ქუთაისში "საქართველოს“ ბანკში შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს.
აღნიშნული მოთხოვნა შეიარაღებულმა პირმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მძევლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში დაასახელა.
ამასთან, ვიდეოჩანაწერში მძარცველი ასაფეთქებელ მოწყობილობაზეც მიუთითებს, რომელიც, სავარაუდოდ, ოთახის ერთ-ერთ კედელზე არის მიმაგრებული.
"სამ საათში უნდა ორი მილიონი დოლარი ამ კაცს. შენ თვითონ წამოუყენე ჩემო ძმაო პირობები", - ამბობს მძევალი.
ცნობისთვის, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაციაა. არსებული ინფორმაციით, "საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფება. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.
იხილეთ ასევე:
ნახეთ ვიდეო: