ავტორი:

ვინ არიან საფრანგეთში მცხოვრები ქართველი დიზაინერები, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიისთვის შემოსეს?

ვინ არიან საფრანგეთში მცხოვრები ქართველი დიზაინერები, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიისთვის შემოსეს?

დღეს დიდი ბრიტანეთი ელისაბედ მეორეს დაემშვიდობა. მონარქის დაკრძალვის ცერემონიაზე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის პირველი პირი მიიწვიეს,Whitehall-ის წყაროების განცხადებით, დედოფლის სახელმწიფო დაკრძალვაზე დასასწრები მოსაწვევები არ გაგზავნილა რუსეთში, ბელორუსში და მიანმარში, ირანი კი მხოლოდ ელჩების დონეზე იქნება წარმოდგენილი.

უკვე მეორე დღეა დიდ ბრიტანეთში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში, ლანკასტერის სასახლეში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ქართველი ხალხის სახელით, თანაგრძნობა გამოუცხადა სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს. დღეს კი ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალვის ცერემონია დაესწრო. ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები, ასევე სხვა ცნობილი ადამიანები ესწრებიან და უკანასკნელ პატივს მიაგებენ მონარქს, რომელიც სამეფო ტახტზე 70 წლის განმავლობაში იყო.

ორი სააღის წინ, პრეზიდენტმა "ინსტაგრამზე“ ლონდონიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ის ვესტმინსტერის სააბატოშია გადაღებული. სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობა ოფიციალურ ღონისძიებებზე ყოველთვის განხილვის თემაა. სოციალურ ქსელში მომხმარებლები ინტერესს გამოხატავდნენ თუ ვინ იზრუნა პრეზიდენტის იმიჯზე, დიდ ბრიტანეთში.

როგორც AMBEBI.Ge-ს პრეზიდენტის პრესამსახურში განუცხადეს, სალომე ზურაბიშვილმა ამჯერადაც ქართველ დიზაინერებზე გააკეთა არჩევანი. სამოსზე - ირაკლი ნასიძემ, ქუდზე ჯაბა დიასამიძემ, ხოლო ჩანთაზე ნინი ზარქუამ იზრუნეს.

ერთ-ერთ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საკუთარ სტილზე თავად ზრუნავს და ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი მისი ყველაზე დიდი შემფასებელია. თუმცა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ზურაბიშვილი ქართველ დიზაინერებთან ხშირად თანამშრომლობს. მაგალითად, ვაჟის, თეიმურაზ გორჯესტანის ქორწილისთვისმან კაბა დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძესთან შეიკერა.

რაც შეეხება, ჯაბა დიასამიძეს სალომე ზურაბიშვილი მას პირადად იცნობს. ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, ჯაბა დიასამიძეც საფრანგეთში - ემიგრაციაში გაიზარდა და ერთმანეთი სწორედ იქ გაიცნეს.

ჯაბა დიასამიძე

ჯაბამ ერთხელ უკვე იზრუნა ინაუგურაციაზე პრეზიდენტის ჩაცმულობაზე. რაც შეეხება ირაკლი ნასიძეს ის 25 წლის წინ წავიდა საქართველოდან და წლებია პარიზში მოღვაწეობს.

ირაკლი ნასიძე