ავტორი:

ირაკლი კობახიძის დედამ "TV პირველს" სასამართლოში დავა მოუგო

ირაკლი კობახიძის დედამ "TV პირველს" სასამართლოში დავა მოუგო

ირაკლი კობახიძის დედამ "TV პირველს" სასამართლოში დავა მოუგო. ამის თაობაზე ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

მოსამართლემ "TV პირველის" წინააღმდეგ თამარ ზაალიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა. ნოდარ მელაძეს და მაკა ჩიხლაძეს 5-5 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით "TV პირველს" და რესპონდენტ თამარ მიქაუტაძეს კი 5 555 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ლაპარაკია ტელევიზიის "შაბათის ეთერში" გასულ სიუჟეტზე, რომლის გამოც თამარ ზაალიშვილმა სასამართლოს მიმართა. მისი განცხადებით, სიუჟეტში წარმოდგენილი მოსაზრება სიცრუე და ცილისმწამებლური იყო, ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზანი კი, მისი და მისი შვილის - "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო.

"TV პირველი" აცხადებდა, რომ სარჩელის შეტანაც კი კანონის დარღვევით მოხდა, რადგან ვადა სიუჟეტის გასვლიდან სარჩელამდე დარღვეული იყო. მათივე თქმით, ზაალიშვილის ბრალდება უსაფუძვლო და აბსურდულია.

იხილეთ ასევე: