ქუთაისში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ შს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და მძევლები გათავისუფლებული არიან.
"დაკავებულია ერთ პირი. სპეცოპერაცია არის დასრულებული. ყველა მძევალი არის თავისუფალი", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში თავდამსხმელი 11:00 საათზე შეიძლა და მძევლად 12 პირი აიყვანა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვდა.
გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.