ავტორი:

ვისი ცხვირ-პირის გაერთიანება სურს პუგაჩოვას და რას აცხადებს სიმონიანი - "გალკინმა შეურაცხყოფა მიაყენა ტიგრანს, მაგრამ გავჩუმდით, რადგან ქრისტიანები ვართ"

ვისი ცხვირ-პირის გაერთიანება სურს პუგაჩოვას და რას აცხადებს სიმონიანი - "გალკინმა შეურაცხყოფა მიაყენა ტიგრანს, მაგრამ გავჩუმდით, რადგან ქრისტიანები ვართ"

ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნების შემდეგ ხმაურიან განცხადებებს არ ერიდება. მას შემდეგ, რაც პრიმადონას მეუღლე მაქსიმ გალკინი 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხოეთის აგენტად იქნა შერაცხული, მომღერალმა განაცხადა, - ვითხოვ, ჩემი საყვარელი ქვეყნის უცხოელი აგენტების რიგებში შემიყვანოთ, რადგან სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს მეუღლესო...

1 - ელ სექტემბერს პრიმადონამ მედიასთან განაცხადა, რომ მოსკოვში ბევრი რამის გაკეთება სურს, მათ შორის, ერთი ადამიანისთვის ცხვირ-პირის გაერთიანება. ამის მერე რუსულ პრესაში დაიწყეს ვარაუდების გამოთქმა, თუ ვის "ემუქრებოდა" პუგაჩოვა. ერთ-ერთ ვერსიად მარგარიტა სიმონიანიც დაასახელეს.

კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი კი ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვის გულისხმობს - მას თუ მის მეგობარს, კრემლის კიდევ ერთ პროპაგანდისტ ვლადიმერ სალავიოვს.

"ალა ბორისოვნა, სიტყვის თავისუფლება ის არის, როდესაც საკუთარი აზრის გამოხატვისთვის ადამიანს არ ემუქრებიან "სახის გაერთიანებით". მეტსაც გეტყვით, როდესაც რამდენიმე წლის წინ შენმა მეუღლემ ჩემს მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენა, არაფერი მიპასუხია. შემეძლო, მაგრამ არ გავაკეთე, ტიგრანი მეხვეწებოდა, ეს არ გამეკეთებინა. გალკინმა პროვოკაციულად შეურაცხყოფა მიაყენა ტიგრანს და ჩვენ, ალა ბორისოვნა, გავჩუმდით, რადგან ზრდილობიანი, კეთილგანწყობილი ხალხი ვართ, ქრისტიანები. წლები ვდუმდით, ვიდრე შენმა ქმარმა არ დაიწყო ჩემი სამშობლოს, ჩვენი ჯარის ჭუჭყში გასვრა..." - აცხადებს სიმონიანი.

რამდენიმე წლის წინ მაქსიმ გალკინმა ტიგრან კესოიანი გააკრიტიკა და მის გადაცემას НТВ - ზე უხამსი უწოდა, რომელშიც იუმორის ნატამალი არ იყო.