ავტორი:

"ძმისშვილია ჩემი იქ... აღარ იღებს ყურმილს...  ერთადერთი ჩემი თხოვნაა, რომ მე შემიყვანონ მის მაგივრად" - მძევლის ახლობელი

"ძმისშვილია ჩემი იქ... აღარ იღებს ყურმილს...  ერთადერთი ჩემი თხოვნაა, რომ მე შემიყვანონ მის მაგივრად" - მძევლის ახლობელი

ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელია შეჭრილი და მას ამ დრომდე მძევლები ჰყავს აყვანილი. ერთ-ერთი მძევლის ახლობელი ითხოვს, რომ მისცენ ნება მან ჩაანაცვლოს ბანკის შენობაში მყოფი მისი ძმისშვილი.

"ძმისშვილია ჩემი იქ, მაგრამ რა მდგომარეობაა არ ვიცი, ვერ ვუკავშირდები, აღარ იღებს ყურმილს. დილით დავუკავშირდით და თქვა, რომ არაფერს გვერჩისო ეს ადამიანიო და ცუდად არ გვექცევაო.

ახლა აღარ იღებს ყურმილს, არადა ჯანმრთელი არ არის ბავშვი. ერთადერთი ჩემი თხოვნაა, რომ მე შემიყვანონ მის მაგივრად," - ამბობს ერთ-ერთი მძევლის მამიდა "რუსთავი 2"-თან..

ცნობისთვის, მძარცველი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვს.

იხილეთ ასევე: