შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაციის ვიდეოკადრებს ავრცელებს. კადრები, რომელის საკმაოდ მძიმე სანახავია, მძევლების გათავისუფლებაც ჩანს.
"ნუ გეშინიათ, დამშვიდდით" - მიმართავენ გათავისუფლებულ მძევლებს პოლიციელები.
ხოლო თავდამსხმელის დაკავებას ადგილზე მყოფები ტაშით ხვდებიან.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა თავდამსხმელის ვინაობაც - ის 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსიაა. არსებობს ორი ვერსია - ერთი ის, რომ თავდამსხმელი ქუთაისში ბანკთან ახლოს ცხოვრობს და მისი ოჯახის წევრები უკვე ჰყავდათ დაკითხვაზე გადაყვანილი და მეორე - თავდამსხმელი საქართველოში ემიგრაციიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, ჰქონდა დიდი ფინანსური პრობლემები, თუმცა ამ ვერსიიდან არცერთს ამ დრომდე ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ნახეთ ასევე:
ნახეთ ვიდეო: