მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

26

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:01-ზე, მთვარე ლომშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიურია თავის უკანა ნაწილი და ყურები. შეგიძლიათ მიირთვათ ცხარე საკვები, სანელებლები, ხორცი. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა,
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამამ მასწავლა, თუ გოგონა სექსთან დაკავშირებით დარწმუნებული არ არის, უნდა გაჩერდე..." - მეთიუ მაკკჰონაჰი მძიმე წარსულსა და ძალადობაზე
"მამამ მასწავლა, თუ გოგონა სექსთან დაკავშირებით დარწმუნებული არ არის, უნდა გაჩერდე..." - მეთიუ მაკკჰონაჰი მძიმე წარსულსა და ძალადობაზე

52 წლის მსა­ხი­ო­ბი, მე­თიუ მა­კკო­ნა­ჰი "The Conversation with Amanda de Cadenet"-ის შოუს ეწ­ვია და თა­ვის წარ­სულ­ზე გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა. მე­თი­უს თქმით, როცა არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო, ორ­ჯერ გახ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ ეს მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი ნდო­ბას ვერ და­ა­კარ­გი­ნებს.

მა­კკო­ნა­ჰიმ მას­ზე ძა­ლა­დო­ბის ორი­ვე შემ­თხვე­ვა, პირ­ვე­ლად, სა­კუ­თარ მე­მუ­ა­რებ­ში აღ­წე­რა, რო­მე­ლიც შარ­შან გა­მოს­ცა. მა­კკო­ნა­ჰი ამ­ბობს, რომ სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ტრავ­მას ვერ გა­ექ­ცე­ვა:

"ეს მოხ­და. მე ხომ არ უარ­ვყოფ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი თავს გა­დამ­ხდა?! არა. ეს სი­მა­ხინ­ჯე იყო“,- ასე იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი თავს გა­დახ­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბას და ჰყვე­ბა თუ რო­გორ და­ი­თან­ხმეს სექსზე შან­ტა­ჟის გზით.

რო­გორც მსა­ხი­ო­ბი ყვე­ბა, 18 წლის იყო, როცა სას­მელ­ში წა­მა­ლი ჩა­უ­ყა­რეს, გა­თი­შეს, ჩას­ვეს მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში, შემ­დეგ კი სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­დეს.

მე­თი­უს თქმით, ამ შემ­თხვე­ვებს გო­გო­ნებ­თან ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია. რო­გორც 52 წლის მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბაც არ დას­ჭირ­ვე­ბია, თუმ­ცა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

მა­კკო­ნა­ჰიმ მის ჯენტლმე­ნად აღ­ზრდა­ში მშობ­ლე­ბის და კონ­კრე­ტუ­ლად მა­მის დიდ როლ­ზეც ისა­უბ­რა. მშობ­ლებ­მა პა­ტა­რა­ო­ბა­ში­ვე ას­წავ­ლეს "ფი­ზი­კუ­რი სი­ახ­ლო­ვის შე­სა­ხებ პარტნი­ო­რის სურ­ვი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და პი­რა­დი სივ­რცის პა­ტი­ვის­ცე­მა“.

"მა­მამ დამ­სვა და მი­თხრა - შვი­ლო, თუ იმ­გავრ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოხ­ვდი, რომ გო­გო­ნა სექსთან და­კავ­ში­რე­ბით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ არის, უნდა გა­ჩერ­დე. უკან რომ და­ი­ხევ, შე­საძ­ლოა, თვი­თონ იაქ­ტი­უ­როს და გი­თხრას, რომ თვი­თო­ნაც სურს ეს, მაგ­რამ შენ არა­ფე­რი ქნა და შემ­დეგ ჯერს და­ე­ლო­დე.“

მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ მა­მის ეს რჩე­ვა მო­მა­ვალ­ში ბევ­რჯერ დახ­მა­რე­ბია.

მე­თიუ მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებ­თან ერ­თად

მე­თიუ მა­კკო­ნა­ჰი კა­მი­ლა ალ­ვეს­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ისი­ნი 2012 წელს შე­უღლდნენ და სამი შვი­ლი ჰყავთ: 14 წლის ლევი, 12 წლის ვიდა და 9 წლის ლი­ვინგსტო­ნი.

წყა­რო: foxnews

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
1

მაგენი წლობით ცხოვრობენ ერთად, აჩენენ შვილებს და თუ მოუნდებათ მერე ქორწინდებიან. 

...
3

როგორი 'საინტერესო' თემებია.. პირდაპირ ხალხის განათლებაზე ზრუნავს ჩვენი ვაი-მედია.. ეეჰ, ჩვენი ბრალი.. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში
ავტორი:

"მამამ მასწავლა, თუ გოგონა სექსთან დაკავშირებით დარწმუნებული არ არის, უნდა გაჩერდე..." - მეთიუ მაკკჰონაჰი მძიმე წარსულსა და ძალადობაზე

"მამამ მასწავლა, თუ გოგონა სექსთან დაკავშირებით დარწმუნებული არ არის, უნდა გაჩერდე..." - მეთიუ მაკკჰონაჰი მძიმე წარსულსა და ძალადობაზე

52 წლის მსახიობი, მეთიუ მაკკონაჰი "The Conversation with Amanda de Cadenet"-ის შოუს ეწვია და თავის წარსულზე გულახდილად ისაუბრა. მეთიუს თქმით, როცა არასრულწლოვანი იყო, ორჯერ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ამბობს, რომ ეს მძიმე გამოცდილება ადამიანებისადმი ნდობას ვერ დააკარგინებს.

მაკკონაჰიმ მასზე ძალადობის ორივე შემთხვევა, პირველად, საკუთარ მემუარებში აღწერა, რომელიც შარშან გამოსცა. მაკკონაჰი ამბობს, რომ სურვილის მიუხედავად, ტრავმას ვერ გაექცევა:

"ეს მოხდა. მე ხომ არ უარვყოფ, რომ ეს ყველაფერი თავს გადამხდა?! არა. ეს სიმახინჯე იყო“,- ასე იხსენებს მსახიობი თავს გადახდენილ ძალადობას და ჰყვება თუ როგორ დაითანხმეს სექსზე შანტაჟის გზით.

როგორც მსახიობი ყვება, 18 წლის იყო, როცა სასმელში წამალი ჩაუყარეს, გათიშეს, ჩასვეს მანქანის საბარგულში, შემდეგ კი სექსუალურად იძალადეს.

მეთიუს თქმით, ამ შემთხვევებს გოგონებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში მისთვის ხელი არ შეუშლია. როგორც 52 წლის მსახიობი ამბობს, ფსიქოლოგის დახმარებაც არ დასჭირვებია, თუმცა ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში ეხმარებოდნენ მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები.

მაკკონაჰიმ მის ჯენტლმენად აღზრდაში მშობლების და კონკრეტულად მამის დიდ როლზეც ისაუბრა. მშობლებმა პატარაობაშივე ასწავლეს "ფიზიკური სიახლოვის შესახებ პარტნიორის სურვილის გათვალისწინება და პირადი სივრცის პატივისცემა“.

"მამამ დამსვა და მითხრა - შვილო, თუ იმგავრ სიტუაციაში მოხვდი, რომ გოგონა სექსთან დაკავშირებით დარწმუნებული არ არის, უნდა გაჩერდე. უკან რომ დაიხევ, შესაძლოა, თვითონ იაქტიუროს და გითხრას, რომ თვითონაც სურს ეს, მაგრამ შენ არაფერი ქნა და შემდეგ ჯერს დაელოდე.“

მსახიობი ამბობს, რომ მამის ეს რჩევა მომავალში ბევრჯერ დახმარებია.

მეთიუ მეუღლესა და შვილებთან ერთად

მეთიუ მაკკონაჰი კამილა ალვესზეა დაქორწინებული. ისინი 2012 წელს შეუღლდნენ და სამი შვილი ჰყავთ: 14 წლის ლევი, 12 წლის ვიდა და 9 წლის ლივინგსტონი.

წყარო: foxnews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა