ავტორი:

სროლა სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში - დაპირისპირება, რომელშიც ქართველი კრიმინალური ავტორიტეტებიც მონაწილეობდნენ, სავარაუდოდ, თბილისში გასულ წელს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება

სროლა სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში - დაპირისპირება, რომელშიც ქართველი კრიმინალური ავტორიტეტებიც მონაწილეობდნენ, სავარაუდოდ, თბილისში გასულ წელს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება

რამდენიმე დღის წინ, სტამბოლში, სარიიერში, სავაჭრო ცენტრის Vadi Istanbul-ის რესტორანში ორ ჯგუფს შორის დაწყებული კამათი ორმხრივი სროლით დასრულდა. თურქული მედიის ცნობით, შეიარაღებულ კონფლიქტში, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიჭრა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. როგორც წერენ, კაფეში მსხდომ უცხოელებს 10-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი მიუახლოვდა და მათ შორის დაწყებულ კამათს ორმხრივი სროლა მოჰყვა. სროლის შედეგად 8 ტყვიით მძიმედ დაიჭრა აზერბაიჯანის მოქალაქე რაკიფ ალიევი და 3 ტყვიით - მეხრაჯ კარიმოვი. დაჭრილთა შორისაა ირანის მოქალაქე საით ალირეზა და ადგილობრივი კულამ იბრაგიმოვი, რომელსაც შემთხვევის ადგილიდან გაქცევის დროს ფეხში მოხვდა ტყვია. დაჭრილები მიმდებარე კლინიკაში გადაიყვანეს და იქ აგრძელებენ მკურნალობას. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა დღემდე მძიმეა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციიით, ტყვიები რესტორნის სხვადასხვა მხარეს ცვიოდა, რასაც იქ მყოფი მოქალაქეების პანიკა მოჰყვა. სტამბოლის პოლიცია აგრძელებს სამუშაოებს ინციდენტის მონაწილეების დასაკავებლად. კონფლიქტის მოტივი სამართალდამცველებისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც ambebi.ge -სთვის გახდა ცნობილი, სუფრაზე მსხდომთა შორის ორი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი - ვატო ყიფიანი და ნოდარ დობორჯგინიძე ("დობო") ამოიცნეს. ერთ-ერთი ვერსიით, თურქეთში მომხდარი კონფლიქტი ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის გასულ წელს თბილისში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. როგორც წყარო გვიყვება, ვატო ყიფიანი არაფერ შუაში იყო, აზერბაიჯანელები შურისძიების მოტივით ნოდარ დობორჯგინიძეს დაესხნენ თავს, რომელმაც გასულ წელს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში გავლენიანი აზერბაიჯანელი გალახა.

ცნობისათვის: კრიმინალური ავტორიტეტი ნოდარ დობორჯგინიძე ("დობო") 2018 წელს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. მაშინ შსს აცხადებდა, რომ დაკავებული ბრალს აღიარებდა და 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. "დობო" წარსულში ე.წ სადახლოს საქმეშიც ფიგურირებდა. საზოგადოებას ის რამდენიმე წლის წინ კლუბ "სენატში" მომხდარი ინციდენტითაც ახსოვს, სადაც კონფლიქტის დროს უდანაშაულო ახალგაზრდა დაინვალიდდა. დობორჯგინიძე, თავის მეგობრებთან ერთად, მაშინვე დააკავეს, თუმცა საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს. როგორც იმხანად ამბობდნენ, დობორჯგინიძეს გიორგი უდესიანი მფარველობდა...

წყარო