ავტორი:

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა "საქართველოს ბანკის" ფილიალიდან რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა "საქართველოს ბანკის" ფილიალიდან რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა

გავრცელებული ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ფილიალიდან რამდენიმე მძევალი გათავისუფლებულია. ჯერჯერობით უცნობია, რაზე შეთანხმდნენ სამართალდამცველები და თავდამსხმელი. დაუდასტურებელი ცნობებით, საუბარია 3 მძევალზე, რომელიც უკვე პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

"საქართველოს ბანკის" შენობაში, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, ვითარება ცოტა უკიდურესად რთულია. ადგილზე რჩება 9 მძევალი. როგორც ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანდა, თავდამსხმელმა ყუმბარას "კალიცო" მოხსნა. ერთ-ერთი მძევალი შეუძლოდ გახდა.

თავდამსხმელთან კომუნიკაცია ჰქონდათ პოლიციელებს, რომლებმაც შესთავაზეს, რომ მძევლები სამართალდამცველებით ჩაენაცვლებინა, რაზეც თავდამსხმელმა უარი თქვა.

  • ცნობისთვის, ქუთაისში, სადაც "საქართველოს ბანკის" შენობაში მძარცველს მძევლები ჰყავს აყვანილი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ჩავიდა.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. მძარცველი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვს.

იხილეთ ასევე: