საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას "ერთა ლიგის" მატჩებისთვის ემზადება.
პირველი შეხვედრა 23 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩის მიმართ საზოგადოებაში დიდი მოლოდინია, ამას ისიც მოწმობს, რომ ეროვნული სტადიონის ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა.
ნაკრები სრული შემადგენლობით ემზადება. ვარჯიშის ამსახველ ფოტოებს კი გულშემატკივარს სოციალურ ქსელში უზიარებენ.
როგორც ფოტოებიდან ჩანს ნაკრებში შესანიშნავი განწყობაა, ფეხბურთელები ენთუზიაზმითა და ღიმილით ემზადებიან თამაშისთვის.