დილიდან სრულიად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია ქუთაისი, სადაც "საქართველოს ბანკის" ფილიაში 37 წლის მამაკაცი შეიძრა და მძევლები აიყვანა. მისი დაკავების 9 საათიანი ოპერაცია, რომელსაც შს მინისტრი ხელმძღვანელობდა, წარმატებით დასრულდა. ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა.
ცნობილი გახდა თავდამსხმელის ვინაობაც - ის გრიგოლ ნარსიაა. ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა მისი ფოტოც:
არსებობს ორი ვერსია - ერთი ის, რომ თავდამსხმელი ქუთაისში ბანკთან ახლოს ცხოვრობს და მისი ოჯახის წევრები უკვე ჰყავდათ დაკითხვაზე გადაყვანილი და მეორე - თავდამსხმელი საქართველოში ემიგრაციიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, ჰქონდა დიდი ფინანსური პრობლემები, თუმცა ამ ვერსიიდან არცერთს ამ დრომდე ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ცოტა ხნის წინქუთაისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა:
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ნახეთ ასევე: