ქუთაისში, 'საქართველოს ბანკის" შენობაში, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, ვითარება უკიდურესად რთულია.
ვრცელდება კიდევ ერთი ვიდეო, სადაც თავდამსხმელი ამბობს, რომ ყუმბარას "კალიცო" მოხსნა. ასევე კადრებში ისმის მძევლების ხმა:
"გემუდარები გთხოვ, არაფერი დაგვიშავო. გთხოვ არ გააკეთო რა. ჩვენ რას გვერჩი" - ამბობს ერთ-ერთი მძევალი.
"არ იქნება ყველაფერი კარგად, შენ ხომ იცი რატომ არ იქნება? ის თუ მომიკვდა, იგენი რაში მადარდებს..." - ამბობს თავდამსხმელი, რაზეც მძევალი ეუბნება, რომ დამშვიდდეს, რადგან ფულს აუცილებლად მიუტანენ.
"რაის მომტანები არიან... 2 წამი უნდა ამას, რომ ეს აფეთქდეს.. ხელი მეღლება, რატომ მაკვლევინებთ ხალხს, რომ გამექცეს ჩემი ბრალი არ იქნება ქართველებო, ეგენი გკლავენ" - ამბობს თავდამსხმელი.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის "საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად 12 პირი რჩება. უწყების განცხადებით, გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. მძარცველი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვს.
იხილეთ ასევე:
ნახეთ ვიდეო: