია გა­მო­ვი­თხო­ვეთ და ექ­სპერ­ტი­ზის და­ნიშ­ვნა­საც მო­ვი­თხოვთ. ახლა ის სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. შე­საძ­ლოა, ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ჩა­ტარ­დეს ექ­სპერ­ტი­ზა“, - გა­ნა­ცხა­და ცი­ცი­ნო ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, ბან­კში შეჭ­რის მი­ზე­ზი და­კა­ვე­ბუ­ლის შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა. ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნა და­გეგ­მი­ლი არ ჰქონ­და. ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, მას შემ­დეგ, რაც ნარ­სი­ამ სა­ლა­რო­ში ფული მო­ი­თხო­ვა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მი­ვიდ­ნენ, ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მძევ­ლე­ბი აეყ­ვა­ნა.

"მო­ტივ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. შვი­ლი გუ­ლის მან­კი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 6 თვი­დან მკურ­ნა­ლობს და ახლა 14 წლი­საა, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში გა­დის, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გულ­ზე შუნ­ტი­რე­ბა 6 თვის ასაკ­ში აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად გა­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს. მას სა­ხელ­მწი­ფოს­გან არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არ ჰქო­ნია.

ნარ­სი­ას მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნა და­გეგ­მი­ლი არ ჰქო­ნია, უბ­რა­ლოდ გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა.

  • მი­სი­ვე თქმით, ნარ­სია წარ­სულ­ში სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კონ­ტრო­ლი­ო­რად მუ­შა­ობ­და.

"ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით გე­ტყვით, რომ სა­თა­მა­შო იყო და ნამ­დვი­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა ხელ­ყუმ­ბა­რას, შე­საძ­ლოა, ის სპორ­ტუ­ლი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ია­რაღს, სა­ი­და­ნაც გა­ის­რო­ლა, „სტარ­ტოვ­კა“ იყო, რო­მელ­საც მხო­ლოდ ხმა აქვს. ხელ­ყუმ­ბა­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ი­ღო და სარ­დაფ­ში ჰქონ­და დიდი ხანი და შე­საძ­ლოა, სპორ­ტუ­ლი იყო­სო, თვი­თო­ნაც არაა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, საბ­რძო­ლო არის, თუ არა.

დაც­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, შემ­დეგ, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში - გე­გუ­თის მე-14 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კონ­ტრო­ლი­ო­რი გახ­ლდათ. იქ, 2010 წლი­დან 2012 წლამ­დე მუ­შა­ობ­და“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ, ქუ­თა­ის­ში, 38 წლის გრი­გოლ ნარ­სია, შოთა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ალ­ში შე­იჭ­რა და დიდი ოდე­ნო­ბის თან­ხის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით 14 პირი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა, ის 2 მლნ დო­ლარს ითხოვ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ეტა­პობ­რი­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რის შემ­დე­გაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თავ­დამ­სხმე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გრი­გოლ ნარ­სი­ას ბრალს ხვალ წა­უ­ყე­ნე­ბენ.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედიკა
3

ამას ადვოკატობაც აღარ ქვია, სულ დააჟუილეს რა! "ფული რომ მოითხოვა პოლიცია მივიდა და იძულებით მერე მძევლები აიყვანა, (რა ექნააპპპპა) ზნაჩიტ პოლიციი ბრალია, არ უნდა მისულიყვნენ,,ფულიც უნდა მიეცათ ძმოო და ეთქვათ; ვერტალიოტი რად გინდა ძმოო, ტაქსის გაგიჩერებთ აგერ და წადიოო. ანკესი კი მაგდენა ფული მიგაქ და თავად იყიდე, ნოუუ პრობლემო...

((
5

ყველაფერი ნუ გადაგყავთ რომანტიზმში.გამოფენთ ამათ ფოტოებს და ხალხი სიცილ კისკისით კითხულობს. რა მასკარადებია, რა უბედურებაა ეს. თუა ყაჩაღობა, ყაჩაღს გაბაჩენი უნდა გამოუტანო, თუ მასკარადი და იუმორია, იცინეთ და იღლიცინეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"ნარსიას შვილი სარეაბილიტაციო კურსს ჟვანიას კლინიკაში გადის, მას სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ აქვს - ახლა დაკავებული სტრესულ მდგომარეობაშია" - ადვოკატი

"ნარსიას შვილი სარეაბილიტაციო კურსს ჟვანიას კლინიკაში გადის, მას სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ აქვს - ახლა დაკავებული სტრესულ მდგომარეობაშია" - ადვოკატი

ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას სახის არეში დაზიანებები აქვს.

აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ნარსიას ადვოკატმა ციცინო ბაბუნაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ადვოკატები გრიგოლ ნარსიას დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვენ. ბაბუნაშვილი არ გამორიცხავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ კიდევ ერთი - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვოს.

"დაზიანებები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა ტელევიზიით გააჟღერეს, რომ ნარსიამ დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია, ეს ასე არ ყოფილა, ნარსიას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, დაზიანებები კი სწორედ დაკავებისას მიიღო. ჩვენ, დროებითი დაკავების იზოლატორიდან დაზიანებებთან დაკავშირებით სამედიცინო ისტორია გამოვითხოვეთ და ექსპერტიზის დანიშვნასაც მოვითხოვთ. ახლა ის სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება. შესაძლოა, ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც ჩატარდეს ექსპერტიზა“, - განაცხადა ციცინო ბაბუნაშვილმა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბანკში შეჭრის მიზეზი დაკავებულის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ბაბუნაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მძევლების აყვანა დაგეგმილი არ ჰქონდა. ადვოკატის თქმითვე, მას შემდეგ, რაც ნარსიამ სალაროში ფული მოითხოვა და სამართალდამცავები მივიდნენ, ის იძულებული გახდა, მძევლები აეყვანა.

"მოტივთან დაკავშირებით, ბავშვის ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა. შვილი გულის მანკითაა დაავადებული, რომელიც 6 თვიდან მკურნალობს და ახლა 14 წლისაა, სარეაბილიტაციო კურსს ჟვანიას კლინიკაში გადის, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გულზე შუნტირება 6 თვის ასაკში აქვს გაკეთებული და ჟვანიას კლინიკაში ყოველწლიურად გადის სარეაბილიტაციო კურსს. მას სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ ჰქონია.

ნარსიას მძევლების აყვანა დაგეგმილი არ ჰქონია, უბრალოდ გარემოებიდან გამომდინარე მოხდა“, - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

  • მისივე თქმით, ნარსია წარსულში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონტროლიორად მუშაობდა.

"იარაღთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სათამაშო იყო და ნამდვილი ასაფეთქებელი არ ყოფილა. რაც შეეხება ხელყუმბარას, შესაძლოა, ის სპორტული იყო. რაც შეეხება იარაღს, საიდანაც გაისროლა, „სტარტოვკა“ იყო, რომელსაც მხოლოდ ხმა აქვს. ხელყუმბარაზე განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურიდან წამოიღო და სარდაფში ჰქონდა დიდი ხანი და შესაძლოა, სპორტული იყოსო, თვითონაც არაა დარწმუნებული, საბრძოლო არის, თუ არა.

დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო, შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - გეგუთის მე-14 დაწესებულებაში კონტროლიორი გახლდათ. იქ, 2010 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა“, - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, ქუთაისში, 38 წლის გრიგოლ ნარსია, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა, ის 2 მლნ დოლარს ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გრიგოლ ნარსიას ბრალს ხვალ წაუყენებენ.

ნახეთ ასევე:

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"