"ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც ბაქანზე ადამიანები დარჩნენ" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განუცხადა.
"მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. მხოლოდ ახმეტელის თეატრთან და ვარკეთილის მეტროს შესასვლელთან დგას რიგები. მეტროს ვაგონები ბაქანზე არსებულ ყველა მგზავრს ემსახურება, ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როცა მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანი დარჩა. ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც ბაქანზე ადამიანები დარჩნენ.
ანალოგიურია სადგურის მოედანზე, გადასასვლელში მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, შესაბამისად, ისინი საცობს ქმნიან, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და პრობლემა გვირაბს გამტარუნარიანობას ექმნება“ - განმარტავს წილოსანი.
თავკომბალად იქცა თბილისი და ეს მარტო ამათი დამსახურება არაა. ესენი კარგად აგრძელებან ამ მიმართულებით ცუდად დაწყებულ საქმეს. ქალაქში ადგილი აღარ დარჩა ფეხის დასადგმელი, ყველგან საცხოვერებელი კორპუსია, შესაბამისად ამან გაართულა გადაადგილება. ყველაფერ ამას ემატება: ყოველ ფეხის ნაბიჯზე ზებრა, (მაგალითა იუსტიციის სახლთან როცა ზემოთ გადასასვლელია კიდე ზებრა რაღა საჭიროა და ასეთი ადგილი ძაან ბევრი გაკეთდა ქალაქში), ველობიკიკებით შევიწროებული მარჯვენა სანაპირო, ველობილიკებით სადაც ალბათ თვის განმავლობაში 20 ველოსიპედისტი თუ გაივლის, ყოველ შემთხვევაში მე არ დამინახია არასდროს ველოსიპედისტი მაგ ველობილიკზე. უაზრო კუნძულები რომლებმაც საშინლად შეავიწროვა მანქანის სავალი ნაწილი, ვაკე ხომ ეტალონია იმისა თუ როგორ არ უნდა დაგეგმო სატრანსპორტო გადაადგილება ქუჩაზე და ალბათ მაგას ქეთევან წამებულის გამზირიც დაემატება მალე. მოკლედ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საუბრობს ხალხი რომლებსაც მეტროში და ავტობუსში პლასტიკური ბარათით როგორ იმგზავროს იმაზე არ აქვს წამოდგენა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად სარგებლობაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ანუ ხალხი გვასწავლის ჭკუას ,,ისარგებლეთ საზოგედოებრივი ტრანსპორტითო'' და თვითონ საკუთარი თავი ამ ამპლუაში კატეგორიულად არ წამოუდგენია. დასვკნა თქვენ გააკეთეთ.
ეს გაცილებით დიდი პრობლემაა ვიდრე მხოლოდ მეტროსი ან ზოგადად მუნიციპალური ტრანსპორტის. მთელი ქვეყანა რომ ერთ ქალაქში ცხოვრობს ეს არის პრობლემა და არანაირი ნაბიჯები რო არ იდგმება ამ პრობლემის გადასაჭრელად.იმ ავვადსახსენებელი ნაცების დროსაც კი იყო რაღაც მცდელობები, თუნდაც მახინჯური მაგრამ იყო. პარლამენტის გადატანა, რკინიგზის გადატანა და ა.შ. და ეხლა რა კეთდება ამ მიმართულებით? ისე, ხალხი უმუშევარია და გარბის ქვეყნიდანო და ეს ამდენი უმუშევარი ხალხი სად მიდის ყოველ დილით ხო არ იციან ნაცებმა?