სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის რა სურს და ვინ რას ცდილობს სამხრეთ კავკასიაში: რუსული გავლენა სუსტდება, თურქეთი - ძლიერდება - ამ ძალთა ახალ ბალანსში რა უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკური ამოცანა?
ვის რა სურს და ვინ რას ცდილობს სამხრეთ კავკასიაში: რუსული გავლენა სუსტდება, თურქეთი - ძლიერდება - ამ ძალთა ახალ ბალანსში რა უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკური ამოცანა?

გა­სულ კვი­რას აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა, შე­ტა­კე­ბებს რო­გორც ერთი, ისე მე­ო­რე მხრი­დან ათო­ბით სამ­ხედ­რო ემსხვერ­პლა. ამ პრო­ცე­სე­ბის შემ­დეგ, ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა აშშ-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სპი­კე­რის ნენ­სი პე­ლო­სის სომ­ხეთ­ში ვი­ზი­ტი, რომ­ლის დრო­საც გა­ნა­ცხა­და, - ვა­შინგტონს სურს და­ეხ­მა­როს და მხა­რი და­უ­ჭი­როს სომ­ხეთს დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და ავ­ტოკ­რა­ტი­ას შო­რის გლო­ბა­ლურ ბრძო­ლა­შიო. ერე­ვან­ში პე­ლო­სიმ თქვა, რომ მის ვი­ზიტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს "აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნო და სა­სიკ­ვდი­ლო თავ­დას­ხმე­ბის“ შემ­დეგ, რა­საც სა­სა­ზღვრო შე­ტა­კე­ბე­ბი და 200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა მოჰ­ყვა. "ჩვენ მკაც­რად ვგმობთ ამ თავ­დას­ხმებს. ეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის მიერ იყო ინი­ცი­რე­ბუ­ლი და ეს უნდა ვა­ღი­ა­როთ“, - თქვა პე­ლო­სიმ...

ნენ­სი პე­ლო­სი ერე­ვან­ში

დღეს, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ზე რუ­სე­თის გავ­ლე­ნის შე­სუს­ტე­ბის ფონ­ზე, ყვე­ლა ანა­ლი­ტი­კო­სი ცალ­სა­ხად აყა­ლი­ბებს ალი­ე­ვის სტრა­ტე­გი­ულ მიზ­ნებს - დე­ო­კუ­პა­ცია და ზან­გე­ზუ­რის კო­რი­დორ­ზე კონ­ტრო­ლის მო­პო­ვე­ბა, ნა­ხ­ჭე­ვან­ზე და შემ­დგომ თურ­ქეთ­ზე გას­ვლა.

სომ­ხე­თი კი აშკრად ცდი­ლობს, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლდეს რუ­სე­თის დამ­ღუპ­ვე­ლი გავ­ლე­ნის­გან და სწო­რედ და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით შე­ე­ცა­დოს სა­გა­რეო-პო­ლი­ტი­კუ­რი ვექ­ტო­რის გან­სა­ზღვრას. პე­ლო­სის ვი­ზი­ტის პირ­ვე­ლი შე­დე­გიც ჩანს, რო­გორც ირ­კვე­ვა, სომ­ხეთ­მაც შე­წყვი­ტა რუ­სუ­ლი გა­დახ­დის სის­ტე­მა "მი­რის" ბა­რა­თე­ბის მი­ღე­ბა.

რას მი­ი­ღებს ან რა სურს მი­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლომ რე­გი­ონ­ში ძალ­თა ბა­ლან­სის ცვლი­ლე­ბი­სას, ამა­ზე პა­სუ­ხი ჯერ არ გვაქვს. ანა­ლი­ტი­კო­სებ­საც უჭირთ იმის თქმა, რა არის ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნე­ბი, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ან უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა პრო­ცეს­ში, როცა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, რე­გი­ონ­ში რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნა სუს­ტდე­ბა, თურ­ქე­თი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის პო­ზი­ცი­ე­ბი კი - ძლი­ერ­დე­ბა.

რო­გორ შე­იც­ვლე­ბა ძალ­თა ბა­ლან­სი რე­გი­ონ­ში და რა როლი აქვს ამ პრო­ცე­სებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს, ამ კი­თხვებ­ზე ambebi.ge - ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, GIPA-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე პა­სუ­ხობს.

"ჩემი აზ­რით, ნენ­სი პე­ლო­სის ვი­ზი­ტი სომ­ხეთ­ში, არა მხო­ლოდ სა­გა­რეო ას­პექ­ტი, არა­მედ შიდა მოხ­მა­რე­ბის სა­გა­ნიც იყო ამე­რი­კის­თვის. ვი­ნა­ი­დან იქ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სომ­ხუ­რი თემი ცხოვ­რობს და არ­ჩევ­ნე­ბიც ახ­ლოვ­დე­ბა, მათი კე­თილ­გან­წყო­ბა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. აქ, რა თქმა უნდა, არის რამ­დე­ნი­მე ას­პექ­ტი. პირ­ვე­ლი ის, რომ მარ­ტო რუ­სე­თის რე­გი­ო­ნი­დან გას­ვლა კი არ არის რე­ა­ლო­ბა, არა­მედ თა­ვად სომ­ხე­ბი ხე­და­ვენ, რომ გა­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ შე­იძ­ლე­ბა იყოს ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რის მო­ძი­ე­ბა­ში. რად­გან მსოფ­ლი­ო­ში იც­ვლე­ბა გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია, რუ­სე­თი მარ­ცხდე­ბა და მას აღარ შეს­წევს საკ­მა­რი­სი უნა­რი, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ერ­თპი­როვ­ნუ­ლად გა­და­წყვი­ტოს სი­ტუ­ა­ცია, რა თქმა უნდა, ამე­რი­კა ამ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვის დო­მი­ნა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას და სა­მარ­თლებ­რი­ვი პრინ­ცი­პე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად დაც­ვას ცდი­ლობს. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მას ყა­რა­ბაღ­თან მი­მარ­თე­ბით რა­ღა­ცა ან­ტი­ა­ზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი გან­წყო­ბა ექ­ნე­ბა, არა­მედ იმას, რომ სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ მას ექ­ნე­ბა შე­და­რე­ბით პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია. რა თქმა უნდა, ამე­რი­კა იტყვის, რომ სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცია უნდა მოხ­დეს, მაგ­რამ, მა­გა­ლი­თად, ზან­გე­ზუ­რის დე­რე­ფან­ზე დათ­მო­ბას­თან ან იძუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აზერ­ბა­ი­ჯანს არ მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ იმოქ­მე­დოს, ეს არის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვას, ამე­რი­კის­თვის, რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სამ­ხრეთ კავ­კა­სია და იქ ნე­ბის­მი­ე­რი პარტნი­ო­რი, მაგ­რამ არ დაგ­ვა­ვი­წყდეს ის ფაქ­ტო­რიც, რომ თა­ვად აზერ­ბა­ი­ჯანს ხელ­ში უჭი­რავს მთა­ვა­რი გა­სა­ღე­ბი - ენერ­გე­ტი­კა, შე­სა­ბა­მი­სად, აშშ-ს ბევ­რი ლა­ვი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს. ამე­რი­კის­თვის მი­სა­ღე­ბი და ჭკუ­ას­თან ახ­ლოს იქ­ნე­ბო­და ის, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში სა­მი­ვე სა­ხელ­მწი­ფო სტა­ბი­ლუ­რი იყოს.

ვერ ვი­ტყვი იმას, რომ რუ­სე­თი რე­გი­ო­ნი­დან უცებ გავა, ის სომ­ხეთ­ზე გავ­ლე­ნას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და რე­გი­ონ­ში მყა­რად დგას, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, აქ უფრო ძლი­ე­რად არის და იქ­ნე­ბა კი­დეც წარ­მოდ­გე­ნი­ლი თურ­ქე­თი. ის კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა ად­გილ­ზე ისე­ვე, რო­გორც გა­იზ­რდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­გავ­ლე­ნე­ბი, თუმ­ცა არა იმ­დე­ნად, რომ რე­გი­ონ­ში კრი­ტი­კუ­ლად შე­იც­ვა­ლოს სუ­რა­თი. ამ ეტაპ­ზე რუ­სე­თის გას­ვლა-არ­გას­ვლა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმ­დე­ნად არ არის რე­გი­ონ­ში სხვა ძა­ლის შე­მოს­ვლა­ზე, რამ­დე­ნა­დაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია რუ­სე­თის მარ­ცხის ხა­რისხზე უკ­რა­ი­ნა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ობი­ექ­ტუ­რე­ბი რომ ვი­ყოთ, უნდა ვთქვათ, რომ რაც უფრო სუს­ტდე­ბა რუ­სე­თი, მით უფრო ძლი­ერ­დე­ბა სხვა - ესაა ლო­გი­კა და არა ის, რომ ისი­ნი (და­სავ­ლე­თი და თურ­ქე­თი) თა­ვი­სი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით მოქ­მე­დე­ბენ და მათ კავ­კა­სი­ა­ში შორ­სმი­მა­ვა­ლი გათ­ვლი­ლი გეგ­მე­ბი აქვთ. რა თქმა უნდა, მათ აქვთ თა­ვი­ან­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ენერ­გე­ტი­კას­თან მი­მარ­თე­ბით, ენერ­გო­პო­ლი­ტი­კას სჭირ­დე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი გაზი და ნავ­თო­ბი, ამი­ტომ ლო­გი­კუ­რია, რომ რუ­სე­თის და­სუს­ტე­ბას­თან ერ­თად, და­სავ­ლე­თი რე­გი­ონ­ში უფრო მეტ კავ­ში­რებს ამ­ყა­რებს“.

იმა­ზე, თუ რა როლი, სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნე­ბი ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ონ­ში ძალ­თა ბა­ლან­სის ცვლი­ლე­ბი­სას, სპე­ცი­ა­ლის­ტი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ეძ­ლე­ვა ამო­სუნ­თქვის და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ რუ­სე­თის და­სუს­ტე­ბას­თან ერ­თად იგი გაძ­ლი­ერ­დეს იმ­დე­ნად, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, არა მხო­ლოდ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყოს მყარ პო­ზი­ცი­ა­ზე, არა­მედ ზო­გა­დად, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მისი პო­ზი­ცი­ე­ბი გამ­ყარ­დეს.

"პირ­ველ რიგ­ში, ამ ახალ ძალ­თა ბა­ლან­სში სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნა უნდა იყოს ჩვე­ნი რო­ლის პოვ­ნა მაქ­სი­მა­ლუ­რად, ის, რომ ჩვენც და­ვა­ბა­ლან­სოთ სხვა. აქ ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ძვე­ლი აქ­ტო­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა, თუ ახა­ლი აქ­ტო­რის შე­მოს­ვლა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, არ ნიშ­ნავს ჩვენ­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღალ ხა­რისხს, არა­მედ ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლოა ერთი გა­მოწ­ვე­ვა მო­ეხ­სნას (ამ შემ­თხვე­ვა­ში შემ­ცირ­დეს ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი საფრ­თხე რუ­სე­თი­დან), მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ რიგი პრობ­ლე­მე­ბი­სა გა­და­იჭ­რას. პი­რი­ქით, ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ახლა ეძ­ლე­ვა ამო­სუნ­თქვის და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ რუ­სე­თის და­სუს­ტე­ბას­თან ერ­თად, იგი გაძ­ლი­ერ­დეს იმ­დე­ნად, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით არა მხო­ლოდ რუ­სე­თის შე­სა­კა­ვებ­ლად და რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბით იყოს მყარ პო­ზი­ცი­ა­ზე, არა­მედ ზო­გა­დად სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მისი პო­ზი­ცი­ე­ბი იყოს მყა­რი. ამას­თა­ნა­ვე, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის ახლა შე­და­რე­ბით მეტი და­ძა­ბუ­ლო­ბა არ­სე­ბობს, სა­ქარ­თვე­ლოს ესეც ხელს აძ­ლევს ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ი­ღოს გარ­კვე­უ­ლი სარ­გე­ბე­ლი და ორი­ვეს უკარ­ნა­ხოს სა­კუ­თა­რი დღის წეს­რი­გი, ვი­ნა­ი­დან ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფოს­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს“.

თენ­გიზ ფხა­ლა­ძე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტი:

"სომ­ხეთს აქვს მცდე­ლო­ბა, რუ­სეთს და­აღ­წი­ოს თავი, თუმ­ცა რუ­სუ­ლი სა­ცე­ცე­ბი სომ­ხეთ­ში იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, ეს ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა, ვხე­დავთ, რომ ფა­ში­ნი­ა­ნი არა­ერთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ხვდე­ბა. აქ რამ­დე­ნი­მე გან­ზო­მი­ლე­ბაა:

1. ძა­ლი­ან რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აზერ­ბა­ი­ჯან­თან და თუ სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბა არ იქნა მიღ­წე­უ­ლი, მა­შინ ვე­რა­ნა­ირ რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნი­დან გა­მოს­ვლა­ზე სა­უ­ბა­რი ვერ იქ­ნე­ბა.

2. სომ­ხეთ- თურ­ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი - გარ­და პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მი­სა, არ­სე­ბობს ქვეყ­ნის შიგ­ნით საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ფილტრა­ცია რო­გორც პო­ლი­ტი­კურ, ასე­ვე ბიზ­ნეს­წრე­ებ­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­მო­ად­გენს მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვას ფა­ში­ნი­ა­ნის­თვის.

სომ­ხე­თი ცდი­ლობს შე­ა­სუს­ტოს მა­ინც რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნა. ნენ­სი პე­ლო­სის იქ ჩას­ვლა, რა საკ­ვირ­ვე­ლია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვფიქ­რობ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ყუ­რა­დღე­ბა­მი­საქ­ცე­ვია გუ­შინ­დე­ლი შეხ­ვედ­რაც, რო­მე­ლიც სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს შო­რის აშშ-ს პირ­და­პი­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­ი­მარ­თა. ნა­თე­ლია, რომ და­სავ­ლე­თი ცდი­ლობს თა­ვი­სი ხელი შე­აშ­ვე­ლოს ამ სამ­შვი­დო­ბო მცდე­ლო­ბებს (იყო არა ერთი ინი­ცი­ა­ტი­ვა, მათ შო­რის, ტყვე­ე­ბის გაც­ვლის შე­სა­ხებ), მთა­ვა­რია, ეს გაგ­რძელ­დეს და ისე, რომ მას­ში ნაკ­ლე­ბად ჩა­ე­რი­ოს რუ­სე­თი, ესაა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი. ამო­ცა­ნა რთუ­ლია, მაგ­რამ არა - შე­უს­რუ­ლე­ბა­დი“.

თენ­გიზ ფხა­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ეძ­ლე­ვა იმის შან­სი, რომ სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა სწო­რად წარ­მარ­თოს, რო­მე­ლიც მას რე­გი­ო­ნულ ჰა­ბად აქ­ცევს და ამ კონ­ტექ­სტში ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რედ იმ უპი­რა­ტე­სო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რა­საც ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა ჰქვია.

"სომ­ხე­თი თუ რე­ა­ლუ­რად აღ­წევს თავს რუ­სულ გავ­ლე­ნას და იხ­სნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯან­თან, ასე­ვე - თურ­ქეთ­თან, ამას რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა შე­მო­აქვს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ყვე­ლას გვეძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ეს რე­გი­ო­ნი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს პო­ლი­ტი­კურ ერ­თე­უ­ლად. კავ­კა­სი­უ­რი ერ­თო­ბა რომ არ შემ­დგა­რი­ყო ისე, რო­გორც შედ­გა ბალ­ტი­უ­რი ერ­თო­ბა, ამის­თვის რუ­სეთ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა. დღეს რომ ასე­თი უნი­კა­ლუ­რი შან­სი რე­ა­ლუ­რად შედ­გეს - ეს ქვეყ­ნე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რად ერთ სიბ­რტყე­ში იყ­ვნენ, ასე­თი რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია და ყვე­ლას­თვის კარ­გი იქ­ნე­ბო­და.

სა­ქარ­თვე­ლომ უნდა აჩ­ვე­ნოს, რისი შე­თა­ვა­ზე­ბა შე­უძ­ლია ამ სა­ერ­თო კა­ლა­თა­ში და ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად სწრა­ფად და რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ქვე­ყა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს როლი და ამო­ცა­ნა ისაა, რომ იყოს უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, უფრო მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი, უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე და მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კონ­კუ­რენ­ცია თა­ვის­თა­ვად იზ­რდე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს უნდა ჰქონ­დეს რა­ღაც შე­სა­თა­ვა­ზე­ბე­ლი. მხო­ლოდ ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნი და ბაქო-თბი­ლი­სი-ერზრუ­მი ამის­თვის საკ­მა­რი­სი არ არის. სა­ჭი­როა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, პორ­ტე­ბის, სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­სპორ­ტის და მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა სწო­რად, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნულ ჰა­ბად აქ­ცევს. ეს შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთი გზით მოხ­დეს - ჩვენ თუ ვიქ­ნე­ბით უფრო გამჭვირ­ვა­ლე, უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, უფრო რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლი და ამ კონ­ტექ­სტში ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რედ იმ უპი­რა­ტე­სო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რა­საც ჰქვია ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა. სწო­რედ ევ­რო­კავ­შირ­თან ამ ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს აძ­ლევს გან­სა­კუთ­რე­ბულ უპი­რა­ტე­სო­ბას, რაც სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორც ქვეყ­ნე­ბის­თვის, ისე ბიზ­ნე­სი­სათ­ვის. ამას ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბა. ისევ იმით თუ დავ­კავ­დით, რი­თიც ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი, არა­ფე­რი გა­მო­ვა".

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 70 წლის
1

ყოველთვის მიკვირდა და ახლაც მიკვირს ის, რომ მიუხედავად აშშ-ში სომხური ლობის სიძლიერისა, სომხეთის ყველა პოსტ საბჭოთა ხელისუფლებას ახლო და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან. დიდი ალბათობით ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თურქეთის ფაქტორით, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს.

წარსულში ეს შეიძლება გამოწვეული იყო აშშ-ის ნაკლები დაინტერესებით ამ რეგიონის მიმართ. მაგრამ რამოდენიმე დღის უკან პილოსის ერევანში ჩასვლისა და ძალიან პირდაპირი განცხადებით და აზერბაიჯანის დადანაშაულებით წარმოქმნილ კონფლიქტთან დაკავშირებით შეიძლება ძალიან ბევრი რამე შეიცვალოს, დაწყებული არსებული კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებიდან, დამთავრებული ახალი ომის დაწყებით.

აზერბაიჯანი და მასთან მდგომი მისი მეგობარი და ძმა (ერდოღანის განცხადებით) თურქეთი თავიანთი ინტერესების გასატარებლად, რომელიც პირველ რიგში გამოიხატება ზანგეზურის დერეფნის გახსნაში, რაც აზერ­ბა­ი­ჯანს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ხმე­ლე­თით და­უ­კავ­შირ­დეს ნა­ხ­ჭე­ვან­სა და თურ­ქეთს.

აქ ძალზე საინტერესოა ირანის პოზიცია, რომელიც თანხვედრაშია სომხეთის ინტერესებთან და რომელმაც პირდაპირ განაცხადა მისთვის ყველანაირი დახმარების გაწევა, რაც პირადად ჩემთვის გაუგებარია.

ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში და აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისათვის.

ასევე, ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს თურქეთი და ირანი, რომლებიც ასე თუ ისე მხარეებს წარმოადგენენ.

Akaki
127

ილუზიებში ნურავინ გაეხვევა, რუსეთი არ დასუსტებულა! თუ უკრაინას რუსეთი ,,დატოვებს,, მაშინ ამერიკამ ინგლისმა და ევროპამ უკრაინის სანაცვლოდ უკეთესი ვარიანტი უნდა შესთავაზონ. აი ამ სიტუაციაში რუსეთის მარცხი ს ა ს ა ც ი ლ ო ა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ვის რა სურს და ვინ რას ცდილობს სამხრეთ კავკასიაში: რუსული გავლენა სუსტდება, თურქეთი - ძლიერდება - ამ ძალთა ახალ ბალანსში რა უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკური ამოცანა?

ვის რა სურს და ვინ რას ცდილობს სამხრეთ კავკასიაში: რუსული გავლენა სუსტდება, თურქეთი - ძლიერდება - ამ ძალთა ახალ ბალანსში რა უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკური ამოცანა?

გასულ კვირას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა, შეტაკებებს როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან ათობით სამხედრო ემსხვერპლა. ამ პროცესების შემდეგ, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის სომხეთში ვიზიტი, რომლის დროსაც განაცხადა, - ვაშინგტონს სურს დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაშიო. ერევანში პელოსიმ თქვა, რომ მის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს "აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ, რასაც სასაზღვრო შეტაკებები და 200-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. "ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ეს უნდა ვაღიაროთ“, - თქვა პელოსიმ...

ნენსი პელოსი ერევანში

დღეს, სამხრეთ კავკასიაზე რუსეთის გავლენის შესუსტების ფონზე, ყველა ანალიტიკოსი ცალსახად აყალიბებს ალიევის სტრატეგიულ მიზნებს - დეოკუპაცია და ზანგეზურის კორიდორზე კონტროლის მოპოვება, ნახჭევანზე და შემდგომ თურქეთზე გასვლა.

სომხეთი კი აშკრად ცდილობს, რომ გათავისუფლდეს რუსეთის დამღუპველი გავლენისგან და სწორედ დასავლეთთან ურთიერთობით შეეცადოს საგარეო-პოლიტიკური ვექტორის განსაზღვრას. პელოსის ვიზიტის პირველი შედეგიც ჩანს, როგორც ირკვევა, სომხეთმაც შეწყვიტა რუსული გადახდის სისტემა "მირის" ბარათების მიღება.

რას მიიღებს ან რა სურს მიიღოს საქართველომ რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილებისას, ამაზე პასუხი ჯერ არ გვაქვს. ანალიტიკოსებსაც უჭირთ იმის თქმა, რა არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი და ამოცანები, როგორი იქნება ან უნდა იყოს საქართველოს პოზიციონირება პროცესში, როცა, როგორც ამბობენ, რეგიონში რუსული გავლენა სუსტდება, თურქეთისა და ევროკავშირის პოზიციები კი - ძლიერდება.

როგორ შეიცვლება ძალთა ბალანსი რეგიონში და რა როლი აქვს ამ პროცესებში საქართველოს, ამ კითხვებზე ambebi.ge - ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე პასუხობს.

"ჩემი აზრით, ნენსი პელოსის ვიზიტი სომხეთში, არა მხოლოდ საგარეო ასპექტი, არამედ შიდა მოხმარების საგანიც იყო ამერიკისთვის. ვინაიდან იქ დიდი რაოდენობით სომხური თემი ცხოვრობს და არჩევნებიც ახლოვდება, მათი კეთილგანწყობა ძალზე მნიშვნელოვანია. აქ, რა თქმა უნდა, არის რამდენიმე ასპექტი. პირველი ის, რომ მარტო რუსეთის რეგიონიდან გასვლა კი არ არის რეალობა, არამედ თავად სომხები ხედავენ, რომ გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს ახალი საერთაშორისო პარტნიორის მოძიებაში. რადგან მსოფლიოში იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია, რუსეთი მარცხდება და მას აღარ შესწევს საკმარისი უნარი, რომ სამხრეთ კავკასიაში ერთპიროვნულად გადაწყვიტოს სიტუაცია, რა თქმა უნდა, ამერიკა ამ შემთხვევაში თავის დომინაციის გამოყენებას და სამართლებრივი პრინციპების მაქსიმალურად დაცვას ცდილობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ყარაბაღთან მიმართებით რაღაცა ანტიაზერბაიჯანული განწყობა ექნება, არამედ იმას, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მას ექნება შედარებით პრინციპული პოზიცია. რა თქმა უნდა, ამერიკა იტყვის, რომ საზღვრის დემარკაცია უნდა მოხდეს, მაგრამ, მაგალითად, ზანგეზურის დერეფანზე დათმობასთან ან იძულებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანს არ მისცემს საშუალებას, რომ იმოქმედოს, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ამერიკისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასია და იქ ნებისმიერი პარტნიორი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ის ფაქტორიც, რომ თავად აზერბაიჯანს ხელში უჭირავს მთავარი გასაღები - ენერგეტიკა, შესაბამისად, აშშ-ს ბევრი ლავირების საშუალება არ აქვს. ამერიკისთვის მისაღები და ჭკუასთან ახლოს იქნებოდა ის, რომ სამხრეთ კავკასიაში სამივე სახელმწიფო სტაბილური იყოს.

ვერ ვიტყვი იმას, რომ რუსეთი რეგიონიდან უცებ გავა, ის სომხეთზე გავლენას შეინარჩუნებს ისევე, როგორც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და რეგიონში მყარად დგას, თუმცა, ვფიქრობ, აქ უფრო ძლიერად არის და იქნება კიდეც წარმოდგენილი თურქეთი. ის კიდევ უფრო გაძლიერდება ადგილზე ისევე, როგორც გაიზრდება საერთაშორისო ზეგავლენები, თუმცა არა იმდენად, რომ რეგიონში კრიტიკულად შეიცვალოს სურათი. ამ ეტაპზე რუსეთის გასვლა-არგასვლა დამოკიდებული იმდენად არ არის რეგიონში სხვა ძალის შემოსვლაზე, რამდენადაც დამოკიდებულია რუსეთის მარცხის ხარისხზე უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ობიექტურები რომ ვიყოთ, უნდა ვთქვათ, რომ რაც უფრო სუსტდება რუსეთი, მით უფრო ძლიერდება სხვა - ესაა ლოგიკა და არა ის, რომ ისინი (დასავლეთი და თურქეთი) თავისივე ინიციატივით მოქმედებენ და მათ კავკასიაში შორსმიმავალი გათვლილი გეგმები აქვთ. რა თქმა უნდა, მათ აქვთ თავიანთი სტრატეგიული მიზნები განსაკუთრებით ენერგეტიკასთან მიმართებით, ენერგოპოლიტიკას სჭირდება აზერბაიჯანული გაზი და ნავთობი, ამიტომ ლოგიკურია, რომ რუსეთის დასუსტებასთან ერთად, დასავლეთი რეგიონში უფრო მეტ კავშირებს ამყარებს“.

იმაზე, თუ რა როლი, სტრატეგიული მიზანი და ამოცანები ექნება საქართველოს რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილებისას, სპეციალისტი გვეუბნება, რომ ახლა საქართველოს ეძლევა ამოსუნთქვის და იმის საშუალება, რომ რუსეთის დასუსტებასთან ერთად იგი გაძლიერდეს იმდენად, რომ მოგვიანებით, არა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობაში იყოს მყარ პოზიციაზე, არამედ ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში მისი პოზიციები გამყარდეს.

"პირველ რიგში, ამ ახალ ძალთა ბალანსში საქართველოს პოლიტიკური ამოცანა უნდა იყოს ჩვენი როლის პოვნა მაქსიმალურად, ის, რომ ჩვენც დავაბალანსოთ სხვა. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ნებისმიერი ძველი აქტორის გაძლიერება, თუ ახალი აქტორის შემოსვლა სამხრეთ კავკასიაში, არ ნიშნავს ჩვენთვის უსაფრთხოების მაღალ ხარისხს, არამედ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს შესაძლოა ერთი გამოწვევა მოეხსნას (ამ შემთხვევაში შემცირდეს ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთიდან), მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რიგი პრობლემებისა გადაიჭრას. პირიქით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ახლა ეძლევა ამოსუნთქვის და იმის საშუალება, რომ რუსეთის დასუსტებასთან ერთად, იგი გაძლიერდეს იმდენად, რომ მოგვიანებით არა მხოლოდ რუსეთის შესაკავებლად და რუსეთთან მიმართებით იყოს მყარ პოზიციაზე, არამედ ზოგადად სამხრეთ კავკასიაში მისი პოზიციები იყოს მყარი. ამასთანავე, იმ ფონზე, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლა შედარებით მეტი დაძაბულობა არსებობს, საქართველოს ესეც ხელს აძლევს ორივე სახელმწიფოსგან მიიღოს გარკვეული სარგებელი და ორივეს უკარნახოს საკუთარი დღის წესრიგი, ვინაიდან ორივე სახელმწიფოსთვის საქართველოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“.

თენგიზ ფხალაძე, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი:

"სომხეთს აქვს მცდელობა, რუსეთს დააღწიოს თავი, თუმცა რუსული საცეცები სომხეთში იმდენად ძლიერია, ეს ადვილი არ იქნება, ვხედავთ, რომ ფაშინიანი არაერთ წინააღმდეგობას ხვდება. აქ რამდენიმე განზომილებაა:

1. ძალიან რთული ურთიერთობა აზერბაიჯანთან და თუ სამშვიდობო შეთანხმება არ იქნა მიღწეული, მაშინ ვერანაირ რუსული გავლენიდან გამოსვლაზე საუბარი ვერ იქნება.

2. სომხეთ- თურქეთის ურთიერთობები - გარდა პოლიტიკური თემისა, არსებობს ქვეყნის შიგნით საკმაოდ სერიოზული ინფილტრაცია როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნესწრეებში. ეს ყველაფერი წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას ფაშინიანისთვის.

სომხეთი ცდილობს შეასუსტოს მაინც რუსული გავლენა. ნენსი პელოსის იქ ჩასვლა, რა საკვირველია, მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყურადღებამისაქცევია გუშინდელი შეხვედრაც, რომელიც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის აშშ-ს პირდაპირი მონაწილეობით გაიმართა. ნათელია, რომ დასავლეთი ცდილობს თავისი ხელი შეაშველოს ამ სამშვიდობო მცდელობებს (იყო არა ერთი ინიციატივა, მათ შორის, ტყვეების გაცვლის შესახებ), მთავარია, ეს გაგრძელდეს და ისე, რომ მასში ნაკლებად ჩაერიოს რუსეთი, ესაა ყველაზე მთავარი. ამოცანა რთულია, მაგრამ არა - შეუსრულებადი“.

თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოს ეძლევა იმის შანსი, რომ სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირება სწორად წარმართოს, რომელიც მას რეგიონულ ჰაბად აქცევს და ამ კონტექსტში ძალზე მნიშვნელოვანია სწორედ იმ უპირატესობის გამოყენება, რასაც ევროპული პერსპექტივა ჰქვია.

"სომხეთი თუ რეალურად აღწევს თავს რუსულ გავლენას და იხსნება ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ასევე - თურქეთთან, ამას რეგიონში სტაბილურობა შემოაქვს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყველას გვეძლევა იმის საშუალება, რომ ეს რეგიონი ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ ერთეულად. კავკასიური ერთობა რომ არ შემდგარიყო ისე, როგორც შედგა ბალტიური ერთობა, ამისთვის რუსეთმა ყველაფერი გააკეთა. დღეს რომ ასეთი უნიკალური შანსი რეალურად შედგეს - ეს ქვეყნები პოლიტიკურად ერთ სიბრტყეში იყვნენ, ასეთი რამ შესაძლებელია და ყველასთვის კარგი იქნებოდა.

საქართველომ უნდა აჩვენოს, რისი შეთავაზება შეუძლია ამ საერთო კალათაში და ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და როგორ განვითარდება ქვეყანა. საქართველოს როლი და ამოცანა ისაა, რომ იყოს უფრო დემოკრატიული, უფრო მოდერნიზებული, უფრო თანამედროვე და მეტად განვითარებული. ასეთ შემთხვევაში კონკურენცია თავისთავად იზრდება და საქართველოს უნდა ჰქონდეს რაღაც შესათავაზებელი. მხოლოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმი ამისთვის საკმარისი არ არის. საჭიროა ინფრასტრუქტურის, პორტების, სარკინიგზო ტრანსპორტის და მთლიანად სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირება სწორად, რომელიც საქართველოს რეგიონულ ჰაბად აქცევს. ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზით მოხდეს - ჩვენ თუ ვიქნებით უფრო გამჭვირვალე, უფრო დემოკრატიული, უფრო რეფორმატორული და ამ კონტექსტში ძალზე მნიშვნელოვანია სწორედ იმ უპირატესობის გამოყენება, რასაც ჰქვია ევროპული პერსპექტივა. სწორედ ევროკავშირთან ამ ტიპის ურთიერთობები საქართველოს აძლევს განსაკუთრებულ უპირატესობას, რაც საინტერესოა როგორც ქვეყნებისთვის, ისე ბიზნესისათვის. ამას ყველაფერს სჭირდება სწორი გამოყენება. ისევ იმით თუ დავკავდით, რითიც ვართ დაკავებული, არაფერი გამოვა".

იხილეთ ასევე: