მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსგავსი ამბავი მარტო კინოში თუ მინახავს, მგონი იქაც არა: პატარძალმა გვირგვინი და ფატა მოიხსნა, ბუჩქზე მიაკიდა და წავიდა. ყველა დაიბნა, დადუმდა... " - რას წერს ზურა შევარდნაძე
"მსგავსი ამბავი მარტო კინოში თუ მინახავს, მგონი იქაც არა: პატარძალმა გვირგვინი და ფატა მოიხსნა, ბუჩქზე მიაკიდა და წავიდა. ყველა დაიბნა, დადუმდა... " - რას წერს ზურა შევარდნაძე

ცნო­ბი­ლი ფლო­რის­ტი, "გარ­დე­ნი­ას" მფლო­ბე­ლი ზურა შე­ვარ­დნა­ძე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას უზი­ა­რებს, რო­მე­ლიც მის ბაღ­ში, ერთ-ერთი სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ი­სას მოხ­და.

"მსგავ­სი ამ­ბა­ვი მარ­ტო კი­ნო­ში­თუ მი­ნა­ხავს, მგო­ნი იქაც არა..ჯერ გა­ზა­ფხუ­ლი იყო ახალ­გაზ­რდა, ლა­მა­ზი წყვი­ლი მო­ვი­და ბაღ­ში სა­ქორ­წი­ლო წვე­უ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ტყო­ბად. ვი­სა­უბ­რეთ, გა­ვი­გე მათი სურ­ვი­ლე­ბი, მო­თხოვ­ნე­ბი, რა და რო­გორ წარ­მო­ედ­გი­ნათ. შემ­დეგ შეხ­ვედ­რა­ზე მშობ­ლე­ბი მო­იყ­ვა­ნეს, შევ­თან­ხმდით, დავ­გეგ­მეთ, ავე­წყვეთ. სექ­ტემ­ბერ­ში დავ­ჯავ­შნეთ შა­ბა­თი დღე, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე ხში­რად, მშობ­ლებ­მა გა­და­ი­ხა­დეს ყვე­ლა­ფე­რი. მას შემ­დეგ შეყ­ვა­რე­ბულ წყვილს სამ­ჯერ კი­დევ შევ­ხვდით, ყვა­ვი­ლის ფერი, გირ­ლი­ან­დის ფორ­მა, მუ­სი­კა­ლუ­რი პროგ­რა­მა, შუშ­ხუ­ნე­ბი ტორ­ტის გაჭ­რი­სას, მე­ნი­უს დე­ტა­ლე­ბი, გა­ნა­თე­ბა, გახ­მო­ვა­ნე­ბა, სა­ქორ­წი­ლო ფო­ტო­სე­სი­ის წვრილ­მა­ნე­ბი, ფო­ტა­გა­და­ღე­ბის­თვის გვირ­გვი­ნის და თა­გუ­ლის ზომა და ფე­რიც კი შე­ვა­თან­ხმეთ. ღვი­ნო კა­ხელ­მა ბი­ძამ ითა­ვა სა­კუ­თა­რი მარ­ნი­დან. უშ­ვე­ლე­ბე­ლი, ლა­მა­ზი ჟო­ლოს ტორ­ტი თა­ვად და­უკ­ვე­თეს ცნო­ბილ მცხო­ბელს.

დად­გა ნა­ნატ­რი დღე, 80 სტუ­მა­რი ბი­ჭის მხრი­დან ცოტა ნაკ­ლე­ბი გო­გოს მხრი­დან. გავ­შა­ლეთ, მოვ­ფურ­ჩქნეთ, მო­ვაკ­რუ­ჭუ­ნეთ.. უკ­რავს ფო­ნუ­რი მუ­სი­კა, ბენ­დი მზა­დაა, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი მზად არი­ან, სამ­ზა­რე­უ­ლო სრულ მზად­ყოფ­ნა­შია, ელავს ბრო­ლის ჭურ­ჭე­ლი, ყვა­ვი­ლი ბრდღვი­ა­ლებს, ხე­ლის მო­წე­რის სა­ცე­რე­მო­ნი­ოდ სივ­რცე გა­ფუ­შფუ­შე­ბუ­ლია, ლი­მო­ნის­ფე­რი ყვა­ვი­ლი ჭარ­ბობს, ასე ისურ­ვეს...

მობ­რძან­დნენ სტუმ­რე­ბი, მიმ­ტა­ნე­ბი მი­ე­გებ­ნენ ლან­გრებ­ზე ჩა­ცი­ვე­ბუ­ლი შუშ­ხუ­ნა ღვი­ნით. მო­აქვთ და ერთ კუ­თხე­ში აგ­რო­ვე­ბენ სა­ჩუქ­რებს. მეფე პა­ტარ­ძა­ლი იგ­ვი­ა­ნებს. 18 სა­ათ­ზე ვი­ყა­ვით შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი რომ მოვ­ლენ ჯვრის­წე­რი­დან. გახ­და 7 სა­ა­თი, მზა­რე­უ­ლე­ბი ბო­ბოქ­რო­ბენ, რას ვი­ზამთ ხდე­ბა ხოლ­მე.გახ­და რვის­ნა­ხე­ვა­რი, აჩოჩ­ქოლ­დნენ სტუმ­რე­ბი, მო­ვიდ­ნენ, მო­ვიდ­ნენ... რო­ი­ალ­თან დაჯ­და მუ­სი­კო­სი, მო­ემ­ზად­ნენ მე­ვი­ო­ლი­ნე­ე­ბი, არ შე­მო­დი­ან... დაბ­ნელ­და­სა­ვით, ავან­თეთ ჭა­ღე­ბი. უც­ნა­უ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბაა, გა­მოჩ­ნდა სიძე, შე­მო­ეხ­ვივ­ნენ.

პა­ტარ­ძა­ლი არ შე­მო­დის, ბა­ღის შე­მო­სას­ვლელ­ში ზის სა­ლა­როს ოთახ­ში. მი­ა­კი­თხეს, არის გნი­ა­სი, არ შე­მო­დის, არ შე­მო­დის. სიძე ხან სტუმ­რებ­თან მო­დის ხან პა­ტარ­ძალ­თან გარ­ბის. ღე­ლავს დედა, სა­დე­დამ­თი­ლო იღ­რი­ნე­ბა, ვე­რაფ­რით არ­წმუ­ნე­ბენ რომ შე­მო­ვი­დეს. აღა­რაა საშ­ვე­ლი, ჩა­ვე­რიე, მი­ვა­კი­თხე, მო­ვე­ფე­რე, შე­ვა­ქე, ვთხო­ვე მა­რი­ამ, გე­ლო­დე­ბით მობ­რძან­დით, უხერ­ხუ­ლია ისე , ასე, ვე­რა­ფე­რი, სი­ტყვა­საც არ ძრავს... სი­ძემ რა ქნას აღარ იცის, ვე­რაფრს ვშვე­ლით...

არ გა­სუ­ლა ოცი წუთი პა­ტარ­ძალს მო­ა­კი­თხა გა­მო­ძა­ხე­ბულ­მა მან­ქა­ნამ, შე­მოგ­ვიბ­რუნ­და უმი­სა­მარ­თოდ თქვა: ბე­ბია მო­მე­ნატ­რა, ქუ­თა­ის­ში მივ­დი­ვარ, არ გა­ბე­დოს ვინ­მემ და­მე­დევ­ნოს ან იქ ჩა­მო­მა­კი­თხო­სო, გვირ­გვი­ნი და ფატა მო­იხ­სნა, ბუჩ­ქზე მი­ა­კი­და და წა­ვი­და...

არას­დროს ასეთ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ვყო­ფილ­ვარ, ყვე­ლა და­იბ­ნა, და­დუმ­და.. ვე­რა­ვინ ვერც ვე­რა­ფე­რი ქნა ვერც ვე­რაფ­რი თქვა. ლუკ­მა რაა ის არ­ვის აუ­ღია, ჭიქა წყა­ლი რაა ისიც არა­ვის და­უ­ლე­ვია. რო­დის წა­ვი­და სტუმ­რე­ბი ჩუ­მად, უსი­ტყვოდ დარ­ცხვე­ნი­ლი ვერ გა­ვი­გეთ, დავ­რჩით გა­ო­ცე­ბუ­ლი, და­ზაფ­რუ­ლი.ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ, რო­მე­ლიც რი­ტუ­ა­ლე­ბის სა­სახ­ლი­დან მო­დის ხოლ­მე ცე­რე­მო­ნი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად თქვა: ოც­და­ა­თი წე­ლია ქორ­წი­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ვმუ­შა­ობ, რაღა არ მი­ნა­ხავს, რას არ შევ­სწრე­ბი­ვარ, არა­კე­ბად შე­მიძ­ლია, გიმ­ბოთ მაგ­რამ ასე­თი არა­ფე­რი შემ­ხვედ­რი­აო.არ­ვი­ცი, ვე­რა­ფერს ვამ­ბობ, რამ­დე­ნი­მე დღე გა­ვი­და და მა­ინც ვე­რა­ფერს ვამ­ბობ. ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. პურ­მა­რი­ლი მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში მი­ვი­ტა­ნეთ გვი­ან ღა­მით დიდი ყუ­თე­ბით." - წერს შე­ვარ­დნა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
8

გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" გამახსენდა. ქორწილში დუილიომ ჭკუაზე რომ არიგა პატარძალი და ისეთები უთხრა, პირდაპირ შუა ქორწილიდან აპირებდა საწყალი მოხევას, კარებთან რომ არ დაეჭირა ვინსენტეს :). ეტყობა ამ პატარძალსაც ვინმემ (სავარაუდოდ მეჯვარემ) მოუყვა პირველი ღამის "პრელესტები" და საწყალმა გოგომ იფიქრა, ჯობია, დროზე ვუშველო თავსაო. ისე, დიდის ამბით რომ გამოუცხადებია, უკან არავინ გამომყვესო, გიჟი არ უნდა იყო, მაგისთანას რომ გაეკიდო? :)

გგგ
26

ვიცი მაგ ამბავი.ეგ გოგო ქალიშვილი არ იყო.დროზე ვერ „გაკერეს„ და შეეშინდა ქმრის.სხვა მიზეზი ვერ მოიგონა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მსგავსი ამბავი მარტო კინოში თუ მინახავს, მგონი იქაც არა: პატარძალმა გვირგვინი და ფატა მოიხსნა, ბუჩქზე მიაკიდა და წავიდა. ყველა დაიბნა, დადუმდა... " - რას წერს ზურა შევარდნაძე

"მსგავსი ამბავი მარტო კინოში თუ მინახავს, მგონი იქაც არა: პატარძალმა გვირგვინი და ფატა მოიხსნა, ბუჩქზე მიაკიდა და წავიდა. ყველა დაიბნა, დადუმდა... " - რას წერს ზურა შევარდნაძე

ცნობილი ფლორისტი, "გარდენიას" მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალური ქსელის მომხმარებლებს საინტერესო ისტორიას უზიარებს, რომელიც მის ბაღში, ერთ-ერთი საქორწინო ცერემონიისას მოხდა.

"მსგავსი ამბავი მარტო კინოშითუ მინახავს, მგონი იქაც არა..ჯერ გაზაფხული იყო ახალგაზრდა, ლამაზი წყვილი მოვიდა ბაღში საქორწილო წვეულების პირობების შესატყობად. ვისაუბრეთ, გავიგე მათი სურვილები, მოთხოვნები, რა და როგორ წარმოედგინათ. შემდეგ შეხვედრაზე მშობლები მოიყვანეს, შევთანხმდით, დავგეგმეთ, ავეწყვეთ. სექტემბერში დავჯავშნეთ შაბათი დღე, როგორც ხდება ხოლმე ხშირად, მშობლებმა გადაიხადეს ყველაფერი. მას შემდეგ შეყვარებულ წყვილს სამჯერ კიდევ შევხვდით, ყვავილის ფერი, გირლიანდის ფორმა, მუსიკალური პროგრამა, შუშხუნები ტორტის გაჭრისას, მენიუს დეტალები, განათება, გახმოვანება, საქორწილო ფოტოსესიის წვრილმანები, ფოტაგადაღებისთვის გვირგვინის და თაგულის ზომა და ფერიც კი შევათანხმეთ. ღვინო კახელმა ბიძამ ითავა საკუთარი მარნიდან. უშველებელი, ლამაზი ჟოლოს ტორტი თავად დაუკვეთეს ცნობილ მცხობელს.

დადგა ნანატრი დღე, 80 სტუმარი ბიჭის მხრიდან ცოტა ნაკლები გოგოს მხრიდან. გავშალეთ, მოვფურჩქნეთ, მოვაკრუჭუნეთ.. უკრავს ფონური მუსიკა, ბენდი მზადაა, ფოტოგრაფები მზად არიან, სამზარეულო სრულ მზადყოფნაშია, ელავს ბროლის ჭურჭელი, ყვავილი ბრდღვიალებს, ხელის მოწერის საცერემონიოდ სივრცე გაფუშფუშებულია, ლიმონისფერი ყვავილი ჭარბობს, ასე ისურვეს...

მობრძანდნენ სტუმრები, მიმტანები მიეგებნენ ლანგრებზე ჩაცივებული შუშხუნა ღვინით. მოაქვთ და ერთ კუთხეში აგროვებენ საჩუქრებს. მეფე პატარძალი იგვიანებს. 18 საათზე ვიყავით შეთანხმებულები რომ მოვლენ ჯვრისწერიდან. გახდა 7 საათი, მზარეულები ბობოქრობენ, რას ვიზამთ ხდება ხოლმე.გახდა რვისნახევარი, აჩოჩქოლდნენ სტუმრები, მოვიდნენ, მოვიდნენ... როიალთან დაჯდა მუსიკოსი, მოემზადნენ მევიოლინეები, არ შემოდიან... დაბნელდასავით, ავანთეთ ჭაღები. უცნაური დაძაბულობაა, გამოჩნდა სიძე, შემოეხვივნენ.

პატარძალი არ შემოდის, ბაღის შემოსასვლელში ზის სალაროს ოთახში. მიაკითხეს, არის გნიასი, არ შემოდის, არ შემოდის. სიძე ხან სტუმრებთან მოდის ხან პატარძალთან გარბის. ღელავს დედა, სადედამთილო იღრინება, ვერაფრით არწმუნებენ რომ შემოვიდეს. აღარაა საშველი, ჩავერიე, მივაკითხე, მოვეფერე, შევაქე, ვთხოვე მარიამ, გელოდებით მობრძანდით, უხერხულია ისე , ასე, ვერაფერი, სიტყვასაც არ ძრავს... სიძემ რა ქნას აღარ იცის, ვერაფრს ვშველით...

არ გასულა ოცი წუთი პატარძალს მოაკითხა გამოძახებულმა მანქანამ, შემოგვიბრუნდა უმისამართოდ თქვა: ბებია მომენატრა, ქუთაისში მივდივარ, არ გაბედოს ვინმემ დამედევნოს ან იქ ჩამომაკითხოსო, გვირგვინი და ფატა მოიხსნა, ბუჩქზე მიაკიდა და წავიდა...

არასდროს ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ, ყველა დაიბნა, დადუმდა.. ვერავინ ვერც ვერაფერი ქნა ვერც ვერაფრი თქვა. ლუკმა რაა ის არვის აუღია, ჭიქა წყალი რაა ისიც არავის დაულევია. როდის წავიდა სტუმრები ჩუმად, უსიტყვოდ დარცხვენილი ვერ გავიგეთ, დავრჩით გაოცებული, დაზაფრული.ქალბატონმა ნინომ, რომელიც რიტუალების სასახლიდან მოდის ხოლმე ცერემონიის ჩასატარებლად თქვა: ოცდაათი წელია ქორწინების სასახლეში ვმუშაობ, რაღა არ მინახავს, რას არ შევსწრებივარ, არაკებად შემიძლია, გიმბოთ მაგრამ ასეთი არაფერი შემხვედრიაო.არვიცი, ვერაფერს ვამბობ, რამდენიმე დღე გავიდა და მაინც ვერაფერს ვამბობ. ყველაფერი ხდება. პურმარილი მოხუცთა თავშესაფარში მივიტანეთ გვიან ღამით დიდი ყუთებით." - წერს შევარდნაძე.