არსებული ინფორმაციით, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავებულია და ყველა მძევალი თავისუფალია. სპეცოპერაცია თითქმის 9 საათი მიმდინარეობდა. ქუთაისში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რომელიც მედიასთან კომენტარს, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში გააკეთებს.
ცნობისთვის, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში თავდამსხმელი 11:00 საათზე შეიძლა და მძევლად 12 პირი აიყვანა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვდა.
გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.