ავტორი:

"როგორ დავტოვოთ რუსეთი?" - კითხვა, რომელსაც ბოლო დღეებია რუსეთში მცხოვრები ადამიანები Google-ს ყველაზე ხშირად უსვამენ

"როგორ დავტოვოთ რუსეთი?" - კითხვა, რომელსაც ბოლო დღეებია რუსეთში მცხოვრები ადამიანები Google-ს ყველაზე ხშირად უსვამენ

რუსეთში მოიმატა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც ინტერესდებიან, თუ როგორ დატოვონ რუსეთის ფედერაცია. ამ კითხვით ისინი Google-ის საძიებო სისტემას მიმართავენ. და ეს არის კითხვა, რომელიც Google-ის რუსულ სივრცეში ბოლო დღეების ტრენდია.

"როგორ დავტოვოთ რუსეთი?“ - ამ კითხვით რუსეთის მაცხოვრებლები google-ს განსაკუთრებით ხშირად მას შემდეგ მიმართავენ, რაც ვლადიმერ პუტინის განცხადება დაანონსდა იმის შესახებ, რომ შესაძლო იყო პუტინს მობილიზაცია გამოეცხადებინა, რომლის შემდეგაც ადამიანებს რუსეთის ტერიტორიის დატოვება აეკრძალებოდათ (წყარო).

  • პუტინის გამოსვლამდე კრემლისგან იყო მინიშნება, რომ რუსეთი უკრაინის წინსვლას ომში უფრო მკაცრად უპასუხებდა.

პუტინის განცხადება 20 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა დღეს, 21 სექტემბერს მიმართა მან საზოგადოებას და ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

"მოგმართავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენი დიდი სამშობლოს ხალხს, ყველას, ვისაც აერთიანებს დიდი ისტორიული რუსეთი. ჯარისკაცებს და ოფიცრებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან, ჩვენს ძმებსა და დებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან.

ვიცით ზოგიერთი დასავლური ელიტის აგრესიული პოლიტიკის შესახებ.

დასავლეთის მიზანი ჩვენი ქვეყნის განადგურებაა. უკვე ღიად ამბობენ, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევა შეძლეს და ახლა ამას რუსეთში გეგმავენ. მათ იარაღად აქციეს ტოტალური რუსოფობია, მათ შორის უკრაინაშიც.

იქ რუსეთის მიმართ სიძულვილის კულტივირებით და იქ უკრაინელი ხალხის ქვემეხის საკვებად გადაქცევით. მათ ომი 2014 წელს დაიწყეს", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პუტინმა.