ავტორი:

"ჰაერში გაისროლა, შემოვიდა და დაკეტა კარები... წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას" - რას ჰყვება პირი, რომელიც თავდამსხმელმა ქუთაისში ბანკის ძარცვის მცდელობისას მძევლად აიყვანა

"ჰაერში გაისროლა, შემოვიდა და დაკეტა კარები... წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას" - რას ჰყვება პირი, რომელიც თავდამსხმელმა ქუთაისში ბანკის ძარცვის მცდელობისას მძევლად აიყვანა

პირი, რომელიც გუშინ, ქუთაისში თავდამსხმელმა "საქართველოს ბანკის" ძარცვის მცდელობისას მძევლად აიყვანა, მედიასთან მომხდარის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.

"ჰაერში გაისროლა, შემოვიდა და დაკეტა კარები, და "ვსიო", მერე დაიწყო ის, რაც ლაივში ხდებოდა. მე მალაპარაკებდა და მე ვის ველაპარაკებოდი, არ ვიცი. თავიდან 2 მილიონს ითხოვდა, მერე მილიონნახევარზე ჩამოვიდა.

გამოვედი უკანა კარიდან, რომლის შესახებაც იმან არ იცოდა, პოლიციამ გამომიყვანა. პოლიციამ გააღო კარი, გახსნა ტერიტორია. მითხრეს, რომ გამოდიო და გამოვედი“, - ამბობს მძევალი.

მისივე თქმით, თავდამსხმელმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია.

  • ცნობისთვის, 20 სექტემბერს, ქუთაისში, საქართველოს ბანკის" შენობაში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და 12 მძევალი აიყვანა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა. სამართალდამცველების თითქმის 9 საათიანი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. თავდამსხმელი დააკავეს, მძევლები კი გაათავისუფლეს.

ქუთაისში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი გრიგოლ ნარსიაა.

არსებობს ორი ვერსია - ერთი ის, რომ თავდამსხმელი ქუთაისში ბანკთან ახლოს ცხოვრობს და მისი ოჯახის წევრები უკვე ჰყავდათ დაკითხვაზე გადაყვანილი და მეორე - თავდამსხმელი საქართველოში ემიგრაციიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, ჰქონდა დიდი ფინანსური პრობლემები, თუმცა ამ ვერსიიდან არცერთი ამ დრომდე ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ნახეთ ასევე: