ქუთაისში, 'საქართველოს ბანკის" შენობაში, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, ვითარება, ამ დრომდე დაძაბულია. ცოტა ხნის წინ მძევლის სოციალურ ქსელიდან მორიგი ვიდეო გავრცელდა, სადაც ისმის, რომ თავდამსხმელმა თანხასთან დაკავშირებით მოთხოვნა შეცვალა. ის 2 მილიონის ნაცვლად, მილიონნახევარ დოლარს ითხოვს. მძევალთან ხაზზეა სამართალდამცველი, რომელიც თავდამსხმელისგან გარკვეულ დროს ითხოვს, რათა თანხა მიუტანონ.
შსს-ს ბოლო ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში მძევლად 12 პირი იმყოფებოდა. შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.
შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით, 5 საათის წინ შეიჭრა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვდა.
ნახეთ ასევე:
ნახეთ ვიდეო: