მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
მეცნიერება
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება იწყება - რა განაცხადა თავდაცვის მინისტრმა?
საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება იწყება - რა განაცხადა თავდაცვის მინისტრმა?

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უპი­ლო­ტო სა­დაზ­ვერ­ვო და საბ­რძო­ლო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა წლის ბო­ლომ­დე და­ი­წყე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უპი­ლო­ტო სა­დაზ­ვერ­ვო და საბ­რძო­ლო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა წლის ბო­ლომ­დე და­ი­წყე­ბა.

რო­გორც მან “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის” კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გან­მარ­ტა, დრო­ნე­ბის მწარ­მო­ე­ბელ პო­ლო­ნურ კომ­პა­ნი­ას­თან ყვე­ლა ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

“ყვე­ლა ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სი პო­ლო­ნურ კომ­პა­ნი­ას­თან დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ამ კომ­პა­ნი­ის ნა­წარ­მი აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პრაქ­ტი­კა­ში და არის ძა­ლი­ან გა­მარ­თლე­ბუ­ლი კერ­ძო სა­წარ­მო. და­ვა­ფუძ­ნეთ კერ­ძო სა­წარ­მო კომ­პა­ნია “დელ­ტას­თან” ერ­თად და წლის ბო­ლომ­დე და­ვი­წყებთ წარ­მო­ე­ბას”, - აღ­ნიშ­ნა ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2022 წლის 9 ივ­ნისს, პარ­ლა­მენ­ტის მი­ნის­ტრის სა­ა­თის ფორ­მატ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ ოპე­რა­ტი­უ­ლი და ტაქ­ტი­კუ­რი უპი­ლო­ტო სა­დაზ­ვერ­ვო და საბ­რძო­ლო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შექ­მნი­ლია ერ­თობ­ლი­ვი სა­წარ­მო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უპი­ლო­ტო თვით­მკვლე­ლი და სა­დაზ­ვერ­ვო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქარ­თულ-პო­ლო­ნუ­რი სა­წარ­მო აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით. ასე­ვე, სა­წარ­მოს ბა­ზა­ზე შე­იქ­მნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ვენ­ტა­რით აღ­ჭურ­ვი­ლი სას­წავ­ლო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის ძა­ლებს მომ­სა­ხუ­რე­ბას გა­უ­წევს.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
1

იმედი მაქ მარტო მეცოცხეების პარტიას არ ეწყინა ეს ამბავი ... თორე კომენტარებს რო გადახედო ...

დამშიებული ქვეყანა
1

ეს იქეთ იყოს და საარჩევნოდ დაპირებული ელექტრო-ავტომობილების ქარხანა გაიხსნა?,თუ ჯერ არ დადგა2020 .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება იწყება - რა განაცხადა თავდაცვის მინისტრმა?

საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება იწყება - რა განაცხადა თავდაცვის მინისტრმა?

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება.

როგორც მან “ინტერპრესნიუსის” კითხვის საპასუხოდ განმარტა, დრონების მწარმოებელ პოლონურ კომპანიასთან ყველა ფორმალური პროცესი უკვე დასრულებულია.

“ყველა ფორმალური პროცესი პოლონურ კომპანიასთან დასრულებულია. ამ კომპანიის ნაწარმი აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და არის ძალიან გამართლებული კერძო საწარმო. დავაფუძნეთ კერძო საწარმო კომპანია “დელტასთან” ერთად და წლის ბოლომდე დავიწყებთ წარმოებას”, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 9 ივნისს, პარლამენტის მინისტრის საათის ფორმატში თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ქართულ-პოლონური საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. ასევე, საწარმოს ბაზაზე შეიქმნება შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი, რომელიც თავდაცვის ძალებს მომსახურებას გაუწევს.