ავტორი:

ბანკზე თავდამსხმელი 37 წლის არის - შსს ქუთაისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ბანკზე თავდამსხმელი 37 წლის არის - შსს ქუთაისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელი 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსიაა.

ნახეთ ასევე: