ავტორი:

"ბოლოს 4 დღის წინ ვნახე... არ მგონია მაგას ბომბები ჰქონოდა, თუ ექნებოდა, ააფეთქებდა კიდეც" - რას ჰყვებიან ბანკზე თავდამსხმელზე მეზობლები?

"ბოლოს 4 დღის წინ ვნახე... არ მგონია მაგას ბომბები ჰქონოდა, თუ ექნებოდა, ააფეთქებდა კიდეც" - რას ჰყვებიან ბანკზე თავდამსხმელზე მეზობლები?

"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიაზე მეზობლები ჰყვებიან, რომ ის დაცვის სამსახურში მუშაობდა.

მათი ინფორმაციით, ნარსიას დედა ემიგრანტია და თავადაც რამდენჯერმე იყო წასული საბერძნეთში წასული, თუმცა არა სამუშაოდ.

"არ მგონია მაგას ბომბები ჰქონოდა. თუ ჰქონდა მაშინ ააფეთქებდა და თავს არ დააჭრინებდა. დაცვაში მუშაობდა როგორც ვიცი, ცოტა ხანს. დედამისი საბერძნეთშია დიდი ხანია უკვე. მე სულ კარგად მექცეოდა, ბიძიას მეძახდა და სხვა არაფერი ვიცი" - ჰყვება მეზობელი.

ნარსიას კიდევ ერთი მეზობელი იხსენებს, რომ ბოლოს მას 4 დღის წინ შეხვდა.

"ბოლოს 4 დღის წინ ვნახე... შუალედურად ჩამოდიოდა ხოლმე (საზღვარგარეთიდან). აქ მეგობრები ახლობლები, ისეთი არავინ არ ჰყავს. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი" - ჰყვება მეზობელი.

ცნობისთვის, გრიგოლ ნარსიას მისი დაკავების 9 საათიანი ოპერაცია, რომელსაც შს მინისტრი ხელმძღვანელობდა, წარმატებით დასრულდა. ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა.

ცოტა ხნის წინქუთაისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა:

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ნახეთ ასევე: