გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის "დინამოს" 20 წლის ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო. საბა საზონოვის დედა ქართველია.
მოგვიანებით, ფეხბურელის მამამ ანდრეი საზონოვმა შვილის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
"საბა დაიბადა ოჯახში, სადაც დედა ქართველია, მამა კი - რუსი. ორი სამშობლო აქვს, ორივე ქვეყანაში ცხოვრობდა, ორ ენაზე ლაპარაკობს. პირველ კლასში საქართველოში სწავლობდა, შემდეგ რუსეთში. საფეხბურთო კარიერის გამო მოქალაქეობა არ შეუცვლია, საქართველოს მოქალაქე დიდი ხნით ადრე იყო, ვიდრე ფეხბურთით დაკავდებოდა.
მხოლოდ ერთხელ გამოიძახა ხომუხამ 17-წლამდელთა ნაკრებში, სადაც შეკრებაზე კოვიდის გამო ვერ გამოცხადდა. ჩვენ რუსეთის ძირითად ნაკრებზე ვოცნებობდით, ახალგაზრდულზე. რუსეთის ფეხბურთის სისტემაში გავიზარდეთ, ამ სკოლის აღზრდილია. საბა ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთის ეროვნულ გუნდში თამაში უნდოდა, მაგრამ 2021 წელს პირველად კონკრეტული წინადადებით სფფ-მ მიმართა. იქამდე რუსეთის ნაკრებიდან მხოლოდ პასპორტის ფორმალური მოთხოვნა იყო, ტანსაცმლის ზომა და ა.შ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან საბას შეხვდნენ, ესაუბრნენ და დაარწმუნეს, რომ მისი მანდ თამაში უფრო პერსპექტიული იქნებოდა. რუსული მხრიდან მსგავსი რამ არ ყოფილა. ბოლო წვეთი იყო ის, რომ საბა რუსეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში არ მოხვდა.
არავითარი მიწვევა რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებისგან არ მიუღია. ეს ცილისწამებაა. საბა ბოლო მომენტამდე იყო რუსეთის ნაკრების ადმინისტრატორთან კავშირზე: სწორედ იმასთან, რომელმაც პასპორტი და ტანსაცმლის ზომა მოსთხოვა. სხვა კონტაქტები არ ყოფილა. ხომუხას გამონათქვამები საბას რაღაც მორალური საქციელის შესახებაც ჩემთვის გაუგებარია.
ახლა რაღაც მოღალატეობაზე ლაპარაკს იწყებენ, მაგრამ ეს რა ღალატია? ჩვენ "ზენიტს" ან "დინამოს" ვუღალატეთ, რომელთა აღზრდილია საბა? - არა, რა თქმა უნდა. დიდი ხანი ველოდით რუსეთის ნაკრებიდან მოწვევას, თუმცა მხოლოდ ადმინისტრატორთან კონტაქტი იყო, რომელმაც ვერ აგვიხსნა, რატომ გვთხოვდა მუდმივად პასპორტს და ტანსაცმლის ზომას. მას არასოდეს ჰქონდა პასუხი, რისთვის იყო ეს საჭირო.
საბას ორი სამშობლო აქვს, მშობლების ერთ-ერთი სამშობლო აირჩია. ამაში ვერაფერ კრიმინალურს ვერ ვხედავ".
2022 წლის თებერვალში თბილისის “დინამო” ამხანაგურ მატჩში მოსკოვის “დინამოს” შეხვდა და 1- 0 დაამარცხა. მაშინ საბა საზონოვმა თამაშის დაწყებამდე გულშემატკივარს ქართულად მიმართა. მისი კომენტარი მოსკოვის “დინამოს” მატჩის მიმოხილვაში გაუშვეს...
“გამარჯობა, ჩვენო მაყურებელო და ფანებო. დღეს ჩვენ ვთამაშობთ “დინამო თბილისთან”, ჩვენ ძმებთან, რადგან დღეს შეიძლება მხოლოდ ერთმა გუნდმა მოიგოს და მხოლოდ “დინამომ”.
20 წლის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი 1.94-სმ-ია. ის საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა და როგორც აცხადებს, დედის სამშობლოში უფროსების პატივისცემა და ოჯახური ტრადიციებისადმი სიყვარული ისწავლა.
ომის შემდეგ რუსულ ფეხბურთში სულ უფრო აქტუალური ხდება რუსების სხვა ნაკრებებში თამაშის თემა: რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული "დინამოს" მცველი საბა საზონოვი გუნდში არ მოვიდა და საქართველოში წავიდა, - წერს რუსული სპორტული მედია.
საბა საზონოვო 2002 წლის 1-ელ თებერვალს დაიბადა. დედა, ნინო ნიშნიანიძე ქართველია, წარმოშობით სამტრედიიდან გახლავთ და ის საქართველოში პროფესიონალი ფრენბურთელი იყო. ნინომ შვილს ქართული სახელი საბა დაარქვა. ბიჭი ხუთი წლის ასაკში ქართულ სკოლაში წავიდა, 6 წლის იყო, როდესაც ოჯახმა ცხოვრება სანკტ-პეტერბურგში გადაწყვიტა. იმჟამად მისი ძმა, დავითი 1 წლის იყო.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ორივე მომავალ მატჩში ითამაშებს, მომავალში რუსეთის ზრდასრულთა ნაკრებში თამაშის სურვილის შემთხვევაში, ამის გამო სამართლებრივი დაბრკოლება არ შეექმნება. ასე რომ, ეს რუსეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელისა და თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტი იქნება.
საზანოვის ოჯახი სოციალურ ქსელში აქტიურია. დედის, ნინო ნიშნიანიძის "ფეისბუქის" პროფილზე, საინტერესო ისტორია აღმოვაჩინეთ, როგორ შეხვდა 2018 წელს ქალი მიხეილ სააკაშვილის დედას...
"ქალბატონო გიული, თქვენ გაზარდეთ შესანიშნავი შვილი - მიშა. მე თქვენ შეგნიშნეთ თბილისის აეროპორტში, მოგვარდით და ჩაგეხუტეთ და გითხარით, რომ თქვენ გყავთ უძლიერესი შვილი - მეთქი. არასოდეს დამავიწყდება ის დღე, თქვენ თურქეთში მიფრინავდით, მე სანკტ - პეტერბურგში. სურათი გადავიღე თქვენთან და პირველი რაც მკითხეთ: სად ცხოვრობთო, სანკტ-პეტერბურგში-მეთქი, ამომხედეთ და მიშასებური კილოთი მკითხეთ: რუსეთში როგორ ცხოვრობთ, იქ რა გაჩერებთო? გავქვავდი, ვერაფერი გიპასუხეთ, ჩაგეხუტეთ და დავცილდით. დამამახსოვრდა თქვენი განსხვავებული სტილი, ხმა და მიშა რომ ძლიერი დედა ყავს და დეიდა, რომელიც მშვიდად იჯდა და გვიყურებდა. სულ მახსენდება ეს სიტყვები: რუსეთში როგორ ცხოვრობთ, რა გაჩერებთ იქო. მართლაც..." - იხსენებს ნინო ნიშნიანიძე.
წარმატებები ჩვენს ნაკრებს გამოადგება დაცვა ისედაც არ გვივარგა
საქართველოს ფეხბურთის დონე არის ჭაობი და ერთადერთი რისთვისაც აქ მოდის არის მხოლოდ დაანახოს ევროპელებს საკუთარი თავი რომ აქედან როგორც ქართველი გადავიდეს სხვა ევროპულ გუნდში და სულ ცალ ფეხზე კიდია თქვენი საქართველოც და ქართველობაც და ქართული ფეხბურთი ვერ წაიკითხეთ თურმე რუსეთის ნაკრებში არ გამოიძახეს და მერე გაახსენდა რომ დედა ქართველი ყავდა და საქართველოში დააწვა ფეხბურთისთვის 1.90 სიმაღლე რავი თან პოზიციაც არ წერია რა პოზიციაზე თამაშობს და არც წონა და ამის გადმოსვლა ვიღაც ქართველს აკარგვინებს ადგილს რომელსაც საქართველო არ დაუტოვებია ასე ადგილობრივ ფეხბურთს ვერ განვითარებთ ჯერ ადგილობრივი და მერე უცხოელი თუგინდ ის დედით და მამით ქართველი იყოს მაგრამ სხვა ქვეყნიდან რადგან ის კარიერას სხვა ქვეყანაში უწყობდა როცა დაერხა მერე გამოიქცა საქართველოში