ავტორი:

"მადლობა, ვისაც გულით გინდოდათ ჩვენი მშვიდობიანად დაბრუნება" - რას წერს მძევალი, რომლის ფრაზები ინტერნეტმა აიტაცა: წლის "სელფი" ბანკიდან

"მადლობა, ვისაც გულით გინდოდათ ჩვენი მშვიდობიანად დაბრუნება" - რას წერს მძევალი, რომლის ფრაზები ინტერნეტმა აიტაცა: წლის "სელფი" ბანკიდან

გუშინ მთელი დღის განმავლობაში სრულიად მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ქუთაისი იყო, სადაც "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა. მან 12 მძევალი აიყვანა და საკუთარი მოთხოვნებიც გააჟღერა. ის პოლიციასთან კონტაქტზე მძევლების "ფეისბუქის" მეშვეობით გამოდიოდა.

თავდამსხმელის დაკავების სპეცოპერაცია, რომელსაც შს მინისტრი ხელმძღვანელობდა, 9 საათი მიმდინარეობდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, თავდამსხმელმა დაკავების მომენტში სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. გაირკვა, რომ თავდამსხმელი 37 წლის გრიგოლ ნარსიაა და ის წარსულში დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო.

დღის ბოლო, წარმატებული სპეცოპერაციის შემდეგ, ინტერნეტი ხუმრობის ხასიათზე დააყენა ერთ-ერთი მძევალის ფრაზებმა, რომელიც "ლევანიეს" სახელით გაიცნეს. დღის ბოლოს მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მათზე ნერვიულობდა.

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გინდოდა ჩვენი მშვიდობიანად დაბრუნება" - წერს მძევალი და ბანკში გადაღებულ "სელფსაც" აქვეყნებს.

ნახეთ ასევე: