ხერსონის ცენტრში მომხდარი სროლა კერძო სამხედრო დაჯგუფებას, კადიროვის ბოევიკებს, რუს სამხედროებსა და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს შორის მზარდი დაძაბულობის კიდევ ერთი გამოვლინებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, საოკუპაციო ძალებში "შინაური კონფლიქტების“ რიცხვი იზრდება.
" "შინაური კონფლიქტების“ რიცხვი იზრდება. მხარეები ანაწილებენ ნაძარცვს გაქცევამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიახლოების შესახებ ახალი ამბების ფონზე“, -წერს პოდოლიაკი.
17 სექტემბერს რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ხერსონის ქუჩებში ცეცხლი გახსნეს. მათი მტკიცებით, უკრაინის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის გამოსავლენად კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს.
ამასთან, უკრაინის ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის“ პრესმდივანმა, ნატალია გუმენიუკმა განმარტა, რომ სროლა იყო დივერსიული მოქმედებების ნაწილი, რომელსაც რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით ახორციელებენ.