ავტორი:

"რომ დავინახეთ, ქალები ძალიან განიცდიდნენ, შევეცადეთ ხუმრობით გაგვენეიტრალებინა სიტუაცია, იმ ადამიანსაც კი ეცინებოდა..." - რას ჰყვებიან ბიჭები ქუთაისიდან, რომლებმაც მძევლობა გამოიარეს?

"რომ დავინახეთ, ქალები ძალიან განიცდიდნენ, შევეცადეთ ხუმრობით გაგვენეიტრალებინა სიტუაცია, იმ ადამიანსაც კი ეცინებოდა..." - რას ჰყვებიან ბიჭები ქუთაისიდან, რომლებმაც მძევლობა გამოიარეს?

"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსია დაკავებულია და ახლა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. სასამართლო მალე იმსჯელებს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. 37 წლის გრიგოლ ნარსია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში ცხოვრობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის მეუღლესთან გაშორებულია და სახლში მარტო ცხოვრობდა. ბრალდებულის დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ არის წასული და თავად ნარსიაც თურმე ხშირად დადიოდა უცხოეთში.

გუშინ, დილით, დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდაპირველად შეიარაღებულ მამაკაცს სამოქალაქო ტანისამოსი ეცვა, მაგრამ ფილიალში შეჭრის შემდეგ მან სამხედრო ფორმა ჩაიცვა. თითქმის 9 საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი ადამიანები მძევლად და პერიოდულად, ისინი ბანკის შენობიდან ვიდეო კადრებს ავრცელებდნენ. მძარცველი რუსულ დროშას, "ენ-კა-ესს", ვერტმფრენს და თავიდან 2 მილიონ დოლარს ითხოვდა, ხოლო დღის ბოლოს - 1.5 მილიონ დოლარს.

მართლაც ურთულესი დღე იყო მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის. ყველა თვალყურს ადევნებდა იქ მიმდინარე პროცესებს და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 9 საათის განმავლობაში გაგრძელდა, საბოლოოდ, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს და ყველა მძევალი უვნებლად გაათავისუფლეს. მათი დაკითხვა გუშინ და დღეს პოლიციის განყოფილებაში გრძელდება.

რამდენიმესაათიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული ადამიანები იმ მძიმე საათებს იხსენებენ და ამბობენ, რომ მალევე გააცნობიერეს, რომ მძევლები იყვნენ. იმ დროს ბანკში იმყოფებოდნენ მეგობრები, ლევან და შალვა ასათიანები. ბიჭებმა გამოძიებას ჩვენება გუშინვე მისცეს და ისიც ცნობილია, რომ მათ ხელები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეკრული ჰქონდათ. სხვებისგან განსხვავებით, ლევან და შალვა ასათიანებმა ბანკის ორ თანამშრომელ გოგონასთან ერთად, მძარცველისგან თავის დაღწევა შეძლეს და მის ტყვეობაში სამი საათი გაატარეს.

ლევან ასათიანი:

- ჩვეულებრივად, რიგის ნომერს ველოდებოდი და ამ დროს შემოვიდა. ფორმა ეცვა, ეგ შევნიშნე. თავიდან ვერ მივხვდი, რა და როგორ მოხდა, ფაქტობრივად, თავიდანვე ლაივში იყო ყველაფერი. სადღაც 10 წუთში გავაცნობიერე, რომ მძევლად ვიყავით აყვანილები. პანიკა იყო, თუმცა თვითონ ცუდად არ გვექცეოდა ეს ადამიანი. ერთმანეთის დახმარების უფლებასაც გვაძლევდა, პანიკა რომ არ შექმნილიყო. ჩვენი მისამართით მუქარა, ან ფიზიკურად შეხება, მსგავსი არაფერი ყოფილა. ითხოვდა თანხას და ასახელებდა, დროის რა მონაკვეთში უნდა მიეტანათ მისთვის.

- როცა ადამიანები ცუდად გახდნენ, ამაზე რა რეაქცია ჰქონდა და ერთმანეთისთვის დახმარების საშუალებას გაძლევდათ?

- როცა დაინახა, ადამიანები ცუდად ხდებოდნენ და პანიკაში იყვნენ, თვითონაც აწყნარებდა და ეხმარებოდა. არ მახსოვს, რომ შეურაცხყოფა მოეყენებინოს ჩვენთვის, ან რამე ზეწოლა მოეხდინა. 112-ში ბანკის თანამშრომელმა დარეკა და მან შეატყობინა ეს ფაქტი. იყო მომენტი, როცა შიში გვქონდა, ეს ბუნებრივია, გაცნობიერებული გვქონდა, რომ მძევლები ვიყავით, მაგრამ შიშს არავინ ავყევით. ერთი ქალბატონი იყო, რომელიც ძალიან ემოციებში იყო, ძალიან ნერვიულობდა. ჩვენ ყველანი ვცდილობდით მის დამშვიდებას და მერე ისიც დაწყნარდა.

- 14 ადამიანი იყავით მძევლად, ის აკონტროლებდა ყველას მოქმედებას?

- არა, ყველას მოქმედებას ვერ აკონტროლებდა და სწორედ ამიტომ მოვახერხეთ და სამართალდამცველებმა შეძლეს თავიდან ჩვენ, 4 ადამიანი იქიდან გამოვსულიყავით. მას ეს გაკონტროლებული რომ ჰქონოდა, იქიდან ვერ გამოვიდოდით. დარბაზიდან არ ჩანდა ის ადგილი, საიდანაც ჩვენ გამოვედით.

- ეს როგორ მოახერხეთ?

- ოთახში მოძრაობის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობარი შალვა არ იყო დარბაზში და მისი ძებნა დავიწყე. მოძრაობის მომენტში შევამჩნიეთ, რომ პოლიციის თანამშრომლები იდგნენ და გვანიშნებდნენ წავსულიყავით კართან და იქიდან გამოვსულიყავით. შენობას ჰქონდა სხვა გასასვლელი და ეს არ იცოდა ეტყობა მძარცველმა. ამ კარის კოდი ეტყობა იცოდა ბანკის თანამშრომელმა გოგონამ და მან ამ ქაოსში მოახერხა აეკრიფა კოდი და კარი გაეხსნა, ამ გზით იქიდან გამოვიდა თვითონ და კიდევ ერთი გოგონა, რის შემდეგ ჩემი მეგობარი და მეც გამოვედი პოლიციის დახმარებით. ანუ ჩვენ წინ ორი ადამიანი იყო გასული და ის ამას ვერ მიხვდა, მერე ჩვენ რომ გავედით, უკვე მიხვდა სხვა გასასვლელი რომ იყო და შიგნით დაძაბულობა წავიდა. ის უფრო რთული კადრები რომ აჩვენეს, ეს ჩვენს შემდეგ არის გადაღებული. ჩვენ მძევლად აყვანიდან სადღაც 3 საათში გამოვედით იქიდან. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: