ავტორი:

"წამზომია ჩართული" - ბანკის მძარცველი ირწმუნება, რომ თუ კარი გაიღება, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდება

"წამზომია ჩართული" - ბანკის მძარცველი ირწმუნება, რომ თუ კარი გაიღება, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდება

ვრცელდება კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც, ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალშია გადაღებული, სადაც შეიარაღებულ პირს 12 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი. კადრებში ჩანს კართან დამაგრებული 2 მოწყობილობა და ისმის მძარცველის ლაპარაკი, რომ თუ კარი გაიღება, ორივე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდება. მისი თქმით, წამზომია ჩართული. ამის შესახებ ის მორიგ ვიდეოში საუბრობს.

"წამზომია ჩართული", - ეუბნება თავდამსხმელი მძევლებს.

შეგახსენებთ, რომ უკვე ორი საათია, რაც ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" თავდამსხმელია შეჭრილი. ის 2 ლმნ დოლარს, ვერტმფრენს, რუსულ დროშას და ანკესს ითხოვს.

იხილეთ ასევე: