ავტორი:

"ბოროტმოქმედი დაკავებულია" - რა ინფორმაციას ავრცელებს "საქართველოს ბანკი" ქუთაისში განვითარებული მოვლენების შემდეგ?

"ბოროტმოქმედი დაკავებულია" - რა ინფორმაციას ავრცელებს "საქართველოს ბანკი" ქუთაისში განვითარებული მოვლენების შემდეგ?

"საქართველოს ბანკი“ ქუთაისში ბანკის ფილიალზე თავდამსხმელის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"ბოროტმოქმედი დაკავებულია, ყველა მძევლად აყვანილი უდანაშაულო ადამიანი კი თავისუფალი.

მადლობა სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა ადამიანს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „საქართველოს ბანკის“ „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ცნობისთვის, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში თავდამსხმელი 11:00 საათზე შეიძლა და მძევლად 12 პირი აიყვანა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვდა.

გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.